მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებები

ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებები


20-09-2012, 21:14
ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშანთვისებები ზოგიერთს ამდენი ეკლესიისა და მრავალგვარი სექტების არსებობა ურთულებს პასუხს კითხვაზე: რომელია ჭეშმარიტი ეკლესია და საერთოდაც, არსებობს კი ჩვენს დროში ერთიანი, ჭეშმარიტი ეკლესია? ზოგი ფიქრობს, რომ თავდაპირველი სამოციქულო ეკლესია თანდათანობით დაქუცმაცდა და დღეს არსებული ეკლესიები მისი ყოფილი სულიერი საგანძურის-მადლისა და ჭეშმარიტების მხოლოდ ნამსხვრევებს ფლობენ. ვისაც ასეთი შეხედულებები აქვს, თვლის, რომ ერთიანი ეკლესიის აღდგენა შესაძლებელია არსებული ქრისტიანული დენომინაციების ერთმანეთში შეთანხმებითა და ურთიერთ დათმობთ. ასეთი მოსაზრება უდევს საფუძვლად თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას , რომლიც არცერთ ეკლესიას არ აღიარებს ჭეშმარიტად. შეიძლება, ფიქრობენ სხვები, ეკლესიას პრინციპულად არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო ოფიციალურ ეკლესიებთან, მაგრამ ყოველთვის შედგებოდა ცალკეული მორწმუნეებისაგან, რომელიც ეკუთვნოდნენ სხვადასხვა ეკლესიურ ჯგუფებს. ეს აზრი გამოიკვეთა თანამედროვე პროტენსტანტული ღვთისმეტყველების ეგრეთწოდებულ „უხილავი ეკლესიის" სწავლებაში. ბოლოს და ბოლოს ბევრი ქრისტიანისათვის გაუგებარია: რა საჭიროა ეკლესია როცა ადამიანი რწმენით ცხონდება?
ეკლესიის შესაძებ ყველა ეს ურთიერთსაწინააღმდეგო არსებითად მცდარი შეხედულება გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებმა არ იციან ქრისტეს სწავლების ძირითადი ჭეშმარიტება-ადამიანის ცხონების შესახებ. სახარებისა და სამოციქულოს კითხვისას ნათელია, რომ მაცხოვარმა ადამიანებს მოუწოდა სულები გადაერჩინათ არა ცალ-ცალკე და გათიშულად, არამედ ერთობლივად, შეედგინათ ერთი მთლიანობა, სიკეთის კურთხეული სასუფეველი.
ასეთი განსხვავებული და მწვავე მოსაზრების მიუხედავად, საღად მოაზროვნე ქრისტიანების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ მოციქულების დროს არსებობდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ცხონების მსურველთა ერთიანი საზოგადოება. სამოციქულო გვაუწყებს იერუსალიმში ეკლესიის წარმოშობის შესახებ როცა მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა მოციქულებზე. ამ დღიდან ქრისტიანული სარწმუნეობა სწრაფად გავრცელდა რომის იმპერიის სხვადასხვა წერტილში. ქალაქებსა და სოფლებში ქრისტიანული თემი-ეკლესია ჩამოყალიბდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდი მანძილის სიშორის გამო, ეს თემები ერთამანეთისგან გაყოფილად არსებობდნენ, მაგრამ თავიანთ თავს ორგანულად ერთიანი წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესიის წევრებად თვლიდნენ. მათ ერთიანი რწმენა და ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებიდან (ნათლობა, ზიარება, ხელდასხმა) ნასესხები კურთხევის ერთიანი წყარო აერთიანებდა. თავიდან წმიდა საიდუმლოებებს თავად მოციქულები ასრულებდნენ, შემდეგ საჭირო აღმოჩნდნენ დამხმარეები მოციქულებმა ქრისტიანული თემებიდან ღირსეული კანდიდატები აირჩიეს, რომლებიც ეპისკოპოსებად, მღვდლებად, დიაკვნებად აკურთხეს. მოციქულები ეპისკოპოსებს ავალებდნენ ყურადღება მიექციათ ქრისტიანული სწავლების სისწორისათვის. მორწმუნეებისათვის ღვთისმოშიშებით ცხოვრება ექადაგათ და თანაშემწედ ღირსეული ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები ეკურთხებინათ. ამგვარად, ეკლესია პირველი საკუნეების განმავლობაში, როგორც ხე, თანდათანდობით იზრდებოდა და ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. მდიდრდებოდა სულიერი გამოცდილებით, რელიგიური ლიტერატურით, ღვთისმსახურებების ლოცვებით და გალობით, მოგვიანებით-ტაძრების არქიტექტურითა და საეკლესიო ხელოვნებით, მაგრამ იგი ყოველთვის იცავდა ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ არსს.
სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები უცებ არ შექმნილა.ეკლესიის დაარსებიდან მრავალი ათწლეულის განმავლობაში დამოძღვრის წყარო იყო არა წერილობითი, არამდე ზეპირი ქადაგება, რომელსაც თავად მოციქულებმა უწოდეს გადმოცემა (1 კორ. 11,16 და 15,2 ეფეს. 2,15 და 3,6; 1 ტიმ. 6,20) გადმოცემა-ეს ერთიანი რჯულის მოძღვრების ტრადიციაა. ეკლესიაში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რა იყო მართებული და რა არა. როცა სადმე მოციქულთა ტრადიციეებთან შეუსაბამო რამე გაჩნდებოდა,- იქნებოდა ეს სარმუნეობის , საიდუმლოთა აღსრულების ან მმართველობის საკითხებში, ის ითვლებოდა ცრუდ და შეუწყნარებლად. პირველი საუკუნის ეპისკოპოსები მოციქულთა ტრადიციებს აგრძელებდნენ, ქრისტიანულ ხელნაწერებს გულმოდგინედ ამოწმებდნენ და თანდათანობით მოციქულთა ეპისტოლეები, სახარება ერთ კრებულში შეაგროვეს, რომელსაც ეწოდა ახალი აღთქმა და ძველი აღთქმის წიგნებთან ერთად შეადგინა ბიბლია დღევანდელი სახით. წიგნების შეგროვებისა და არჩევის პროცესი III ს-ში დამთავრდა. საკამათო, მოციქულთა ტრადიციებთან შეუსაბამო და მოციქულთა წერილებად გასაღებული უარყოფილ იქნა, როგორც ყალბი, აპოკრიფული. ამგვარად ახალი აღთქმისეული წერილების ფორმირებაში მოციქუთლა გადმოცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ეკლესიის წერილობითი განძია. ახალ აღთქმას ახალა ყველა დენომინაციის ქრისტიანები თვითნებურად იყენებენ, მოკრძალების გარეშე, იმისი გააზრების გარეშე, რომ იგი ჭეშმარიტი ეკლესიის საკუთრებაა. წმ. მოცუქულთა მოწაფეების მიერ დაწერილი, ჩვენამდენ მოღწეული სხვა წერილობითი: ძეგლების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილია ბევრი ფასეული წვრილმანი ქრისტიანული ერის პირველი საუკუნეების ქრისტინული თემების ცხოვრებისა და რწმენის შესახებ. იმ დროს წმ. სამოციქულო ეკლესიის რწმენა იყო საყოველთაო. ბუნებრივია, რომ ეკლესიას თავისი ხილული მხარეც ჰქონდა - სიყვარულის საღამოები (ასე ეძახდნენ საღვთო ლიტურღიას) და სხვა ღვთის მსახურებები, ეპისკოპოსები და მღვდლები, ლოცვები და საეკლესიო გალობები, მოციქულთა მიერ დამტკიცებული კანონები, რომელებიც ცალკეული ეკლესიების ცხოვრებას და ურთიერთობას არეგულირედნენ ქრისტიანული თემების ცხოვრების  ყველა გამოვლინებაში.
ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ „უხილავი" ეკლესიის შესახებ სწავლება ახალია და მცდარი.
საქმე ისაა, რომ მოციქულთა სწავლების სისწორიდან გადახვევა ჯერ კიდევ მოციქულთა დროს აღმოცენდა. განსაკუთრებულად აქტიური გნოსტიკოსთა სწავლება იყო, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ფილოსოფიის ელემენტებს ურევდა. თავიდან სწავლებაში მოციქულები ქრისტიანებს აფრთხილებდნენ, რომ ამ სექტის მიმდევრები სარწმუნოებას განუდგნენ. მოციქულთა მსგავსაც, პირველ საუკუნეთა ეპისკოპოსები მათი მმართველობის დროს მოციქულთა სწავლებისაგან გადახრილთა ჯგუფებს სრულუფლებიანად არ აღიარებდნენ და მათ გულმოდგინე მიმდევრებს ეკლესიდან განკვეთდნენ: „დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ" (ანუ განკვეთილ იყვან) (გალ. 1.8-9.)
ამგვარად, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეკლესიის ერთიანობის საკითხი ნათელი იყო: ეკლესია - ეს მოციქულთა დროიდან ჭეშმარიტი სწავლების ერთიანი სულიერი ოჯახია, სადაც ერთი საიდუმლოება და განუწყვეტელი მემკვიდრეობითი მადლია, რომელიც გადადის ეპისკოპოსიდან ეპისკოპოსზე. ეკლესია ქრისტეს სწავლებას წმინდად ინახავს და ქადაგებს, ლოცვას მორწმუნეებს და ცხონების გზაზე მიჰყავს ისინი. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეკლესია გამოისახებოდა, როგორც ნოეს კიდობანი, რომლითაც მორწმუნეები ცხონების ზღვას გადალახავდნენ და ზეციური სასუფევლის ნავთსაყუდელს მიაღწევენ.
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტეს რწმენა ნიშნავდა იმ საქმეების რწმენას, რომელიც მაცხოვარმა მიწიერი ცხვორების დროს გვაჩვენა, იმ საშუალებების რწმენას, რომელიც მან ადამიანებს საცხოვნებლად უბოძა, რწმენა იმისა,რომ მადლი არ განქარდება და ვერც ეშმაკის მანქანა წაგვართმევს მას. უფალმა პეტრე მოციქულს პირობა მისცა: „ამას სარწმუნოების კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას" (მათ.16,18). ჩვენ თუ მაცხოვრის სიტვების გვწამს, უნდა ვაღიაროთ მისი ეკლესიის არსებობა და ჩვენს დროშიც და უკუნით უკუნისამდე.
მაშ, სად არის ჭეშმარიტი ეკლესია? რომელი თვისებების მიხედვით ვიპოვით მას თანამედროვე უამრავს ქრისტიანულ განშტოებებში?
პირველი, ჭეშმარიტი ეკელსია მოციქულთა ნაქადაგებ ქრისტიანულ სწავლებას შეურყვნელად უნდა ატარებდეს. ღვთის განკაცების მიზანი ადამიანებთან ჭეშმარიტების მიტანა იყო. ჯვარზე ვნების წინ მან თქვა: „ამისათვის მოვივლინე სოფლად, რათა ვსწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა" (იოანე 18,37).
პავლე მოციქული, ტიმოთეს დამოძღვრისას, თუ როგორ უნდა შეესრულებინა ეპისკოპოსის მოვალეობა, წერს: „უკეთუ ვჰოყოვნო, რათა უწყოდე, ვითარ ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაი, რომელ-არს ეკლესია ღმრთისა ცხოველისა, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა." (1 ტიმ-3,15)
ჭეშმარიტი ეკლესია არც ერთ საკითხში პირველი საუკუნეების ეკლესიისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. როცა ადამიანი მიუკერძოებლად შეადარებს თანამედროვე ქრისტიანულ ეკლესიებს, უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ ძველი სამოციქულო ეკლესიის რწმენის შეურყვნელად მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესია ატარებს.
სხვა თვისება, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტი ეკლესიის პოვნა, ეს არის მადლი, ღვთის ძალა, რომლითაც მოწოდებულია ეკლესია გააძლიეროს და დალოცოს მორწმუნეები. თუმცა, მადლი უხილავი ძალაა, მაინც არსებობს გარეგნული გარემოებიები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება მადლის ქონა-არქონაზე მსჯელობა. ეს მოციქულთა მემკვიდრეობაა. მოციქულთა დროიდან მორწმუნეებს მადლი ნათლობის საიდუმლოებით, ზიარებით, ზეთისცხებით, ქარომანტიით ეძლეოდათ. ამ საიდუმლოთა შესრულების უფლება გადაეცემოდა მხოლოდ და მხოლოდ მემეკვიდრეობით. მოციქულნი აკურთხებდნენ ეპისკოპოსებს და მათ შეეძლოთ, შემდგომ, სხვა ეპისკოპოსების, მღვდლების, დიაკვნების ხელდასხმა. ამ წესის შესრულებას მოციქულთა დროიდან უფრთხილდებოდნენ. ხელდასხმა უნდა მომხდარიყო ჭეშმარიტი ეპისკოპოსისგან, რომელიც თავად იყო მოციქულთა მემეკვიდრეობით ნაკურთხი. ერესში მყოფი უღირსი ცხოვრებით მცხოვრებ ეპისკოპოსს გადააყენებდნენ და ისინი საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისა და მემკვიდრის ხელდასმის უფლებას კარგავდნენ.
ქრისტიანული დენომინაციები, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეობას მღვდლების აუცილებლობას პრინციპულად უარყოფდნენ, უკვე ამ ერთი თვისებით განსხვავდებიან პირველი საუკუნეების ეკლესიებიდან და ამიტომაც არ შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტნი.
ქრისტიანმა უნდა გაარჩიოს ღვთის მადლი იმ იაფფასიანი მავნე ექსტაზიდან, ორმოცდაათიანელების ტიპის სექტანტები რომ აღეგზნებიან თავიანთ ლოცვით შეკრებებზე. ჭეშმარიტი მადლის თვისებებია სულიერი მშვიდობა, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, მორჩილება, უწყინარობა  და მსგავსნი, რომლებიც პავლე მოციქულმა გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოთვალა. (გალ. 5.22-26)
ჭეშმარიტი ეკლესიის შემდეგი ნიშანთვისება ტრადიციულობაა. ეკლესიის ისტორიის გაცნობისას, ვხედავთ, რომ მისი მატიანე მოწამეების სისიხლითაა დაწერილი. დევნას მოციქულთა დროიდან, საფუძველი იუდეველთა მღვდელმთავარებმა და მწიგნობრებმა დაუდეს. მას შემდეგ მოჰყვა რომაელ იმპერატორთა ტერორის სამი საუკუნე. ეკლესიის წინააღმდეგ მახვილი შემდეგ არაბებმა აიღეს, სისხლისღვრა დასავლეთიდან მოსულმა ჯვაროსნებმა გააგრძელს. მათ იმდენად დაასუსტეს მართლმადიდებლობის საყრდენის, ბიზანტიის ფიზიკური ძალები, რომ ამ უკანასკნელმა ვეღარ შეძლო თურქების შემოტევის მოგერიება XIV-XV სს-ში. XX ს-ში ღვთისმებრძოლმა კომუნისტებმა ყველას გადააჭარბეს სისასტიკით, გაანადგურეს იმდენი ქრისტიანი, რამდენიც წინამორბედმა ღვთისმებრძოლებმა ერთად. მაგრამ აი, საოცრება: მოწამეთა სისხლმა გააპოხიერა ნიადაგი ქრისტიანთა ახალი თაობებისათვის და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას".
და ბოლოს, უტყუარი და შედარებით ადვილი საშუალება, რომ იპოვოთ ჭეშმარიტი ეკლესია, არის ისტორიული კვლევა, მართალი ეკელსია უწყვეტლად უნდა მოდიოდეს მოციქულთა დროიდან. საკმარისია გაარკვიო ამა თუ იმ ეკელსიის წარმოშობის დრო. თუკი იგი დაარსდა, ვთქვათ XVI ან სხვა საუკუნეში და არა მოცქულთა დროს, ე.ი. არაა ჭეშმარიტი. ამ ერთი ნიშანთვისების გამო ყველა დენომინაციამ ქრისტეს ეკლესიის სახელის პრეტენზია უკან  უნდა წაიღოს. ისეთებმა. როგორებიცაა: ლუთერანული, კალვნისტური, პრესვიტერიანული, უფრო თანამედროვეები-მორმონული, ბაპტისტური, ადვენტისტური,იეროვას მოწმეები, ორმოცდათიანელები და ა.შ.
ეს დენომინაციები დააარსეს არა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა, არამდე ცრუ წინისწარმეტყველებმა-ლუთერებმა, კალვინებმა, გენრიხებმა, სმიტებმა და სხვა ნოვატორებმა.

უკან დაბრუნება