მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის
მართლმადიდებლური განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის26-02-2016, 00:01 |
ჩვენ ვკარგავთ კიდევ ერთ თაობას, თაობა რომელიც გაიზარდა კო-მუნისტური იდეოლოგიის გარეშე. თაობა, რომელიც მოესწრო დროს, როცა ეკლესია არ იდევნება და თავისუფლად ქადაგებს საღვთო ჭეშმარიტებას. მით უფრო სამწუხაროა ამ დანაკარგის გააზრება. რას წარმოადგენს მართლმადიდებლური სკოლა დღეს და რა გავლენას ახდენს ქრისტიანობა მოზარდებზე? სამწუხაროდ ძალიან მცირე გავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე ის სასულიერო გიმნაზიები და საკვირაო სკოლები, რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში. ჩვენმა საგანმანათლებლო სისტემამ დაკარგა მისიონერული იდეა, მან უარი თქვა საზოგადოების ფართო განათლებაზე და ჩაიკეტა მხოლოდ ეკლესიური ოჯახების ბავშვებთან მუშაობაში, მისი ამოცანა გახდა ამ ბავშვების გარე სამყაროს ცუდი ზეგავლენისაგან დაცვა. მაგრამ ხშირად ამ ამოცანას ჩიხში შევყავართ: ბავშვები მიდიან გიმნაზიიდან, მიდიან ეკლესიიდანაც, უპირატესობას ანიჭებენ არა ქრისტიანობას, არამედ იმ უარყოფით ღირებულებებს, რომელთა შესახებ პედაგოგები და მოძღვრები განუმარტავენ აღსაზრდელებს. ამ მოვლენის შესახებ სერიოზული დაფიქრება გვმართებს. გამოკითხვა რომ ჩაგვეტარებინა საერო სკოლის მოსწავლეებს შორის იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლების შესახებ, თქვენ რას ფიქრობთ რას გიპასუხებდნენ ისინი? ალბათ ისინი ჩვენ ჩაგვთვლიდნენ თანამედროვე ცხოვრებიდან ჩამორჩენილ ად-ამიანებად, რომელნიც უღიმღამოდ ატარებენ ცხოვრებას მარხვასა და ლოცვაში. რას ნიშნავს მათი ეს პასუხი? იგი ნათლად გვიჩვენებს თუ რაოდენ მოსაწყენი და არაეფექტურია ჩვენს მიერ არჩეული ქადაგების ფორმა, რაოდენ შორს არის ყველა ჩვენი მოწოდება ბავშვთა გულებიდან. ხშირად ხდება, რომ ჩვენი უღიმღამო ქადაგების გამო, ადამიანები ცივდებიან სარწმუნოების მიმართ და ტოვებენ ეკლესიას. თანამედროვე სამყაროში მისიონერული მოღვაწეობა სრულიად განსაკუთრებული ამოცანაა. ქადაგება თანამედროვე სამყაროში დიდი საპასუხისმგებლო საქმეა. ერთია როდესაც შენ თავად გწამს, მაგრამ მეორეა, როდესაც სხვას უქადაგებ და მოაქცევ ჭეშმარიტ სარწმუ-ნოებაზე. განვიხილოთ როგორ მოაქცევდნენ მოციქულები და წმინდა მამები ურწმუნო ადამიანებს. აი რას ამბობს პავლე მოციქული: "ვიქმენ უძლურთა მათ თანა ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხონნე." (1 კორ. 9.22). ქრისტიანობის ქადაგების მაგალითი შეიძლება ავიღოთ წმინდა წერილიდან. პავლე მოციქული მართალია სულიერად შეწუხდა წარმართი ათენელების ხილვისას, მაგრამ მოიკრიბა სულ-იერი ძალა და მათ თავანთთვის გასაგებ ენაზე უქადაგა. პეტრე და იოანე მოციქულებმა იუდეველების წინაშე გამოსვლა დაიწყეს არა ბრალდებით და მხილებით, (თუმცაღა ისინი იმსახურებდნენ ამას ქრისტეს ჯვარცმის გამო) არამედ იმის გახსენებით, რომ ებრაელი ხალხი ყველაზე ახლოს იდგა უფალთან. პეტრე მოციქული ასე მიმართავდა მათ, ვინც ქრისტე ჯვარზე გააკრეს: "და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა იგი მთავართა თქვენთა." (მოციქულთა საქმე, 3.17). ასე ქადაგებდნენ არა მარტო ძველი ქრისტიანები, არამედ მე-20 საუკუნის წმინდა მამები. მაგალითად, წმინდა სილუან ათონელი. იგი ერთ-ერთ მისიონერს, რომელიც აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მიდიოდა, ურჩევდა ჯერ კარგად შეესწავლა ადგილობრივი მოსახლეობის რელიგია, ტრადიციები, პატივისცემით მოქცეოდა ხალხს და შემდეგ ექადაგა ქრისტიანობა. ამ მისიონერს ხალხი ხშირად სცემდა, იმის გამო, რომ იგი შედიოდა მათ სალოცავში და შეურაცხყოფას აყენებდა მათ ღმერთებს. ეს გრძე-ლდებოდა წლების მანძილზე, ასეთი ქცევის შემდეგ კი უკვირდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჯიუტად არ იღებდა ქრისტიანობას. იგი გულის სიღრმეში კიდეც ამაყობდა თავისი საქციელით და თავს სახარების ქადაგების გამო დევნილად წარმოიდგენდა. თუმცა მისი წარუმატებელი ქადაგების ერთ-ერთი მიზეზი თავად იყო. ეს ისტორია ნათლად ასახავს დღევანდელ მისიონერულ მუშაობას. ჩვენ ვცდილობთ უფრო მხურვალე "მართლმადიდებლები" ვიყოთ, ვიდრე მოციქულები და წმინდა მამები იყვნენ. რის გამოც ხშირად ფიზიკურადაც გვისწორდებიან. ამას კი ჩვენი მუშაობის დადებით შედეგადაც მივიჩნევთ. დღეისათვის ეკლესიურ გარემოში დაუწერელ კანონადაც შემოვიდა ანტიქრისტიანული ქმედებების სახალხოდ დაგმობა. იშვიათად შეხვდებით წიგნს, ჟურნალს, საგაზეთო სტატიას, სადაც გაკრიტიკებული არ იყოს დღევანდელი უღმერთო საზოგა-დოება. ვაკრიტიკებთ, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლებმა, არ ვიცით რა მივეცით საზოგადოებას მას შემდეგ, რაც ეკლესია აღარ იდევნება სახელმწიფოს მიერ. ავიღოთ საკვირაო სკოლების მაგალითი, სადაც ბავშვებს ორი სამი საათი უწევთ რელიგიასთან შეხება. არის ეს კი სამკარისი, რათა მათში გავაღვიძოთ რელიგიური გრძნობა. ვიცით კი ბავშვების აზრი ასეთი მეცადინეობის შესახებ, თავიანთი სურვილით მივიდნენ ბავშვები საკვირაო სკოლაში თუ მშობლების ზემოქმედების შედეგია მათი იქ ყოფნა. ასეთი სკოლები თავიანთი პროგრამებით ვერ აკმაყოფილებენ თვით მართლმადიდებლურ ოჯახებში გაზრდილი შექმნილი ვითარება აიძულებს მოძღვრებსა და პედაგოგებს შექმნან ახალი საგანმანათლებლო სტრუქტურები მართლმადიდებლობის სწავლებისთვის. ეს სტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს როგორც ეკლესიურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისთვის, ასევე არაეკლესიუ-რებისთვისაც. ჩვენი მიდგომა განსხვავდება დღეისათვის მიღებული კატეხიზმური პრაქტიკიდან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კატე-ხიზმური სწავლების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. იმის მტკიცება, რომ ეკლესიური ოჯახებიდან გამოსული ბავშვები მაღალი სულ-იერებით გამოირჩევიან, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ჩვენ არ ვიცით რისი სწამთ ბავშვებს. რელიგიურად აღზრდილი ბავშვიც კი შეიძლება "გაგვისხლტეს ხელიდან" და თანამედროვე ცხოვრება ამჯობინოს რელიგიურ ცხოვრებას. ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვს იზოლირება გაუკეთოთ გარე სამყაროდან. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება ასეთი ბავშვებიც არსებობ-დნენ. ისინი ერთეულები არიან, დანარჩენები კი ჩვეულებრივად ეკონტაქტებიან არარელიგიურ ბავშვებს, ერთად თამაშობენ, აქვთ საერთო ინტერესები. მოზარდის ცხოვრების საიდუმლო, რომელსაც ვერც მშობელი და ვერც პედაგოგი ვერ ხვდება, ესაა 14-16 წლის გარდატეხის ასაკში ეკლესიური ცხოვრების მიმართ გაციება და სიძულვილი ქრისტიანული ღირებულებებისა.
წიგნიდან "ეკლესია ბავშვი და თანამედროვე მსოფლიო"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |