მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გამოგონილი სამყაროს საფრთხე

გამოგონილი სამყაროს საფრთხე


5-04-2016, 00:00

 

   წმ. იოანე ოქროპირი სანახაობების შესახებ წერს: „აქედან არაა ცხო-ვრების გარყვნა, ოჯახების ნგრევა, ჩხუბი და უსიამოვნება სახლში? რადგან შენ, სანახაობიდან გულდაწყვეტილი და ავხორცული აზრებით დამძიმებული, უბიწოებას განშორებული სახლში დაბ-რუნებული დაინახავ ცოლს და აღარ გსიამოვნებს მისი ხილვა, ზურგს აქცევ მას, შენს მოკრძალებულ მეუღლეს, გაღიზიანებული შეურაცხყოფას აყენებ, ავსებ დაუმსახურებელი საყვედურებით, გაშმაგებული ეძებ ჩხუბის მიზეზს, სახლეულს ვერ იტან, ავხორცობას დამონებული ატარებ სულში სანახაობიდან მიღებულ შთაბე-ჭდილებებს".

   ბევრი ფილმის მოქმედება მიმდინარეობს კომფორტულ, დახვეწილ გარემოში: მოგზაურობები, იახტები, მოდური ავტომობილები, კოსტუმები, თავისუფლება, მზე, ზღვა... რა ხდება მაყურებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში: ყოფითი პრობლემები, ისევ უხალისო სამუშაო, მტკივანი კბილი, დნობადაწყებული ტალახიანი თოვლი, დაღლილი მეუღლე და აუტანელი ხდება უბრალო ბინა, შარშანდელი ფეხსაცმელი, მოდიდან გასული კოსტიუმი და წვიმაც კი.

  ამ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი შურია. ყველა თანამედროვე მიზეზი შურია. ყველა თანამედროვე ფილმი გარკვეულწილად მხატვრული რეკლამაა, მისი მიზანია გააღვიძოს შეძენის სურვილი. რაც უნდა იფხიზლოთ და ეცადოთ დაიცვათ თავი აბეზარი რეკლამისაგან არაფერი გამოვა. ამ იდეის ავტორებმა იციან თავისი საქმე და შესანიშნავადაც აკეთებენ მას.

   განსაკუთრებული წარმატება სერიალებმა მოიპოვეს. თვეების განმა-ვლობაში მაყურებელი ფილმის გმირების გვერდითაა, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება, გმირებთან ერთად წყვეტს პრობლემებს და ეჩვევა არა მარტო ფილმის საზოგaდოებას, არამედ გარემოსაც.

   „შურიანი გმობს არა ადამიანის საქციელს, არამედ ღვთის განგებას... რადგან ადამიანის წინააღმდეგ კი არა, ღვთის წინააღმდეგაა მიმართული მისი გმობა" - წერდა ღირსი იოანე კასიანე რომაელი. საპნის ოპერებზე ლაპარაკი ხუმრობა აღარაა, საქმე გვაქვს სერიოზულ ცოდვით დაცემასთან - ღვთის გამო დრტვინვა. „ეშმაკს უხარია ჩვენი დაღუპვა, თავად დაეცა შურის გამო და ცდილობს ჩვენც შეგვებრძოლოს და დაგვცეს ამავე ვნებით" (წმ. ბასილი დიდი).

   კიდევ ერთი მიზეზი არსებობს სანახაობების მიმართ ფხიზელი და-მოკიდებულებისათვის, ეს ეხება ბელეტრისტიკასაც.

   ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად ახასიათებს გაღიზიანება. გარემო, ახ-ლობლების სახეები გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევაზე, ხასიათზე და გარეგნობაზეც კი.

   მხატვრული ლიტერატურის, თეატრის, კინემატოგრაფიის წყალობით ის წრე, სადაც ვტრიალებთ, ფართოვდება. ახალი ნაცნობების წიგნის, სცენის, ეკრანის გმირები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ადგილსაც იმკვიდრებენ ისე, რომ ვერც ვამჩნევთ, როგორ ვბაძავთ მათ ლაპარაკის მანერაში, ქცევაში - ცხოვრების სტილში.

   „ვიცნობდი ერთ გოგოს... რომელიც ქარიშხლიან ღამეში ქარაფიდან გადაეშვა მდინარეში და დაიღუპა საკუთარი კაპრიზის გამო, ერთდერთი, რაც მას უნდოდა, ყოფილიყო შექსპირის ოფელიას მსგავსი. (თ. დოსტოევსკი „ძმები კარამაზოვები"). ეს ამბავი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი კი არაა, დოსტოევსკის მხედველობაში ჰქონდა ნამდვილი ისტორია.

   არც თუ ისე დიდი ხანია ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ვიდეომაგნი-ტოფონი შემოვიდა. სახლი გაივსო ჰოლივუდური სახეებით. უცებ შეიცვალა ჩვენი თანაქალაქელების გარეგნობაც. ამერიკული სიარული, ამერიკული ღიმილი, ხელის ჩამორთმევა, ჟესტები, ჭამის, ჩაცმის, მანქანაში ჩაჯდომის მანერა, უფრო სწორად კინოამერიკული ანუ ჰოლივუდური მანერები.

  არსებობს ასეთი ცნება - იმიჯი (ინგლ. სახე, გამოსახულება), იგი იტევს აზრს არა მარტო გარეგნული სახის, არამედ ადამიანის საქციელის შესახებ. იმიჯი - ეს ჩვენი პიროვნების სახე კი არაა, არამედ სახე, რომელიც მივიღეთ საზოგადოებაში შესასვლელად. ეს პრა-ქტიკულად როლია, რომელიც შეიძლება შევცვალოთ საჭიროების მიხედვით.

   ფსიქოლოგი გამოიმუშავებს ადამიანის საქციელის მოდელს, მისი ხა-სიათის, სოციალური მდგომარეობის, საკრედიტო ბარათის, ჩვევის შესაბამისად, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მიმართოს პროფესიონალ ფსიქოლოგს დახმარებისთვის. ასეთ შემთხვევაში იმიჯს ნაწილობრივ იღებენ კინოდან, (იქცევიან ისე, როგორც ისინი, ვისაც არ ჰყოფნის ფული, რათა დიზაინერთან შეიკეროს რაიმე ექსკლუზიური და მიდის მზა ტანსაცმლის მაღაზიაში).

   ჩვენ შეძრწუნებული და განრისხებული ვიღებთ ახალ ინფორმაც-იებს გენური ინჟინერიის და იმ ცდების შესახებ, როდესაც ცდილობენ შექმნან ხელოვნური, დაპროგრამებული პიროვნება, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან მიიღონ და გაატარონ ცხოვრებაში სხვისი პროგრამა, შეცვალონ საკუთარი „მე".

   არაეკლესიური ადამიანი ვერ ხედავს პიროვნების ღირებულებას. მას არაფრად უღირს ღვთისგან ბოძებული ნიჭი, და ამიტომ იგი მუდამ მზადაა შეეგუოს, მოირგოს შესაფერისი ნიღაბი.

   მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის დამახასიათებელია მისწ-რაფება ჭეშმარიტებაში ყოფნისკენ, განრიდება ტყუილის, თამაშისა და სიყალბისაგან. მართლმადიდებელი ხშირად საუბრობს საკუთარ სინდისთან, ყურადღებით ადევნებს თვალყურს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. სულიერი სიფხიზლე აძლევს ძალას მორწმუნე ადამიანს განიწმიდოს დიდებისმოყვარებისა, ამპარტავნებისა და თავის თავზე ცრუ წარმოდგენისაგან. მართლმოწრმუნე აიძულებს თავს საკუთარი „მეს" სრულყოფისკენ, ნიჭის განვითარებისკენ, რომ არ მიემსგავსოს იმ ზარმაც და მზაკვარ მონას, რომელიც „წავიდა და დაფლა ტალანტი... მიწაში". (მათე. 25-25).

   ამის საშუალებით მართლმადიდებლობაში ადამიანი არ უსახურდ-ება, პირიქით, ცდილობს გამოავლინოს თავისი პიროვნება. მოძებნოს და აღადგინოს ღვთის სახე. კი არ შეცვალოს, არამედ განაახლოს ის, რასაც მასში ხედავს უფალი.

   წმიდა მამები კრძალავდნენ ნებისმიერ, თუნდაც პატარა გარდასახ-ვას, გარეგნობის შეცვლას, მისადმი მოურიდებელ დამოკიდებულებას.

   მე-6 მსოფლიო კრების დადგენილების 62-ე მუხლი უკრძალავდა მა-მაკაცებს ეტარებინათ ქალის ტანსაცმელი, ხოლო ქალებს - მამაკაცისა. ასევე კრძალავდა ნიღბების ტარებას.

  ზოგიერთ მორწმუნეს ჰგონია, რომ თეატრს და კინემატორგაფს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ სინდისსა და სულს, რომ გარყვნილი სანახაობა ცალკეა, ხოლო მაყურებლის სული კი თავისთვის. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ისტორია.

   ერთმა ბერმა დაინახა სამიკიტნოში შემავალი ახალგაზრდა მონაზ-ონი. დაელოდა. გამოსულს შეახსენა ასეთი ცხოვრების საშიშროების შესახებ.

   - გაიარე, ბერო! ღმერთი ჩვენგან სუფთა გულის გარდა არაფერს ითხოვს - უპასუხა ახალგაზრდამ.

   - დიდება შენდა, ღმერთო! - აღმოხდა ბერს - ორმოცდაათი წელია მონასტერში ვცხოვრობ და ჯერაც ვერ მოვიხვეჭე გულის სიწმიდე, შენ სამიკიტნოებში სიარულით გინდა მიაღწიო ამას! ღმერთმა და-გვიფაროს ორივე, და არ დაგვაგდოს მისი მოწყალების გარეშე" - უთხრა ბოლოს ბერმა და განეშორა („სულიერი მდელო").



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება