მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი (ნაწილი I)
ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი (ნაწილი I)13-02-2016, 00:02 |
ერთხელ საჰარის უდაბნოსთან შორიახლო მდებარე პატარა სოფელ-ში მოეწყო უჩვეულო სასამართლო. შეიკრიბა სოფლის ყველა მცხოვრები, ჩამოვიდნენ მეზობელი სოფლის უხუცესებიც. მოხუ-ცებულნი ღრმად ჩაფიქრებულნი ისხდნენ მიწაზე. სახელმწიფო მოხელე გაცხარებით და მკვეთრი ჟესტიკულაციით ხმამაღლა კითხულობდა საბრალდებო სიტყვას. ის ხან უხუცესებს მიმართავდა მოწიწებით, ხან კიდევ - ბრალდებულს, ბოძზე მიბმულ თხას. ამ დროს მისი ხმა რისხვისაგან კანკალებდა და მითითებით, დაჟინებით მოითხოვდა პასუხს ბრალდებულისგან. ბოძზე მიბმული თხა კი მშვიდად ძოვდა ბალახს; ხანდახან თავს აწევდა და ხმამაღლა კიკინებდა. ტომთა ბელადები ჩუმად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და თანხმობის ნიშნად თავს უკრავდნენ ბრალმდებელს. სახელმწიფო მოხელემ თავისი სათქმელი შორიდან დაიწყო. ის ყვე-ბოდა იმის შესახებ, რომ საჰარა ოდესღაც ყველაზე მდიდარი და აყვავებული მხარე იყო დედამიწაზე. დამშრალ მდინარეთა კა-ლაპოტები, ნახატები გამოქვაბულთა კედლებზე, გრანდიოზულ დასახლებათა ნანგრევები, ძველ მჭედელთა ნაკეთობანი მოწმობდნენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება დუღდა, რომ მთელი უდაბნო უდიდესი ოაზისი იყო. იქ, სადაც ახლა გადაჭიმულია ქვიშის უსიცოცხლო სივრცე, რომელიც მჯვდარი ზღვის მღელვარე ზედაპირს ჰგავს, ხარობდა ბალახი, ყვაოდა პალმისა და ბანანის ხეები, ტყეები სავსე იყო ფრინველებით და სოფლის ქუჩებში მოშინაურებული ანტილოპები დარბოდნენ. ახლა საჰარა გადაიქცა მდუმარე სასაფლაოდ. ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ ეგვიპტე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი და ცივილიზებული სახელმწიფო იყო, ხოლო რომის იმპერიის დროს - უმდიდრესი პროვინცია, მთელი იმპერიის ბეღელი. - ვინ დაღუპა აფრიკა? მტრების შემოსევამ? წყალდიდობებმა, მიწისძვრებმა, ეპიდემიებმა? - არა, აი ვინ! - და მოხელემ ხელი თხისკენ გაიშვირა. ხალხი აჩოჩქოლდა. თხამ დაიკიკინა, შემდეგ კი კვლავ ჩაღუნა თავი და გააგრძელა ბალახის ძოვა. მთავრობის წარმომადგენელი განაგრძობდა: „გარეული ცხოველები და ანტილოპები, რომლებიც აძლევდნენ ხალხს ხორცსა და რძეს, არ თელავდნენ ბალახს, მინდვრებს არ აქცევდნენ უდაბნოებად, ზიანს არ აყენებდნენ ხეებს, მაგრამ ადამიანთათვის თხის შენახვა უფრო ადვილი და მომგებიანი იყო, თუმცა ის, როგორც კალია, აჩანაგებდა აფრიკას. ბალახის გარეშე დარჩენილი მიწა ქარს მიჰქონდა და რჩებოდა უნაყოფო ქვები. თხები ქერქს აცლიდნენ ხეებს, ხეები ხმებოდნენ, წყაროები შრებოდნენ, ხალხი ჩრდილოეთისკენ იხევდა, უდაბნო მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ხალხს, ანადგურებდა რა მცენარეებს, თავად მიჰყავდა გზა უდაბნოსკენ. - რა ჩაიდინე ბოროტმოქმედო?! - მიმართა მოხელემ თხას. - რა სასჯელის ღირსია ეს ჩვენი ქვეყნის დამღუპველი?! - და თავადვე უპასუხა: - სიკვდილით დასჯისა. ხალხი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. მხოლოდ ერთმა შენიშნა დაბალი ხმით, რომ ციკნის ხორცი ძალიან გემრიელია. - ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის, - თქვა მოხელემ, - სამ-აგიეროდ მან მთელი აფრიკა გადაჭამა. - გამომაქვს განაჩენი, სიკვდილით დასჯა! ბელადებმა უპასუხეს: - იყოს ასე! მოხელემ სტაცა ხელი თხას უკანა ფეხებში და მიაბა ბოძზე. - შენი უკანასკნელი სიტყვა, უბედურო! შეშინებულმა თხამ დაიკიკინა. დანის ერთი მოსმით მოხელემ თხას ყელი გამოღადრა. დაკლეს კიდევ რამდენიმე თხა და სანამ სადილს ამზადებდნენ, მოხელე საუბრობდა სოფლის მცხოვრებლებთან იმის შესახებ, რომ თხები ანადგურებდნენ ხეებს და ბუჩქებს (ერთადერთ დამცავებს ქვიშისგან) და თუ უარს არ იტყვიან მათ მოშენებაზე, მაშინ რამდენიმე წლის შემდეგ ეს სოფელი, მეზობელ სოფლებთან ერთად, ქვიშის საფარქვეშ მოექცევა... თუ ჩვენ მიუკერძოებლად შევხედავთ თანამედროვე რელიგიურ ცხოვრებას, დავინახავთ, როგორ გვიახლოვდება უდაბნო, როგორ ქრება სულიერების უკანსაკნელი ოაზისები, როგორ ხდება მსოფლიოს გადაქცევა უზარმაზარ უსიცოცხლო საჰარად. ვინ არის ამაში დამნაშავე? რა არის ამისი მიზეზი? დამნაშავე, როგორც ჩინარი, მრავალსახოვანი და მოუხელთებელია. მიზეზი კი ბევრია, მაგრამ ჩვენ გავჩერდებით ერთზე, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ყოფაში, ჩვენს სახლში, ჩვენს ხორცსა და სისხლში. ეს არის ტელევიზორი და ვიდეოფილმები. ობსკურანტიზმში1 ბრალი რომ არ დაგვდონ, ვლაპარაკობთ არა ტე-ქნიკურ გამოგონებაზე, არამედ იმის შესახებ, როგორ ვიყენებთ მას. ტელევიზორმა შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში შემოიჭრა, როგორც დამპყრობელი, როგორც აგრესორი, მან ჩვენი სულიერი ცხოვრების მონოპოლიზაცია2 და უნიფიკაცია3 მოახდინა. ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომ-აელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არა მარტო ტრაპეზობდნენ4, არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა; მაგრამ ტელევიზორი კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ცისფერი ეკრანით, ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ. ნიშანდობლივია, რომ ტელევიზორს ოთახში ის ადგილი უკავია, სადაც ადრე სახატე იყო. ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაი-მონე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერია-ლიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახლე, რომელიც ხან შეუმ-ჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით. წმინდა მამებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ თეატრი-სადმი და სანახაობებისადმი, რომლებიც ავითარებენ წარმოსახვის ძალას და მჭიდროდ არიან დაკავშირებული ვნებებთან. იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების სასწავლებელს უწოდებდა, თუმცა ჩვენი გაგებით, ძველი ბერძნული ტრაგედია ზნეობრივია. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს არ ყოფდნენ სასარგებლოდ და საზიანოდ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს, ჭეშმარიტების იმიტირებას, სინამ-დვილის გათამაშებას. ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკ-უთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად. ჩვენ კი, ისე რომ თავად ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად. ტელევიზორის მწყობრიდან გამოსვლისას, ხშირად, უფრო სწრაფად ვრეაგირებთ, ვიდრე ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის დროს. ბიბლიაში წერია: „ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზ-ორმა მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის ხალხის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი მოდიან უკითხავად, დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ - მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასავლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად, ტელევიზორმა წაგვართვა საკუთარი სახლი. ტელევიზორმა ახალი სახის ადამიანი შექმნა - „ჰომომედიუმი" ად-ამიანი, გამოფიტული განუწყვეტელი სანახაობებით, ისევ როგორც განუწყვეტელი ლოთობით; ადამიანი, აგზნებული ნერვული სისტემითა და სულიერი მოშლილობით, რომელსაც არ შეუძლია ზღვარი დაუდოს, გაფილტროს გარედან მოსული ინფორმაცია და ითვისებს მას, ასე ვთქვათ, უმად, არაკრიტიკულად, არადიფერენ-ცირებულად, მხოლოდ უდაბლესი მექანიკური მეხსიერებით. ჩლუნგდება აზრობრივი მეხსიერება, ქვეითდება შემოქმედებითი ძალები, ადამიანი გახდა ნივთის მონა. მექანიზმი მონობიდან ბატონად გადაიქცა. ტელევიზორი წინ აღუდგა ადამიანს და ხელისუფლების უზურპაცია5 მოახდინა. ტელევიზორმა გამოიწვია სულიერი რეგრესი, ადამიანის სულის და-შლა და დეგენერაცია. ადამიანის სიტყვის საშუალებით აზროვნებს. პატრისტიკაში6 ადამიანს მეტყველი არსება ეწოდება, ტელევიზორი კი წარმოდგენებით აზროვნებას ასწავლის კაცს. ლოგიკური აზროვნება თრგუნავს გამოსახულებათა და წარმოდგენათა ნაკადს. ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა7, ზმან-ებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისგან. ვნებებთან ასკეტური ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარ-მოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს. ტელევიზორი ასუსტებს ადამიანის ინტელექტუალურ ძალებს. გონ-ება უნდა ვარჯიშობდეს, ეძებდეს, ლახავდეს სიძნელეებს ისე, როგორც ათლეტი ავარჯიშებს თავის კუნთებს. ტელევიზორი უხვ, რაფინირებულ, მზამზარეულ საკვებს იძლევა, რის შედეგადაც გონება ხდება მოდუნებული, უძლური, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს მოკლებული, როგორც გადამეტებული კვებით მოდუნებული და დაბერებული სხეული. ყოველგვარი სანახაობა შესაბამის განცდას მოითხოვს. ჩვენ ვერთვე-ბით ვნებების ველში. ეს ველი ინდუქცირებას8 უკეთებს და კვებავს ჩვენს ვნებებს. ყველა შემეცნებაში არის სიმპატიის, ერთობის ელემენტი. ცოდვის სახე, რომელიც ჩვევად იქცევა, აღარ არის ამაზრზენი. ტელევიზორმა უკანონოდ ხელყო სულიერი სფერო. სულიერ სფერ-ოში არის იერარქიის და ღირებულებების მკაცრი სისტემა. ფშვინვიერს არ შეუძლია გაიგოს სულიერი; ფანტაზია სულიერი ცხოვრების შესახებ შობს სიყალბეს, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ. სულიერი სამყაროს ვიზუალურად9 წარმოდგენა შეუძ-ლებელია. ეს ნიშნავს სულიერი სამყაროს პროფანირებას10 მასზე, ნებსით თუ უნებლიედ, სიცრუის თქმას; ეს ნიშნავს იმყოფებოდე ვნებიან მოჩვენებებთან და ამპარტავან აჩრდილებთან ჩაკეტილ წრეში, რომლებიც საკუთარი წარმოდგენებით არის გამოწვეული. ტელევიზორი ახდენს ადამიანის პიროვნების ნიველირებას11, ყოვე-ლი ადამიანი - წმინდა მამების სწავლებით - პატარა სამყაროა; თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდუალობა. ტელევიზორი უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნულობას უკარგავს ადამიანს. ჯერ კიდევ უძველესმა ფილოსოფოსებმა თქვეს: „ადამიანი არის ის, რასაც ის ჭამს". რა თქმა უნდა, მხედველობაში ჰქონდათ არა ნივთიერი, არამედ სულიერი საზრდო, ის, რასაც კითხულობს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს, საითკენაც მიისწრაფვის. ტელევიზორი ერთსა და იმავე საკვებს სთავაზობს ათეულ მილიონობით ადამიანს. ამიტომ ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ არა სულიერი სიყვა-რულის ერთობით, არამედ ერთფეროვნული ერთობით. ადამიანები ერთმანეთის მიმართ ინტერესს კარგავენ. ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს. მომხიბვლელი ვნებებით გაჟღ-ენთილი გამოსახულებების ნაკადი (ერთდროულად მხედველობითი და სმენითი) ამონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი, მისი შთაგონებების შემთვისებელი. (გაგრძელება...)
1ობსკურანტიზმი - (ლათ.) მეცნიერებისა და სწავლა-განათლე-ბისადმი, კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება. 2მონოპოლიზაცია და მონოპოლიზება - (ბერძ.) მონოპოლიის დამყა-რება რამეზე. მონოპოლია - უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში. 3უნიფიკაცია და უნიფიცირება - (ფრანგ.) საერთო ნორმაზე გადაყვანა. 4ტრაპეზი - (ბერძ.) 1. საკურთხეველი; 2. მაგიდა, სუფრა; 3. სადილი, წვეულება. 5უზურპაცია (ლათ.) უკანონოდ ხელში ჩაგდება. 6პატრისტიკა - საღვთისმეტყველო მეცნიერება, რომელიც სწავლობს ეკლესიის წმინდა მამათა ცხოვრებას. 7სიბარიტი (ბერძ.) - ფუფუნებით განებივრებული ადამიანი. 8ინდუქცია (ლათ.) – 1. აზროვნების მეთოდი. კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნების გამოტანა. 2. ფიზ. რაიმე გამტარში ელექტრონული დენის აღძვრა. 9ვიზუალური - (ლათ.) მხედველობითი. 10პროპანაცია - (ლათ.) შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საყო-ველთაოდ აღიარებული მოვლენის (იდეის, მოძღვრების) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა. 11ნიველირება - (ფრანგ.) განსხვავების მოსპობა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წიგნიდან „არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |