მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არის დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრ დამოკიდებულებაში სხვა რელიგიებთან?

რატომ არის დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრ დამოკიდებულებაში სხვა რელიგიებთან?


12-02-2016, 00:03

 

   ეკლესია არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი თავისი ისტორიის მან-ძილზე ქადაგებდა ჭეშმარიტებას და ებრძოდა რელიგიურ ინდე-ფერენტულობას. დღეს კი იძულებულნი ვართ დამატებით განვ-მარტოთ რატომ არ არის საკმარისი ცხონებისათვის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებების შეგროვება ან რელიგიური გადასა-ხადის გადახდა, როგორც ევროპულ სახელმწიფოებში ხდება. იესო ქრისტემ ბრძანა: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა." (მათ. 7. 21). მე ვფიქრობ იმისთვის, რომ არ დავბრკოლდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის შეურიგებლობით სხვა რელიგიებთან. თითოეულმა ვკითხოთ საკუ-თარ თავს, გვწამს თუ არა რომ ეს ღვთისგან ბოძებული ერთადერთი გზაა ცხონებისაკენ? ვიზიარებთ თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას და ვცხოვრობთ თუ არა ეკლესიურად? შემდეგ უკვე გადავწყვიტოთ, შეიძლება თუ არა სხვა რელიგიურ კონფესიებთან შერწყმა. დღეს სარწმუნოებისადმი ერ-თგულებას აცხადებენ ფანატიზმად. ეს იმის გამოა, რომ ამ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში მყარად გაიდგა ფესვი დასავლეთის სეკულირიზებული ჰუმანიზმის მსოფლმხედველობამ, რომლის მიხედვით ადამიანს არა აქვს უფლება, ჰქონდეს მტკიცე შე-ხედულება და ბოლომდე იყოს რაიმეში დარწმუნებული. მას უფლება აქვს ივარაუდოს, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს შენი შეხედულებების დაჟინებით მტკიცება დაიწყო! ასეთი გაქარწყლება აბსოლუტურის და ერთიანის დამახასიათებელი დასავლური შეგინებისათვის, ფეხს იდგამს დღეს ჩვენთანაც. ეკლესია კი ამას წინაღუდგება და სამა-რთლიანადაც.




ხომ არ აიხსნება ეს იმით, რომ ეკლესიას ეშინია დაკარგოს მრევლი?


   რა თქმა უნდა ეშინია! ეშინია იმისა, რომ ესა თუ ის ადამიანი, სახა-რებისეული იგავის, უძღები შვილისა და დაკარგული ცხვრის მსგავსად, მოაკლდება მწყემსის მფარველობას. გვეშინია არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი თავის ფულს სხვის ყუთში ჩააგდებს. არამედ იმიტომ, რომ ასეთი წასვლის ფასი - სულის წარწყმენდის ტოლფასია. როდესაც თითს მაჭრიან, მე მტკივა იგი. ასევე გვტკივა გული. როცა დედას, ცოლს, შვილებს უძლურებაში ვხედავთ. იგივე ტკივილი მეუფლება, როდესაც ჩემს თანამოძმეს რწმენა უსუსტდება, გონება უბნელდება, სარწმუნოებას ღალატობს. - ეს დიდი ტკივილია ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, და მთელი ეკლე-სიისათვის და ამისგან ვერსად გავიქცევით, ვერც ჩვენ, ვერც ისინი, ვინც ეკლესიას აკრიტიკებს.




მრავალი თვლის რომ საკმარისია გულით გწამდეს, ეკლესიაში სიარული კი არ არის აუცილებელი, სწორია თუ არა ეს?


   ვინც ამგვარად ლაპარაკობს, იგი ორ მნიშვნელოვან შეცდომას უშვ-ებს. პირველი, „გულით გწამდეს" დაყვანილია ღვთის არსებობის აბსტრაქტულ გაგებამდე, რისგანაც ადამიანი თითქმის არავითარ დასკვნას არ აკეთებს. აქვე შეიძლება მაცხოვრის სიტყვები გავიხ-სენოთ: „და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2. 19). ასეთი ადამიანი კი არც ძრწის, თითქოს ქრისტე ჩვენთვის ჯვარს არ ეცვა. მეორეც, ასეთი პოზიცია არ გამომდინარეობს არც წმინდა წერილიდან და არც წმინდა გადმოცემიდან. მაცხოვარი ამბობდა, რომ მოვიდა რათა დააარსოს ეკლესია დედამიწაზე და არა მრავალრიცხოვანი კავშირი ღმერთსა და ცალკეულ, ერთმანეთთან არავითარ კავშირში მყოფ, ადამიანებთან. მაცხოვარმა მოგვცა მცნება: გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ მოყვასი თქვენი.

   ქრისტიანის სიკეთე არ ჰგავს ანტიკური სამყაროს გმირის ან კომუ-ნისტურ - ათეისტური მორალის მქადაგებლისას, იგი ცდილობს, უფლის მცნებებით ცხოვრობდეს. მაცხოვარმა ბრძანა: „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი." (იოან. 15. 5). ამ სიტყვებშია გამოხატული ქრისტიანის მთელი სულიერი ცხოვრება.

   მოციქული პავლეს სიტყვებით: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (12, 9) ნუ იცხოვრებ ცრუ თავმდაბლობით ცოდვისა თუ უძლურების აღიარებით, აქაოდა ცოდვილი ვარ და არ ძალ-გიძს რაიმეს გაკეთება. იცხოვრე იმ ბავშვების მსგავსად რომელიც წერის დროს დედას მიანდობს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სიტყვები ლამაზი და გასაგები. და თუ ბავშვი ეწინააღმდეგება დედას, სიტყვები ულამაზო და გაუგებარია. სულიერ ცხოვრებაში თუ ბავშვივით დედის დახმარება დაგვჭირდება, ეკლესია იქნება ჩვენი შემწე. რატომ? იმიტომ, რომ მრევლი არ არის მხოლოდ ადამიანების კრებული, ის ეკლესიის ორგანიზმია, მღვდელი კი ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ ღვთის მადლს ფლობს საიდუმლოებების შესრულებისას და მრევლის სულიერი მოძღვარია, მას მღვდლობის მადლი მონიჭებული აქვს სხვათა სარგებლობისათვის.

   წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებით: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთი არის მამა". ერთია მხოლოდ გონებით იმსჯელო რაღაც მატერიებზე, მეორე კი - იცხოვრო აქტიური სუ-ლიერი ცხოვრებით თუნდაც დიდი მარხვის განმავლობაში. სცადონ „გულით გწამდეს" მთქმელებმა ეკლესიური წესების მიხედვით ცხოვრება და მაშინ მიხვდებიან, რომ რაღაც შეიცვლება მათ მსჯელობაში, რადგან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა სულიერი სისუფთავე. ეს უკანასკნელი კი მივიწყებულია მათ მიერ.


პროტოპრესვიტერი მაქსიმ კოზლოვი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება