მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია და გარდამოცემა - არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი

ეკლესია და გარდამოცემა - არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი


9-01-2016, 00:02

 

   განცხადებული ჭეშმარიტება მართლმადიდებელი ეკლესიის სხეუ-ლის კუთვნილებაა. ამიტომაა ეკლესია ღვთაებრივი გამოცხადების მცველი და იმავდროულად მაუწყებელი. სამართლიანად დავძენთ, რომ ის (ეკლესია) ჭეშმარიტების საიმედო განმმარტებელიცაა. მოციქულების შემდეგ არანაირი სიახლე არ ემატება მარადიულ, განცხადებულ ჭეშმარიტებას. ეს არის ის, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე, რაც სულიწმიდის მეშვეობით განგვიცხადა მის ერთგულთ. ქრისტემ ყოველივე გადასცა თავის საიდუმლოებრივ სხეულს, ჩვენს წმინდა ეკლესიას. ის (გარდამოცემა) უცვლელადაა დაცული ეკლესიაში და თაობიდან თაობას შესატყვისი განმარ-ტებითურთ გადაეცემა ღვთივგანბრძნობილი მამების მიერ.

   ამიტომ ვამბობთ, რომ წმინდა წერილი არ უნდა გაიმიჯნოს ეკლე-სიისაგან. ნეტარი ავგუსტინე წერს: "მე არ ვირწმუნებდი სახარებას, რომ არ ებიძგა მისკენ ეკლესიის ჭეშმარიტებას. ეკლესიის ჭეშ-მარიტებაში ყოფნა უცილობელი პირობაა სახარების მართებული განმარტებისთვის.

  წმინდა წერილის უტყუარი განმმარტებელი წმინდა გარდამოცემა გახლავთ. წმინდა გარდამოცემას წარმოადგენს მრწამსი, მსოფლიო და იმ ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების თხზულებები, დადგენილებები, რომლებიც მოიწონა ჩვენმა ეკლესიამ და რომელსაც წმინდა წერილის თანაბარი ავტორიტეტი მიანიჭა.

   პავლე მოციქულმა თესალონიკელთა ეპიტოლეში პირდაპირ განაც-ხადა: "მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღვრება ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა". (2 თეს. 2.15).

   წმინდა გარდამოცემა არ გახლავთ სიძველის მუზეუმი. ის ღვთა-ებრივი სწავლების განმარტებაა კაცობრიობის ისტორიაში. ეს განმარტება ადგენს კანონს და იცავს მას გაყალბებისგან.

   ჩემი პატივცემული მოძღვარი მამა გიორგი კაფსანისი წერს: "გარ-დამოცემა წმინდა წერილის მართებული მოციქულებრივი გან-მარტებაა. ამის უგულებელყოფის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სუბიექტური განმარტება, რაც არის ფარდობითი, ცალკეული კერძო აზრი (კრებსითობის საპირისპირო), რომელიც ვერ მოიცავს ჭეშმარიტებას მთელი სისავსით. როგორც კი ეკლესიის განმარტებას უარყოფენ, მყისიერად ჩნდება უამრავი ერესი. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მომავალი წარსულშია, ხოლო წარსული - მომავალში.

  ეკლესია განკაცებული სიტყვა - ღმერთის მადლმოსილი სისავსეა. უფალმა გამოგზავნა სულიწმიდა და დღესაც აგზავნის, რათა დაგვმოძღვროს ჭეშმარიტებაში წმინდა მამების მეშვეობით. მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებაში ვკითხულობთ: "ამრიგად, გაუწყებთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ ჩვენი დიადი ღმერთის და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ მოციქულებისადმი გადმოცემულ სარწმუნოებას. მოციქულებმა იქადაგეს ეს სარწმუნოება მთელ მსოფლიოში. შემდეგ ის განმარტეს წმინდა მამებმა, რომლებსაც ყოველთვის მივყვებით და ვენდობით ყველაფერში". ღირსი იოანე დამასკელი ამბობს: "ამრიგად, ვინც არ აღიარებს ეკლესიის გარდამოცემასთან შეთანხმებულ სარწმუნოებას, ის მცდარი სარწმუნოების მიმდევარია".

   წმინდა გარდამოცემა, წმინდა წერილი და ეკლესია ჭეშმარიტად ის ცნებებია, რომლებიც მსჭვალავენ და აპირობებენ ერთმანეთს. მოციქულები და ეკლესიის წმინდა მამები მონაწილეობდნენ და ახლაც მონაწილეობენ ქრისტეს ცხოვრებაში. მათ განვლეს თავიანთი ცხოვრება ქრისტეში. გარდამოცემაც არის ცხოვრება და ვერასდროს იქნება უძრავი. ის ყოველთვის ისტორიულ მოძრაობასა და განვითარებაშია და ცხადია, არსით უცვლელი. მორწმუნე იღვწის არა ძველი ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის, არამედ ამჟამინდელი ცხოვრების აღვსებისთვის. წმინდა წერილის მაცოცხლებელი წყლებით, რომლებიც დაცულია მართლმადიდებელ ეკლესიაში.

   როდესაც ვამბობთ - "წმინდა მამების კვალდაკვალ" - სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ წმინდა წერილის ჭეშმარიტი განმმარტებლებით, რომლებიც სულიწმიდით ცხოვრობდ-ნენ. მათ ირწმუნეს სახარების იმიტომ, რომ თავიანთი ცხოვრებით აღასრულეს მისი მცნებები.

   ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეკლესიურმა ადამიანმა უნდა გა-იაზროს, რომ წმინდა გარდამოცემა მარადჟამ უცვლელია. გარ-დამოცემის მოყვარულს უყვარს თვით ღმერთკაცი იესო ქრისტე, უყვარს ჭეშმარიტება. ასეთ ადამიანს შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვა ნებისმიერ ეპოქაში გახადოს აქტუალური და რეალურად მაცხოვნებელი.

  ეკლესიის ცნობილი იერარქი და ღვთისმეტყველი კალისტ ვეიერი წერს: "მართლმადიდებლური გარდამოცემა არის ის, რაც ნუგეში-ნისმცემელის შთაგონებით უშუალოდ მოქმედებს ქრისტიანულ საკრებულოში". მართლმადიდებლური საზოგადოება ცხოვრობს სულიწმიდით, იმოძღვრება სახარების ცოცხალი სიტყვით, რომელიც არა ზედაპირული შეხებაა ღვთის სიტუვასთან, არამედ შინაგანი აღორძინებაა სულიწმიდის მაცხოვნებელი ნიჭის მეშვეობით.

   სულიწმიდა - ღმერთი მკვიდრობს ეკლესიაში, ხოლო წმინდა გარ-დამოცემა გახლავთ ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდით - ახალი ცხოვრება ხელთუქმნელ მადლში.

   ჩვენ მოწოდებულნი ვართ უცვლელად და დაუზიანებლად დავი-ცვათ და შევინარჩუნოთ წმინდა გარდამოცემა, ეკლესიის ეს წმინდა მონაპოვარი. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: "ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ხმათა და სიტყვის-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა". (1 ტიმ. 6.20).

   ამრიგად, წმინდა მამებმა, ეკლესიის განღმრთობილმა წევრებმა, თავ-იანთი ცხოვრება ეკლესიის სულიერი გამოცდილებისამებრ განვლეს და უვნებელნი დარჩნენ ამა სოფლის ხრწნადი ზეგავლენისაგან: "უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მის თანა! (1 იონ. 2.15).

   თანამედროვე ღვთისმეტყველებას შეიძლება უწოდონ სიყვარულის ან განთავისიფლების ღვთისმეტყველება. მაგრამ სინამდვილეში მან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი საეკლესიო გამოცდილებასთან, რა-კიღა მშფოთვარე ძიებაშია. ეკლესიის მიღმა არ არის ჭეშმარიტება. წმინდა გარდამოცემის გარეშე ჭეშმარიტების მოპოვება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეკლესიის გარდამოცემითა და ეკლესიური ცხოვრებით ვეუფლებით ჭეშმარიტებას. ეს მართლმადი-დებელი ეკლესიის ყველა წევრმა უნდა გაითვალისწინოს, იქნება ის სასულიერო პირი თუ ერისკაცი.

   ზემოთქმულზე დაყრდნობით დავასკვნით, რომ მართლმადიდებე-ლი ეკლესია - გარდამოცემის ეკლესიაა.

   ის, ვინც თავად ცხოვრობს წმ. გარდამოცემის შესაბამისად და სხვა-საც აქეთკენ მოუწოდებს, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახლავთ. ხოლო ის, ვინც საპირისპიროდ მოქმედებს, ეკლესიის მიღმაა. ეს წმინდა კანონია, რომელიც არ იკარებს არც ეჭვს, არც სიყალბეს.




არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება