მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი II)

როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი II)


18-02-2016, 00:00

როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი II)

 

    2. საგაკვეთილო მასალის შინაარსი

  მნიშვნელოვანია გაკვეთილზე საგაკვეთილო მასალის შინაარსიც. ბოლო წლებში შეიცვალა ბავშვის მიერ საგაკვეთილო მასალის აღქმა, 6-7 წლის ბავშვებს აქვთ ლოგიკური, რაციონალური აზროვნება. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მიღებული მასალა გაცხრილონ გონების საცერში, ამიტომ პედაგოგისათვის ჩვენს დროში ძნელია მიაჩვიონ ბავშვები არაპრაგმატულ, ზნეობრივ და სულიერ გაგებას. რა არის ბავშვში ასეთი ძლიერი ცვლილებების მიზეზი? რა თქმა უნდა მასობრივი ინფორმაციული საშუალებები და თანამედროვე კულ-ტურის ნიმუშები; გაზეთები, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი - ყველა ამ ტექნოლოგიებს გარდაუვალად მიჰყავთ ბავშვის ჭკუა უნიფი-კაციამდე, უამრავ მართლმადიდებლურ ოჯახში ბავშვებს იცავენ ტელევიზორის, კომპიუტერისა და ინტერნეტ თამაშებისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პრინციპით აღზრდილი ბავშვები თავიანთი თანატოლებისაგან დიდად არ განსხვავდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემების ფესვები ოჯახში უნდა ვეძებოთ. ამ წუთისოფლის სული სამწუხაროდ, ეკლესიური მშობლების ურთიერთობაშიც პოულობს ნიადაგს. ძალზედ ცოტა დარჩა ისეთი ოჯახი, რომელშიც სუფევს უბრალოება და ურთიერთნდობის ატმოსფერო, რაც ბავშვს ცხოვრების მაგალითს აძლევს.

   მინდობა ესაა მოყვასისადმი სრული რწმენა. ქრისტიანულ რწმენას კი პავლე მოციქული ასე განმარტავს: "უხილავში დარწმუნება". ადამიანების მიმართ ნდობა და უხილავი ღმერთისადმი რწმენა, ამგვარად, ძალზე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ოჯახში ნდობის და გულღიაობის ატმოსფეროს უქონლობას აუცილებლად იქამდე მივყავართ რომ რწმენის უნარი ბავშვებში განუვითარებელი რჩება. იგი ნათლად ხედავს არის თუ არა ოჯახში ნდობა, დედას და მამას სჯერათ თუ არა ერთმანეთის სიტყვების. თუკი ის თავის მშობლებში რწმენისა და ნდობის მაგალითებს ვერ პოულობს, მაშინ ეს კატეგორიები მისთვის შეუცნობელი დარჩება. ასეთ პირობებში კი გასაკვირი არაა, რომ ასეთი ბავშვი ნდობით არ მოეკიდება მასწავლებლის მონაყოლს.

   ბავშვის მიერ სამყაროს რაციონალური აღქმის შეცვლა მხოლოდ გა-კვეთილზე ძნელია. ამ მიზნებისთვის ბევრად უმჯობესია კლასგარეშე და სკოლის გარეშე ღონისძიებები: ქალაქგარეთ გასვლა, ლაშქრობები, საერთო შრომის ფერხულში ჩაბმა. თუ რას ნიშნავს დახმარება და ურთიერთნდობა, ამას ბავშვები ყველაზე უკეთ ხვდებიან მაშინ, როცა დგება ურთიერთდახმარებისა და ამოცანის საერთო ძალით გადაწ-ყვეტის აუცილებლობა. თუმცა გაკვეთილზეც შეუძლია მასწავლებელს სასწავლო მასალის ისე გადაცემა, რომ ბავშვებში წაახალისოს ზნეობრივი და ესთეტიკური გრძნობა და არა ერუდიცია და ლოგიკა. საერთოდ კი, სწავლებისა და აღზრდის ამოცანების ურთიერთდაპი-რისპირება ხელოვნურადაა შექმნილი. ასევე ხელოვნური დაპირი-სპირება არსებობდა ერთ დროს მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მაგრამ მათ შორის ნამდვილი წინააღმდეგობა არ არსებობს!

   მეცნიერების ანტირელიგიურობაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არა-მედ ადამიანის მიერ სამყაროს დაუნაწევრებელ აღქმის დაკარგვაზე, შემეცნების სულიერი და ინტელექტუალური გზების გაყოფაზე. ამიტომაც ყველა მასწავლებელმა, თუკი ის ნამდვილი მორწმუნეა, მუდმივად უნდა ეძებოს იმ საგანში, რომელსაც ის ასწავლის, რელიგიური დატვირთვა. ამგვარად შეიძლება ვასწავლოთ ზუსტი მეცნიერებები, ვინაიდან მათი მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ ჩაწვდნენ სამყაროში არსებულ კანონზომიერებებს.

   ბავშვებისათვის სასწავლო მასალის სწავლების მეორე, ძალზე მნი-შვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბავშვების მიერ სხვადასხვა კურსებიდან მიღებული ცნობების ურთიერთდაპირისპირება, შეთან-ხმებულობა და ურთიერთშემავსებლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგნის მასწავლებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მხედველობაში ის, თუ რა მასალას გადიან ბავშვები ამ მომენტში სხვა დისციპლინებში და შეძლებისდაგვარად კავშირი დაამყარონ სხვადასხვა სასწავლო კურ-სებს შორის, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის სრულყოფილად ათვისებაში და ნათელს მოჰფენს მათთვის სამყაროს საიდუმლოებებს მართლმადიდებლური თვალთახედვით და არა პოზიტივისტურ, მითუმეტეს ოკულტური მსოფლმხედველობის კონტექსტში. ძალიან კარგ აღმზრდელობით საშუალებებს წარმოადგენენ ანალოგიები და პარალელები. ბავშვებში კარგადაა განვითარებული წარმოსახვითი აზროვნება, ამიტომ ცოდნის ალეგორიული და წარმოსახვითი მეთოდებით მიწოდება მათ დაეხმარება სულიერი მცნებების გაგებაში.

   "ღმერთი სიყვარული", - ამ ფრაზას ყოველგვარი ძალდატანების გა-რეშე დაიზეპირებენ უმცროს კლასელები, მაგრამ სიტყვების მნი-შვნელობას ბავშვი ბოლომდე ვერ გაიაზრებს. როგორ ავხსნათ მიუწვდომელი ღვთიური სიყვარული? ამ შემთხვევაში პარალელი უნდა გავავლოთ მშობლიურ სიყვარულთან. "რას გრძნობთ ბავშვებო როცა მოსიყვარულე მშობლებთან ხართ? სიმშვიდეს, სიწყნარეს, სიხარულს. რას გრძნობთ როდესაც აღმოჩნდებით მშობლების ამ სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე? შიში, მარტოობის განცდა და დაბნეულობა. როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა მსგავსი განცდები უპატრონო ბავშვებს, რომელთაც არ ჰყავთ მშობლები და არა აქვთ სახლი? ალბათ არა. მათ დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია მშობლიური სიყვარული."

   ასევეა ღმერთთან ურთიერთობის შემთხვევაშიც. მორწმუნე ადამი-ანი, რომლის სულშიც ღმერთია დავანებული, გრძნობს სიმშვიდეს, უშფოთველობას, სიხარულს, მაგრამ როგორც კი კავშირს კარგავს უფალთან, მყისვე გრძნობს თავის დანაკარგს, რჩება დაუცველი, მარტოსული და ცდილობს მთელი თავისი ძალებით ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენას. მართალია არიან ადამიანები, რომელნიც უპატრონო ბავშვების მსგავსად შეეჩვივნენ ღმერთის გარეშე ცხოვრებას. ისინი ვერ განიცდიან თავიანთ დანაკარგს და ცდილობენ გარეგნულად გამოიყურებოდნენ ცხოვრებისაგან კმაყოფი-ლები და ბედნიერები. ბავშვებო! გინდათ ემსგავსოთ ასეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა არა. ყველა თქვენთაგანმა იცის თუ როგორ შეეწევა უფალი მორწმუნე ადამიანებს.

   სასწავლო მასალის შერჩევისას და გაკვეთილზე გადაცემისას დიდი შეცდომა იქნება ბავშვებისთვის ნამდვილი ადამიანური ბედნიერების დამალვა. ბავშვებს ხშირად ასეთ რამეს ეუბნებიან: თუკი თქვენ ამასა და ამას ჩაიდენთ, მაშინ საიქიოში... ასეთი სიტყვები ბავშვების სულსა და გულს ნაკლებად წვდება. მათ ჯერ ხომ მიწიერი ცხოვრება არ შეუცვნიათ. ამიტომ მცნებები, მარადიული ცხოვრება, საიქიო ცხოვრება მათ არ ესმით. ბავშვებს აუცილებლად უნდა განუმარტოთ რომ, სიხარული და ბედნიერება შესაძლებელია არა მხოლოდ შორეულ მომავალში, არამედ აწმყოშიც.

   ეს სიხარული ჩნდება იმიტიმ, რომ მას შეუძლია საკუთარი თავის მართვა, მონანიების მეშვეობით ვნებების ბორკილებისგან განთავი-სუფლება, ცხოვრების ტვირთის შემსუბუქება. მორწმუნე ადამიანის აზრი, სიტყვა და საქმე განუყოფელია. ის ხედავს, ფიქრობს, გრძნობს და აკეთებს ერთიდაიგივეს. ის მართალია საკუთარი სინდისის ადამიანების და ღმერთის წინაშე, რაც მის სულს აძლევს შინაგან სიმშვიდეს და მყუდროებას. გაჭირვების დროს მასში არ არის სასოწარკვეთის განცდა, რასაც ურწმუნო ადამიანები მიეცემიან განს-აცდელისას. ვინაიდან მორწმუნე ადამიანი ყველანაირ სიტუაციაში ღვთის შეწევნას გრძნობს.

   ფრიად სასარგებლო იქნება ბავშვებს ავუხსნათ ვინ არის ბედნიერი და ვინ არა და კერძოდ რას მოაქვს ადამიანისთვის ბედნიერება. მათ უნდა გავაცნოთ წმინდანთა ცხოვრება, სადაც ნათლად ჩანს ღვთა-ებრივი ბედნიერების არსი. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება არ მოაქვს ძალაუფლებასა და სიმდიდრეს.



წიგნიდან "ეკლესია ბავშვი და თანამედროვე მსოფლიო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება