მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი I)

როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი I)


17-02-2016, 00:09

როგორ ავამაღლოთ სასკოლო გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა (ნაწილი I)

 

   მოდით ვისაუბროთ გაკვეთილების აღმზრდელობითი მნიშვნელ-ობის გარშემო იმ საშუალებებზე, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვანია ამ საქმეში.

   

   1. პიროვნების აღზრდა

   საგაკვეთილო სისტემა თვითმიზანი არაა, არც კერპია, რომლის წინ-აშე ქედი უნდა მოიხარო. გაკვეთილი უნდა მოვიაზროთ, როგორც საბაბი ბავშვებისა და მასწავლებლის შესახვედრად.

   როცა ბავშვებს უყვართ მასწავლებელი, მაშინ გაკვეთილზე მნიშვ-ნელოვანი ბავშვებისთვის მასწავლებელთან შეხვედრაა. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებლის მხრიდანაც საპასუხო გრძნობაა. ასეთი პედაგოგის მიმართ ბავშვები ნდობითა და პატივისცემით არიან განმსჭვალულნი. ბავშვებში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგე-ბლობენ პედაგოგი სასულიერო პირები. ამიტომაც სასულიერო პირები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სკოლის საგანმანათლებლო პროცესში, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირი უარს ამბობს სკოლასთან თანამშრომლობაზე და ამას ხსნის თავისი გადატვირთული გრაფიკით, ასეთი მიდგომა დაუშვებელია. მოძღვრის უარი იმას ნიშნავს, რომ ის ვერ აცნობიერებს თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკლესიას ბავშვის აღზრდაში. სკოლაში ბავშვების შეხვედრა მოძღვართან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მათ ეძლევათ საშუალება პასუხი მიიღონ ყველა იმ შეკითხვაზე რაც აინტერესებთ, რადგან ეკლესიაში მოძღვარს ამის დრო არა აქვს. მოძღვარი - პედაგოგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს აღსაზრდელებზე. ეს შთაბეჭდილება რჩება დიდხანს და რელიგიისადმი პატივისცემის საფუძველს წარმოადგენს.

   მოძღვარი პედაგოგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს განსაკუთრ-ებით იმ ბავშვებისათვის, რომელნიც უმამოდ იზრდებიან ან კიდევ მამები ყურადღებას არ ან ვერ აქცევენ საკუთარ შვილებს.

   პიროვნების აღზრდა საკუთარი მაგალითით უნდა დაიწყოს. ბავშ-ვები ძალიან ფაქიზად აღიქვამენ გარშემო მყოფ ადამიანთა ქცევებს. დამახასიათებელი მეტყველება, ქცევის კულტურა, ჩაცმის მანერა, ეს ყველაფერი აისახება მოზარდთა ცნობიერებაზე და გარკვეულ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე.

   უმცროს კლასელები, რომელთაც ახასიათებთ პედაგოგის გაიდეა-ლება, ცდილობენ ყველა ამ თვისების გადმოღებას. მოზრდილი ასაკის ბავშვები უფრო კრიტიკულები არიან და ამიტომაც მასწავლებლის მიმართ მათ ნაკლები ნდობა გააჩნიათ. ამიტომ პედაგოგებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მეტყველებას, ჩაცმის მანერას. მასწავლებელი უნდა იყოს უშუალო და უბრალო. სკოლაში და სახლში უფროსებთან ურთიერთობისას ბავშვები ხვდებიან, რომ აღზრდა და თავად ცხოვრება განსხვავდება ერთმანეთისაგან. მშობლები და პედაგოგები იქცევიან არა ისე, როგორც ისინი ბავშვებს ასწავლიან. ხშირად შესაძლებელია, რომ პედაგოგმა თავისი ქცევით დაკარგოს ბავშვის ნდობა. ამ დროს იცვლება დამოკიდებულება იმ საგნის მიმართაც, რომელსაც ეს პედაგოგი ასწავლის. განსაკუთრებით სამწუხაროა თუკი ასეთი საგანი აღმოჩნდება საღვთო სჯული, ბიბლიური ისტორია და ღვთისმეტყველება. ბავშვებს როდესაც ქრისტიანულ ფასეულობებს ვასწავლით, თავად ჩვენი ცხოვრებით მაგალითი უნდა მივცეთ ბავშვს, ან ვეცადოთ მიუახლოვდეთ ქრის-ტიანებს ჩვენი ცხოვრებით.

   ბავშვი პედაგოგში უნდა ხედავდეს ადამიანს. თუ მასწავლებელს რა-იმე უსიამოვნება შეემთხვევა, ბავშვმა უნდა თანაუგრძნოს მას, ან რამე სასიხარულო თუ აქვს ბავშვმა უნდა მიულოცოს და მისი ბედნიერების თანაზიარი გახდეს. უბედურების ჟამს კი ერთად უნდა ეძებონ გამოსავალი მოსწავლემ და მასწავლებელმა, არაა საჭირო ოფიციოზი. არ შეგეშინდეთ ბავშვებისათვის თქვენი სისუსტეების ჩვენება. ბავშვს შეუძლია უყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩვეულებრივი გაკვეთილები უფრო საინტერესო გავხადოთ, თუ უბრალოდ მასალის გამეორების ნაცვლად ბავშვს მივცემთ საშუალებას საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ბავშვთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ შემთხვევის დროს ნამდვილი ქრისტიანი. თუ საჭიროება მოითხოვს მასწავლებელმა ბოდიშიც უნდა მოიხადოს მოსწავლის წინაშე, არ უნდა აგრძნობინოს მოსწავლეს თუ რა რთულ სიტუაციაში ხართ, რადგანაც თითოეული აღმზრდელის მოვალეობაა, მოიქცეს არა მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით, არამედ უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას უფროს უმცროსობის იერარქიაც, დისტანცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს მღვდელი-მასწავლებელი, რათა მოსწავლემ მასში უბრალო ადამიანი არ დაინახოს, მთელი თავისი სისუსტეებით, რადგან ამ დროს ბავშვი სარწმუნოების და ეკლესიური ცხოვრების მიმართ კრძალულებას და მოწიწება - პატი-ვისცემას დაკარგავს.

   თუ პედაგოგს გულწრფელად უყვარს ბავშვი, ცოცხალ კონტაქტშია მასთან, და მასში ის ხედავს ღვთის ხატებას, ამ დროს საგაკვეთილო სისტემა იძენს ახალ ძალას და შესაძლებლობას. პირველ ადგილზე კი გამოდის მასწავლებლის აღმზრდელობითი ზეგავლენა, ასეთ დროს გაკვეთილი მხოლოდ მასწავლებლის კლასთან ურთიერთობის საშუა-ლება ხდება. (გაგრძელება...)






წიგნიდან "ეკლესია ბავშვი და თანამედროვე მსოფლიო" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება