მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მსოფლიო დაიღუპება, როდესაც სრულიად განქარდება მტრის სიყვარული - წმიდა სილუანე ათონელის თხზულებებიდან
მსოფლიო დაიღუპება, როდესაც სრულიად განქარდება მტრის სიყვარული - წმიდა სილუანე ათონელის თხზულებებიდან7-04-2016, 14:08 |
ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ის ადამანებიც კი, რომელნიც მტრის სიყვარულის მცნებას გულით ღებულობენ, ცხოვრებაში ვერ ასრულებენ მას. რატომ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მტრის შეყვარება ღვთის მადლის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ ამ მადლს, თორემ ღმერთი მას აუცილებლად მოგვანიჭებდა. ხშირად, არა მხოლოდ ურწმუნონი, არამედ აღმსარებელი ქრისტი-ანებიც კი მტერთან მიმართებაში ქრისტეს მცნების მიხედვით არ მოქმედებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელსაყრელი იქნება მხოლოდ მტრისათვის - ის გამოიყენებს ჩვენს „სისუსტეს" და სიყვარულზე სიძულვილით გვიპასუხებს და ეს იქნება ბოროტების ზეიმი. აზრი ქრისტიანობის „სისუსტის" შესახებ ერთობ მცდარია. წმიდან-ები ფლობენ საკმარის ძალას, რათა მასებზე იმოქმედონ, მაგრამ ისინი საპირისპირო გზით მიდიან. ისინი ემონებიან ძმას, და ამის მეშვეობით იძენენ ისეთ სიყვარულს, რომელიც „არასადა დავარდის". ამ გზით მავალნი მუდამ გამარჯვებულნი არიან. ძალისმიერი გამარჯვება არასოდეს მყარი არაა, ის სირცხვილია კაცობრიობი-სათვის. წმიდა სილუანე ათონელი მრავალი წლის განმავლობაში ლოცულ-ობდა კეთილდღეობისათვის მსოფლიოში და ჩვენთვის უხილავად ღვთის მადლი აუწყებდა მას, რომ სანამ არსებობს დედამიწაზე ასეთი სიყვარული და ლოცვა, ღმერთი დაიფარავს ქვეყნიერებას, ხოლო, როდესაც სრულიად განქარდება მტრის სიყვარული, მსოფლიო საყოველთაო უთანხმოების ცეცხლში დაიღუპება.
●●●
ადრე ვფიქრობდი, რომ ღმერთი მხოლოდ წმინდანთა ლოცვით ახდ-ენს სასწაულებს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თავმდაბლობის შე-მთხვევაში ცოდვილისათვის ახდენს სასწაულს. როდესაც ადამიანი სწავლობს სიმდაბლეს, მაშინ ღმერთი ისმენს მის ლოცვას. მრავალი გამოუცდელობით ამბობ, რომ რომელიღაც წმიდანმა მოახ-დინა სასწაული, მაგრამ მე გავიგე, რომ ეს ადამიანში მცხოვრები სულიწმიდა იყო. ღმერთს ყველასი ცხონება სურს და ამიტომ ისმენს ცოდვილის ლოცვასაც. ისე უნდა დავნაყრდეთ, რომ საკვების მიღების შემდეგ ლოცვის სურ-ვილი გვქონდეს, რომ სული მუდამ გაუმაძღარ მდგომარეობაში მიილტვოდეს ღვთისაკენ. ცხოვრების წესი, როგორც პატარა ბავშვებს, უბრალო უნდა გვქონდეს, მაშინ ღვთის მადლი მუდამ ჩვენს სულში იქნება.
●●●
ყველა, ვინც მიჰყვება უფალ იესო ქრისტეს, სულიერ ღვაწლშია. ამგ-ვარი ბრძოლა წმიდანებმა, სულიწმიდის მადლით, ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად ისწავლეს. სულიწმიდა მოძღვრავდა, შთააგონებდა და მტერზე გამარჯვების ძალას ანიჭებდა მათ. სულიწმიდის შეწევნის გარეშე ადამიანის სულს არ შეუძლია ამ ბრძოლის დაწყება, იმიტომ რომ არ იცის, ვინ და სად არის მისი მტერი. ჩვენი ბრძოლა ყოველდღე და ყოველ წამს მიმდინარეობს. თუ ძმა განიკითხე ან აწყენინე, ამით შინაგან სამყაროს კარგავ. თუ იამპარტავნე ან იქედმაღლე - კარგავ ღვთის მადლს. თუ მრუში აზრი დაგეუფლა და დროულად არ განაგდე, შენი სული დაკარგავს ღვთის სიყვარულსა და კადნიერებას ლოცვის დროს. თუ ფული და ძალაუფლება გიყვარს, ვერასოდეს შეიცნობ ღვთის სიყვარულს. თუ შენი ძმა შეიძულე, ეს იმას ნიშნავს, რომ განუდექი ღმერთს და ბოროტი დაეუფლება შენს სულს.
●●●
უფრთხილდი ორ აზრს და გეშინოდეს მათი. ერთი გეუბნება, შენ წმიდანი ხარ; მეორე - შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი მტრისგანაა და მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ ამგვარად იფიქრე: მე ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, მას უყვარს ადამიანი და სინანულის შემთხვევაში, შემინდობს ცოდვას. გწამდეს ეს და ღმერთი შეგინდობს ცოდვას. მაგრამ ნუ მიენდობი საკუთარ ღვაწლს, რაგინდ ძლიერად არ უნდა იღვწოდე. ღმერთს სურს, რომ თავდაბალნი, მშვიდნი და მიმტევებელნი ვიყ-ოთ, მაშინ ღმერთიც სიხარულით მიგვიტევებს. ღმერთს ყველა უყვარს, ჩვენც მას უნდა ვბაძავდეთ და გვიყვარდეს ყოველი ადამიანი.
წმიდა სილუანე ათონელის თხზულებებიდან Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |