მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი (ნაწილი II)

ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი (ნაწილი II)


14-02-2016, 00:03

 

   ტელევიზორი ავითარებს ანტიქრისტიანობას. რელიგია არის სულის კავშირი ღმერთთან. რელიგია გამოიმუშავებს ჭვრეტით აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას. ყუდარღებას ამახვილებს მცირედზე, მაგრამ ყველაზე მთავარზე, ყველაზე ონტოლოგიურ12 ობიექტზე. ტელევიზორი დიამეტრულად13 საწინააღმდეგოა. (შთაბეჭდილებების ცვლა, რომლის დროსაც კონტროლი იკარგება სენსორულ14 მოქმე-დებაზე).

   რელიგიური გრძნობა მისტიკური გრძნობაა, ნატიფი და ნაზი, როგ-ორც ყვავილის ფურცლები. ის მხოლოდ მდუმარებაში ისმის და არა ქუჩის ხმაურში.

   ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობებისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადა-ცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს: ტელევიზორთან ადამიანის განცდები იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ემოციურად აცარიელებს მას და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულგრილი, ცივი და განდგომილი ხდება.

   ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხო-ვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ად-ამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრნობა. იგი აღარ ითვლება პიროვნებად, ხდება მისი ინსტრუმენტად გადაქცევა.

   ამბობენ, რომ ტელევიზორი შეიძლება გახდეს საწყისი რელიგიური განათლებისა, მაგრამ ის კვლავ მთავარს, რელიგიის გულს - ლოცვას, სულის მისტიკურ საუბარს ღმერთთან. გადატვირთული შთა-ბეჭდილებების ნაკადით სავსე სულს არ ძალუძს განეწყოს ლოცვისთვის. ლოცვის სიტყვებს ედება ფენა ლოცვისთვის უცხო, ვნებით სავსე წარმოდგენებისა.

   ლოცვა სულიერი ცხოვრების ცენტრია. ადამიანი სულს უძრავი ცე-ნტრიდან ცვალებადი წარმოდგენების მბრუნავ წრეზე აგდებს. ლოცვისა და ჭვრეტის გარეშე შეუძლებელია ღვთის შინაგანი განცდა. ტელევიზორი რომც გახდეს რელიგიური გადაცემების არხი, ის მაინც მოსწყვეტს რელიგიას მთავარს - სიღრმესა და მისტიკას, შეჩერდება რა კატეხიზატორობაზე, სიტყვის საჯაროდ გამოცხადების დონეზე და არა ძალისა. რელიგიური ინტუიციის გარეშე, მდუმარებაში მომწიფებულ ასეთ გამოცხადებას არ მიიღებენ, ან მიიღებენ სულიერ - კულტურულ ღირებულებათა დონეზე. საჭიროა ზნეობრივი მომ-ზადება, საჭიროა რელიგიური ძიებანი, აუცილებელია ბრძოლა ვნებებთან და ამპარტავნებასთან, რომ მოვემზადოთ ქრისტიანობის მისაღებად, რომ ვიგრძნოთ მისი განმაცოცხლებელი ძალა; სხვაგვარად, ქრისტე დაკეტილ კარზე დააკაკუნებს...

   ფილმები სექსზე განსაკუთრებით დამღუპველად მოქმედებს ბავშ-ვებზე, რომლებიც მშობლები მდუმარე თანხმობით სხედან მათთან ერთად (წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები იძულებულები იქნებო-დნენ გამოერთოთ ტელევიზორი ან ბავშვები რამდენიმე საათით გაეძევებინათ სახლიდან. ამიტომ მშობლები ამჯობინებენ მიიღონ სახე, თითქოს ისინი ვერ ამჩნევენ მათ ზურგს უკან ტელევიზორის მაყურებელ ბავშვებს). ბავშვებს უფროსებზე უფრო ნაკლებად შესწევთ უნარი საკუთარი გრძნობების რეგულირებისა, ამიტომ ტელევიზორ-თან სულიერი გახრწნის შემდეგ ქრისტიანობას აღიქვამენ, როგორც აკრძალვით სისტემას;

   ჩვენ შეიძლება შეგვეკამათონ, რომ ზოგიერთი სატელევიზიო გად-აცემა წმინდა და ზნეობრივია; მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. გადაცემებში მხოლოდ მორალს რომ ქადაგებდნენ, ტელევიზორს საერთოდ არავინ იყიდდა. დააკვირდით ტელევიზორთან მსხდომთ - რა იწვევს მათ განსაკუთრებულ ინტერესს - მორალი თუ განგსტერები და ძიუდოს ილეთები? თუ ყვავილისა და სარეველას თესლს ერთმანეთში ავურებთ და მიწაში ჩავყრით, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ სარეველა მოაშთობს ყვავილს. ტელევიზორთან გაზრდილი ადამიანი სულიერად დათრგუნულია. უკეთეს შემთხვე-ვაში, ის რელიგიას აღიქვამს, როგორც კულტურულ-ზნეობრივ და ისტორიულ ღირებულებებს, რაც არსებითად არის რელიგია ღვთის გარეშე. ამიტომ, ტელევიზორი ასახიჩრებს ბავშვების სულს. ტელევიზორი ბავშვებს ბავშვობას ართმევს, ყრმობიდან პირდაპირ მოხუცებულად აქცევს, ბავშვებად, რომელთაც არა აქვთ ბავშვობა და სიწმინდე!...

   რელიგია საიდუმლოა, ტელევიზორი კი საიდუმლოს რეკლამად აქ-ცევს. ლიტურგია არ შეიძლება აღქმულ იყოს, როგორც ვიზუალური წარმოდგენა. ეს არის მისტიკური განმეორება გოლგოთის მსხვერპლისა, რომლის სახილველად და რომელშიც მონაწილეობის მისაღებად, ძველ დროში, მხოლოდ განსაკუთრებული მომზადების შემდეგ დაიშვებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წევრები, რომელთაც არ ჰქონდათ ეპიტიმია15.

   ვოლუნტარიზმის16 დროს ეკლესია ჰგავდა ტყვე ქალიშვილს, რო-მელსაც კონკებს აცმევდნენ, აიძულებდნენ ჩუმად ყოფილიყო და შეესრულებინა დამამცირებელი სამუშაო. სატელევიზიო გადაცემებმა კი იგი შეიძლება გადააქციონ იმ ქალიშვილად, რომელიც დაჰყავთ ქალაქებში, როგორც სილამაზის კონკურსზე; აიძულებენ კითხვებზე პასუხი გასცეს და ბრბოს დასანახად ტანთ გაიხადოს კიდეც...

   ლიტურგია არის სულიწმინდის გარდამოსვლა და ადამიანის სულის ფერისცვალება; ნუთუ ტელევიზორს შეუძლია დააფიქსიროს მადლის გარდამოსვლა?!

   ტელევიზორმა მორწმუნე ადამიანის სახლებში შემოიტანა მკრეხე-ლური ფილმები ქრისტე მაცხოვარზე. მსახიობის ხელოვნება გარ-დასახვაა, საკუთარი თავის დავიწყების უნარი, გაიგივება იმასთან, ვისაც თამაშობს. საჭიროა ყოველგვარი რელიგიური გრძნობის უქონლობა ან დამახინჯებული დემონური რელიგიურობა, რათა ქრისტესთან გააიგივო თავი.

   სატანამ თქვა: „მე ღმერთი ვარ!" ადამმა თქვა: „მე მინდა ვიყო ღვთის გარეშე, როგორც ღმერთი!" მსახიობი ამბობს: „მე მსურს ჩემი საშუალებით ვაჩვენო მსოფლიოს ქრისტე მაცხოვარი!" ე.ი. ეს მსახიობი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია იფიქროს ისე, როგორც ქრისტემ. უყვარდეს ისე, როგორც ქრისტეს, იმოქმედოს ისე, როგორც ქრისტემ. ეს ბევრად უფრო საშიში ღვთისგმობაა, ვიდრე პრიმიტიული და უხამსი ანტირელიგიური პროპაგანდა.

   სიწმინდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს, როგორც თეატრალური სა-ნახაობა. დღეს მსახიობი თამაშობს განგსტერს, ხვალ - მოციქულს, ზეგ შეიძლება ითამაშოს რეიგანი ან ამხანაგი კამო!.. მაგრამ ჩვენი ფსიქიკა ქვეცნობიერად აღიქვამს რა თეატრის მიერ გაუხამსებელ სახეს, აზროვნება - ასოციაციისა17 და ანალოგიის18 კანონებით - ამ ყალბ სახეს, როგორც დაღს ადებს სიწმინდეს. სახარებისეული სახე ქრისტესი ჩვენთვის მსახიობის სახესთან იქნება დაკავშირებული. მაშასადამე, თეატრი ჯერჯერობით ცრუობს და სიცრუეს ასწავლის. არის ასეთი ფრაზა: „რისი გაკეთებაც ეშმაკს არ შეუძლია, ქალი გააკეთებს." შეიძლება სხვადასხვაგვარადაც ითქვას: „რისი გაკეთებაც ანტირელიგიურ პროპაგანდას არ შეუძლია, შეუძლიათ გააკეთონ ვიდეოფილმებმა რელიგიურ თემაზე, შებღალონ ქრისტე მაცხოვრის სახე!.."

   შეიძლება აღარაფერი ითქვას ბალეტებზე ქრისტეს შესახებ. ისინი ძლიერ მოგვაგონებენ „მხტუნავთა" სექტის კრებას. ეს არის თანა-მედროვე ინტელიგენტური „ხლისტობის" ნაირსახეობა.

   ტელევიზორი მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არ აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ ნაკადულს და წყაროებს, აჭუჭყიანებს და თელავს სულიერების უკანასკნელ ოაზისებს...

   მალე ადამიანს აღარ დასჭირდება მეგობრების მონახულება, კონფე-რენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად. ის, ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი დარჩება სამყაროში, როგორც უდაბნოში, ყველაფრისადმი გულგრილი და ყველასათვის უცხო!

   ამინ!







12ონტოლოგია - (ბერძ.) ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების შესახებ.

13დიამეტრული - (ბერძ.) უკიდურესი, საწინააღმდეგო.

14სენსორული - (ლათ.) გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებული, მგრძნობელობითი.

15ეპიტიმია - საეკლესიო სასჯელი, რომლის მიზანია ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანის გამოხსნა ცოდვისგან.

16ვოლუნტარიზმი - (ლათ.) იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს.

17ასოციაცია - (ლათ.) ისეთი კავშირი წარმოდგენათა შორის, როდესაც ერთი წარმოდგენა იწვევს მეორის მსგავსებას, კონტრასტის ან მეზობლობის მიხედვით.

18ანალოგია (ბერძ.) მსგავსება საგნებს, მოვლენებსა და მცნებებს შორის.




არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

წიგნიდან „არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება