მთავარი > ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად მართლმადიდებელთა კრება სტამბოლის ნაცვლად, შესაძლოა, ჟენევაში გაიმართოს

სრულიად მართლმადიდებელთა კრება სტამბოლის ნაცვლად, შესაძლოა, ჟენევაში გაიმართოს


12-01-2016, 07:44

სრულიად მართლმადიდებელთა კრება სტამბოლის ნაცვლად, შესაძლოა, ჟენევაში გაიმართოს

 

   ადგილობრივ ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოების გამო, მსო-ფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ადგილობრივი ეკლესიების წა-რმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ უთანხმოება და დაესწრონ სრულიად მართლმადიდებელთა კრებას, რომელიც სტამბოლის ნაცვლად, ჟენევაში გაიმართება. ამის შესახებ ბერძნული სააგენტო "რომფეია" იუწყება.

   სააგენტოს ინფორმაციით, კრებას ელადის მართლმადიდებელი ეკ-ლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავა-რეპისკოპოსი იერონიმე არ დაესწრება, რომელსაც უთანხმოება აქვს კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

   სააგენტო ასევე წერს, რომ არსებობს პრობლემები კრებაზე ანტიოქ-იის პატრიარქის დასწრების გამო, რადგან ყატარის იურისდიქციასთან დაკავშირებით ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და იერუ-სალიმის საპატრიარქოს შორის ევქარისტიული ერთობა გაწყვეტილია.

   ამავე სააგენტოს ინფორმაციით, გადაუწყვეტელია საკითხი ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურთან დაკავშირებით, რომლის ცნობასაც არ აპირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და რომელიც ცნო მოსკოვის საპატრიარქომ.

   სააგენტო ასევე წერს, რომ სტამბოლში კრების გამართვა შეუძლებე-ლი იქნება, რადგან შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვერ ჩავლენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა კრება ჟენევაში გადაიტანოს. 

   აღნიშნული კრების ჩატარება 2016 წლის 21 იანვარს იგეგმება.

 

www.interpressnews.ge 


უკან დაბრუნება