მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ოჯახი და სკოლა
ოჯახი და სკოლა11-02-2016, 00:01 |
ბავშვები თავიანთ ბავშობის იმდენად დიდ ნაწილს ატარებენ სკოლ-აში, რომ მშობლებმა, რასაკვირველია, უნდა იცოდნენ, რა ხდება იქ. ასე მაგალითად, საჭიროა მასწავლებლების გაცნობა, მშობელთა კრებებზე სიარული და სასკოლო ღონისძიებებზე დასწრება. ეს არის, აგრეთვე, ერთ-ერთი საშუალება ხიდის გადებისა ოჯახურ და სასკოლო ცხოვრებას შორის - უნდა შევეცადოთ გადავლახოთ ცხოვრების ის გაორება, რომელიც ესოდენ ბევრ მართლმადიდებელ ბავშვს აქვს, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რას ასწავლიან მათ შვილებს და რამდენად დიდია პოტენციური ვნება, რომელიც შეიძლება მიიღონ ბავშვებმა ყალბი დებულებებისაგან (რომელთაც ხშირად წარმოუდგენენ ხოლმე, როგორც საყოველთაოდ აღიარებულ კანონზომიერებებსა და კანო-ნებს) რელიგიური განათლების სფეროში, ბიოლოგიაში, ისტორიაში და ა.შ. ალბათ, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი შვილები ეკამათებოდნენ მასწავლებლებს და არც იმის უნდა გვეშინოდეს, რომ ახალ იდეებს გაიგებენ, - მაგრამ ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ მათ ფხიზლათ იყვნენ. და ისევ, ყველაზე საჭირო და აუცილებელი ამ შემთხვევაშიც არის ჩვენი ლოცვა ჩვენი ბავშვებისათვის, სანამ ისინი სკოლაში არიან, ლოცვა იმისათვის, რომ ღმერთმა დაიფაროს ყოველი ბოროტისაგან და მიანიჭოს მათ ძალა და უნარი, რათა „წარემატონ სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა" (ლუკა. 2, 52). მშობლებს, ჩვეულებრივ, ძალზე აწუხებთ ის, თუ როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს, უკეთ აითვისონ გაკვეთილები, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ აკადემიური კურსიდან. ჭეშმარიტად, ვინც ქრისტიანული სიმდაბლითაა აღზრდილი, წარემატება რა ცოდნის მიღებაში, ძალუძს, არ გაამაყდეს და მიღებული ცოდნა მოყვასის საკეთილდღეოდ გამოიყენოს; ბავშვებს უნდა გამოვუყოთ დრო და მშვიდი ადგილი სამეცადინოდ. შეიძლება გამოვხატოთ ინტერესი მათი სასწავლო პროგრამის მიმართ და ხელი შევუწყოთ, რათა სწავლას გემო გაუგონ. აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც თავი უნდა ავარიდოთ ოჯახში ნებისმიერ უთანხმოებას: ბავშვი, რომელსაც ბევრი რაღაც აწუხებს, პროდუქტიულად ვერ იმეცადინებს - ბედნიერი ბავშვი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, გაცილებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს სწავლაში. ახალი ინფორმაციის და ჩვევების მიღება-ათვისების თვალსაზრის-ით ბავშვებს განსხვავებული უნარი აქვთ. ზოგჯერ ის, ვინც სკოლაში ცუდ ნიშნებს იღებდა, ინტელექტუალურად უფრო განვითარებული და ნიჭიერი გამოდის, ვიდრე ის, ვინც საგნებს კარგად ითვისებდა იმ დონეზე, რასაც სასკოლო პროგრამა მოითხოვდა. განათლების თანამედროვე სისტემის ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს მოსწრებაში ერთმანეთთან შეჯიბრს აჩვევენ. გამოცდების შედეგები იმდენად ცოდნის ნამდვილი დონით კი არ განისაზღვრება, რამდენადაც იმ პოზიციით, რომელიც ბავშვს კლასში აქვს, და ეს სიამაყის კულტივირებას უწყობს ხელს. უფროსებმა მაშინ უნდა გამოხატონ კმაყოფილება და შეაქონ ბავშვი, როცა ხედავენ, რომ ის მთელი ძალით ცდილობს გააკეთოს ის, რაც შეუძლია, და არა მაშინ, როდესაც სხვებს ჯობნის. ის, ვინც მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს პირველობას, არ უნდა გრძნობდეს თავს არასრულფასოვნად. ბოლოს და ბოლოს, გონებრივი შესაძლებლობანი, მხოლოდ ერთ-ერთია მრავალი ბუნებითი ნიჭიდან, რომელთაც ადამიანი ღმერთისგან იღებს. საერთოდ, თანამედროვე საზოგადოება გონებრივად დაჯილლდოებულ ადამიანებს უბიძგებს ამპარტავნებისა და საკუთარი თავის სხვებზე უფრო მაღლა დაყე-ნებისაკენ. მშობლებს, რომელთაც აქვთ არჩევის შესაძლებლობა, ვურჩევთ თავ-იანთი შვილებისათვის ისეთი სკოლა გამოძებნონ, სადაც ზნეობრივი ატმოსფერო უფრო სუფთადაა და ყურადღება არ გაამახვილონ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებზე, თუნდაც ეს არჩევანი მათ გარკვეულ ფინანსურ და სატრანსპორტო სიძნელეებს უქმნიდეს. ზოგჯერ ქრისტიანი მშობლები გვეკითხებიან, რომელი სჯობია, ბიჭ-ებისა და გოგონების ერთად სწავლება თუ განცალკევებულად. ხშირად ასეთი არჩევნის საშუალება არ არსებობს ხოლმე და მაშინაც კი, როცა ის არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სკოლის ხარისხი (და არა ის, შერეული სწავლებაა იქ თუ არა), ზოგადსა-განმანათლებლო დონე, ურთიერთობანი, რომელიც იქ ბავშვს ექნება, დირექტორის შეხედულებანი, თანაბარი პირობების შემთხვევაში, ალბათ, შერეული სწავლება უნდა ვამჯობინოთ. იმ ოჯახებში, სადაც არიან დები და ძმები, საპირისპირო სქესთან ძმური ურთიერთობის გამოცდილების მიღება შინ ხდება, სხვა შემთხვევაში ეს გამოცდილება სკოლაში იქნეს მიღებული ადრეული ასაკიდანვე. სასკოლო არდადეგების ბოლოსათვის მშობლები, ჩვეულებრივ, იღ-ლებიან, მაგრამ ეს სრულებითაც არ შეიძლება იყოს იმის გამართლება, რომ ბავშვებმა იგრძნონ - მშობლებს უხარიათ მათგან გათავისუფლება და ელიან, როდის დაიწყება სწავლა. მშობელს ზოგჯერ ასეთი განცდა ეუფლება: „ვეღარ ვითმენ, აღარ შემიძლია, როდის დავისვენებ მათგან!". მომავალში ჩენ საშინლად სანანებელი გაგვიხდება, თუ ჩვენი შვილები საკუთარ ოჯახში სიყვარულსა და მეგობრულ კეთილ-განწყობას ვერ იპოვიან.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |