მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა

ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა


29-06-2017, 00:03

ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა

პირიის მიტროპოლიტი სერაფიმე

 

   პირიის მიტროპოლიტმა სერაფიმემ საბერძნეთის პარლამენტის მიერ ლეგალიზებული "ერთსქესიანთა თანაცხოვრებას" შემდგენაირად გამოეხმაურა:

   "ახალი კანონის მიღებით სახელმწიფომ ოფიციალურად ჩვენი სარწმუნოების დევნის ახალი ფურცელი გადაშალა. პოლიტიკოსები უსირცხვილოდ ეყრდნობიან ევროპულ კონსისუსს ჰომოსექსუალისტების ლეგალიზების საკითხში, მაგრამ გვიმალავენ, რომ პოსტქრისტიანული ევროპა უკვე სოდომი და გომორი გახდა.

   დევნა იწყება. ჩვენ გვემუქრებიან, შეურაცხგვყოფენ, შეიძლება დაგვაპატიმრონ და მოგვკლან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სარწმუნოების ერთგულნი სიკვდილამდე. "მორჩილება ჯერ-არს ღმრთისა, ვიდრე კაცთა" (საქმე. 5. 29), არ დაგვავიწყდეს მაცხოვრის სიტყვები: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (იონ. 16. 33), იმიტომ რომ ამა სოფელს ვძულთ ჩვენ, ვინაიდან უფალმა გამოგვირჩია სოფლისაგან (იონ. 15. 18-19). ნუ შეგვეშინდება მათი "რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკვლად" (მათ. 10. 28).

  პირიის მიტროპოლიტის სახელით ოფიციალურად განუცხადებთ ყველა პოლიტიკოსს, რომლებმაც ხმა მისცა მორალური სიმახინჯის ლეგალიზებას; ვწყვეტთ მათთან ყოველგვარ კავშირს".

 

 

 

* * *

თიოდიტის მიტროპოლიტი ნიკოლოზი

 

   პირიელი მიტროპოლიტის სერაფიმეს კვალდაკვალ სოდომიტების ლეგალიზების მომხრე პოლიტიკოსებს ბოიკოტი გამოუცხადა თიოდიტის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, სიატის მიტროპოლიტმა პავლემ, გარტინის მიტროპოლიტმა იერემიამ და მრავალმა სხვამ.

   თიოდიტის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ხისტად მოიხსენა სკანდალური კანონის მომხრე დეპუტატები:

  "არჩევნებამდე რატომ არ განაცხადეს მათ თავისი პოზიცია, რათა ხალხს სცოდნოდა, ვის აძლევს ხმას? როგორ მივიღებ იმ დეპუტატებს, რომლებმაც სახარების უარყოფას მისცა ხმა. დაე, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პირდაპირ განაცხადონ თავიანთი ანტიქრისტიანული პოზიცია, და ნუ გაიხსენებენ ეკლესიას მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა ხმა დასჭირდებათ".

   მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ისურვებდა ერთსქესიანთა ლეგალიზების მომხრე დეპუტატებმა შეწყვიტონ ნებისმიერი კონტაქტი ეკლესიასთან. მეუფემ მრევლს მოუწოდა ხმა მხოლოდ მართლმორწმუნე პოლიტიკოსებს მისცენ.

 

 

 

* * *

ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა

სიატის მიტროპოლიტი პავლე

 

   სისანისა და სიატის მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ უცხადებს ბოიკოტს ყველას, ვინც ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა:

  "თავს ემიგრანტად ვგრძნობ საკუთარ სამშობლოში არა იმიტომ, რომ უცხოელმა კრედიტორებმა მაიძულეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ თავად მოვწამლეთ საბერძნეთი, ხმა მივეცით რა ბინძურ კანონს პარლამენტში".

 

 

 

* * *

ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა

გარტანის მიტროპოლიტი იერემია

 

   ცნობილმა ბერძენმა ღვთისმეტყველმა და ავტორიტეტულმა იერარქმა გარტანის მიტროპოლოტმა იერემიამ მრავალრიცხოვანი მრევლის თანდასწრებით მკაცრად ამხილა "ერთსქესიანთა თანაცხოვრების" კანონის მომხრენი:

   მან კანონს "სამარცხვინო" უწოდა და მისი მიღება უდიდეს ცოდვად და გარყვნილების ლეგალიზებად მიიჩნია.

   განსაკუთრებით დაამწუხრა მეუფე იმ ფაქტმა, რომ საშინელ კანონს ხელი გარტანის ეპარქიის წარმომადგენლებმაც მოაწერეს. "სირცხვილი მათ" - რამოდენიმეჯერ ხმამაღლა წარმოთქვა მეუფემ:

   "მოხარული ვიქნები, თუ ჩემი სიტყვის გამო ისინი მიჩივლებენ სასამართლოში. მოდით, მოისმინეთ, რას ვეტყვი იქ მათ". თავის სიტყვაში მეუფემ მრევლს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

   "ქრისტიანებო, არ მიმატოვოთ, მხარი დაუჭირეთ ჩემს ბრძოლას. სარწმუნოება და სამშობლო მხოლოდ ჩემი არ არის. მართლმადიდებლობა თქვენი სარწმუნოებაა, ხოლო საბერძნეთი - თქვენი სამშობლო. ჩვენი სახელოვანი ერი დაეცა. ჩვენ მივატოვეთ ჩვენი მამების ღმერთი. უფალი წაიღებს ჩვენგან მადლს, ვინაიდან ფეხქვეშ გავთელეთ მისი კანონები, დავაკანონეთ სიბინძურე".

 

 

 

* * *

ბოიკოტი პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ერთსქესიანთა კავშირი" დააკანონა

სოლუნის მიტროპოლიტი ანთიმოზი

 

   სოლუნის მიტროპოლიტმა ანთიმოზმა განაცხადა: "ქრისტიანებმა საუკუნეების მანძილზე გაუძლო დევნას. არ შეუშინდეთ ახლაც".

   "ჩვენს დროში მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატებიდან გვესმის ირიბი, ანტიეკლესიური გამოთქმები. იღებენ ისეთ კანონებს, რომლის გაჟღერებაც არ მსურს ტაძარში, რომლებიც შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებასა და ქორწინების ინსტიტუტს.

   თუნდაც მცირედნი დავრჩეთ, არასდროს დაკარგავს აზრს ის, რასაც გვასწავლის სახარება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს, მაგრამ წინ აღვუდგებით იმას, რაც გაჟღერდება ჩვენი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ.

   რაც არ უნდა მოჰყვეს ამას, რაგვარი კანონებიც არ უნდა მიიღონ, ნუ გეშინიათ. ჩვენი პასუხი - ლოცვაა, სიმართლის თქმა, სახარებისეული სიტყვა, თავად ქრისტეა.

   მათ სურთ დილის ლოცვა ამოიღონ სკოლებიდან, შეცვალონ რელიგიის სწავლების შინაარსი, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ.

   ჩვენ, ქრისტიანებს, მყარად დგომის ძალა გაგვაჩნია. არ შევუშინდებით დღესაც. ჩვენ გავანადგურებთ ყველა მათ გეგმას".



www.agionoros.ru 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება