მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანის ემბრიონი სულიერ არსებად ჩასახვის მომენტში იქცევა - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ადამიანის ემბრიონი სულიერ არსებად ჩასახვის მომენტში იქცევა - არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი22-01-2016, 00:02 |
საკითხი, თუ როდის ეძლევა ადამიანს სული - დოგმატური ხასია-თისაა. ეკლესიის სწავლების თანახმად, ნაყოფი ჩასახვისთანავე სულიერი არსებაა. ბასილი დიდის მე-2 კანონი, რომელიც მოიწონა V-VI მსოფლიო კრე-ბამ და ამიტომაც ოფიციალურად და ავტორიტეტულად ასახავს ეკლესიის თვალსაზრისს, გვეუბნება: "გამხრწნელს (ნაყოფისას) კაცის-კვლის სასჯელი უნდა დაედოს: ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩამოყა-ლიბებულია თუ ჩამოუყალიბებელია ნაყოფი... აბორტის დროს დედის სიკვდილის საფრთხეს ემატება ნაყოფის გახრწნაც, მეორე მკვლელობა, რაც წინასწარ განიზრახა მან, ვინც ეს გაბედა". ამრიგად, ეკლესია გვასწავლის, რომ ნაყოფს სული ჩასახვისთანავე აქვს და ამიტომაც აბორტი, ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ფასდება, როგორც კაცისკვლა. ეკლესია უარყოფს და უკუაგდებს ნებისმიერ განსხვავებას "გამოხატული" ნაყოფების აბორტს შორის. ვიდრე პრობლემის უფრო ღრმად გააზრებას შევუდგებოდეთ, დავ-უშვათ, რომ ნაყოფს სული ეძლევა არა ჩასახვის მომენტში, არამედ მოგვიანებით, "ორგანოების ფორმირების" ან უფრო სწორად, "ორ-განოთა სრული ფორმირების" შემდეგ ("როცა სხეული სრულად ჩამოყალიბდება წიაღში"). მაგრამ ისმის კითხვა: მაინც როდის იღებს ნაყოფი სულს? "ორგანოების ფორმირება" ერთი სტადიიდან მეორეზე გადახტომით არ ხდება, იგი ძალიან ნელა, "კუს ნაბიჯებით" მიიწევს წინ. დედის წიაღის კედლები მინასავით გამჭვირვალე რომ იყოს და ნაყოფის თანდათანობით განვითარებას ჩასახვიდან დაბადებამდე ყოველდღე რომ ვაკვირდებოდეთ, მაინც შეუძლებელი იქნებოდა, შეგვემჩნია რაიმე სახის უცაბედი ცვლილება. ამიტომაც ბავშვის დაბადების მომენტში საგონებელში ჩავვარდებოდით: როდის მო-ასწრო მან ასე განვითარება! განა დაბადების შემდეგაც ბავშვი სრულიად შეუმჩნევლად არ იზრდება? ჯერ ახალშობილს ვხედავთ, შემდეგ ჩვილს, ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულ ადამიანს და გვიჩნდება კითხვა: როდის გაიზარდა? ჩვენ არ შეგვიძლია, განვსაზღვროთ ადამიანის ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის მომენტი. იგივე ხდება ნაყოფის განვითარების პროცესშიც. აქაც ვერ დაადგენ ამ დროს. მაინც რომელ "მაგიურ წამში" ეძლევა ნაყოფს სული? რომელ დღეს, საათს, წუთს სრულდება "ორგანოების ფორმირება"? რა ფაქტორები განსაზღვრავს ნაყოფისთვის იმ იღბლიან წამს, როცა იგი ხორცის მასიდან სულიერ არსებად გადაიქცევა? ნაყოფის თანდათანობითი და ნელი განვითარების პროცესში მაინც კონკრეტულად რომელი მოვლენა იწვევს "დიდ ძრვას" და მოუხმობს ანგელოზს, რომელიც "გარდააგორვებს ლოდს საფლავის კარიდან" (შდრ. მათ. 28.2) და შთაბერავს სულს ხორცის მასას, რომელიც იმ წუთიდანვე ადამიანი ხდება?! ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ უფრო დაწვრილებით შევჩერდებოდით ეკ-ლესიის სწავლებაზე იმის შესახებ, რომ ნაყოფი ჩასახვის მომენ-ტიდანვე სულიერი არსებაა. როგორც ცნობილია, განკაცებულმა უფალმა ადამიანური ბუნების განვითარების ყველა სტადია ჩვენ-სავით გაიარა, გამონაკლისი მხოლოდ მისი უთესლოდ ჩასახვა და უცოდველობაა. ოთხი მსოფლიო კრება აცხადებს: 1. "ვაღიარებთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს... სრულ ღმერთსა და სრულ კაცს გონიერი სულითა და ხორცით... მამის თანაარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს თანაარსს კაცობრივი ბუნებით; რამეთუ მოხდა შეერთება ორი ბუნებისა... ვაღიარებთ წმიდა ქალწულ ღვთისმშობელს, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა და განკაცნა და ჩასახვისთანავე შეიერთა მისგან (ქალწულისაგან) მიღებული ტაძარი (კაცობრივი ბუნება)" (III მსოფლიო კრების განჩინება); 2. "ჩვენ ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის - უფლის ჩვენისა იესო ქრისტეს აღიარებას: სრული ღმერთისა და სრული კაცისა, ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, გონიერი სულითა და ხორცით. მამის ერთარსს ღვთაებრივი ბუნებით და ჩვენს ერთარსს ადამიანური ბუნებით, ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს, თვინიერ ცოდვისა... (IV მსოფლიო კრების განჩინება); 3. VI მსოფლიო კრების მე-11 საქმე შეიცავს იერუსალიმის პატრია-რქის, სოფრონის კათოლიკე ეპისტოლეს, სადაც წერია: "მსგავსად ჩვენისა ხორცნი შეისხნა უხორცომან და იქმნა კაც ჭეშმარიტ, რომელი მარადის თაყვანის-იცემების, ვითარცა ღმერთი. სრულად მიიღო ჩვენი ბუნება. მე ვგულისხმობ ხორცს, რომელიც ჩვენი სულებისა და ყოვლადწმიდა ქალწულში საკვირველი ჩასახვის შემდგომ გახდა ჭეშმარიტი კაცი ისე, რომ არ შეერწყა ჩასახულ ხორცს და არ შეუერთდა არსებულ სულს. არამედ შეიერთა ხორცი და სული, რომლებმაც მყოფობა შეიძინეს, როცა თავად სიტყვა და ღმერთი შეუერთდა მათ ბუნებითად.მყოფობის შეძენა და (ბუნებათა) შეერთება ერთდროულად მოხდა... სიტყვასთან შეერთებას დაემთხვა მყოფობის დასაწყისი... რამეთუ ხორცი - იმავდროულად სიტყვა ღმრთისას ხორციც არის. გონიერი, განსაკუთრებული სხეულია... რამეთუ ისინიც სიტყვა ღმრთისას ჩასახვის თანადროულად შეიქმნენ და ჰიპოსტას-ურად შეუერთდნენ მას". 4. ბოლოს გავიხსენოთ V მსოფლიო კრების ანათემაც, რომელიც გვეუბნება: "თუ ვინმე... არ აღიარებს, რომ სიტყვა ღმრთისას შეერთება გონიერი სულის მქონე ხორცთან მოხდა შეკრების საშუალებით, ანუ ჰიპოსტასურად... შეჩვენებულ იყოს!" აი, კიდევ ერთი მოწმობა: როდესაც მარადის ქალწულმა მარიამმა ხარებიდან ძალიან მალე, ანუ ჩასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოინახულა თავისი ნათესავი ელისაბედი, მაშინ რას ატარებდა იგი თავის წიაღში? უსულო უჯრედების დაახლოებით მილიმეტრის სიგრძის გროვას? რა თქმა უნდა, არა! ღმრთისმშობელი თავის თავში ატარებდა სიტყვა ღმრთისას, რომელმაც მიიღო კაცობრივი ბუნება, ანუ ხორცი და გონიერი სული. ამიტომაც სულიწმიდით აღვსილი ელისაბედი ქებას აღუვლენს ნაყოფს, რომელიც სულ რამდენიმე დღისაა, ("კურთხეულ იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა" (და მარიამს თავისი უფლის დედას უწოდებს!). (შდრ. ლუკ. 1.39. და ა.შ.). ის, რომ ყველაფერი, რაც უფლის ადამიანური ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, ასევე გვახასიათებს ჩვენც, ადამიანებს, გარდა უთესლოდ ჩასახვისა და უცოდველობისა, ეს აშკარაა და საერთოდ არ საჭიროებს მტკიცებულებებს. რამეთუ, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ვაღიარებთ უფალს, როგორც "სრულ ადამიანს", "ჩვენსს თანაარსს კაცობრივი ბუნებით", "ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს, თვინიერ ცოდ-ვისა".
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |