მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანთა დაცინვის ჩვევა
ადამიანთა დაცინვის ჩვევა12-03-2016, 00:02 |
თითოეულ ჩვენგანში ერთმანეთისადმი დაცინვის მიდრეკილება შე-იმჩნევა. ზოგიერთებში ეს მიდრეკილება ვნებაში გადაიზრდება ისე, რომ მოყვასის დაცინვის უმცირესი შესაძლებლობის არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან. ჩვენ სიამოვნებით დავცინით ყველას და ყველაფერს და ამასთან არ ვინდობთ არა მარტო ჩვენი ახლობლების მანკიერებებს, არამედ - მათ სათნოებებსაც. ადამიანთა დაცინვის ჩვევა არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ჩვენ გვგონია. სინამდვილეში კი ის დაუნდობელი და შურიანი გართობაა. თუკი ჩვენ ადამიანთა გამასხარავება გვსიამოვნებს, ეს უტყუარი მაჩვენებელია იმისა, რომ მათ მიმართ მტრულად ვართ განწყობილნი და გულითადი მშვიდობა არ გაგვაჩნია. ჩვენი დაცინვის მიზანი ხომ ადამიანის დამცირება და გაბრაზებაა. რა უნდა იყოს ამნაირ გართო-ბაზე უფრო მეტი დანაშაული? ჩვენი დაცინვის საგანი რომ მხოლოდ მანკიერებები იყოს, მაშინ ვერავინ დაგვადანაშაულებდა უსამართ-ლობაში. (ყველა ადამიანური მანკიერება იმსახურებს გაკიცხვას და აქედან გამომდინარე საკადრის პასუხს). მანკიერებების გამასხარავე-ბით მათ მიმართ ჩვენს მტრულ გრძნობებს გამოვხატავდით და დავგმობდით როგორც სხვებში, ასევე საკუთარ თავში არსებულს. მაგრამ ჩვენ ხომ არა მანკიერებების, არამედ მანკიერი ადამიანების დაცინვა გვიყვარს და აქ ჩვენ სრულიად უსამართლონი და ბოროტნი ვხდებით. ასეთი ადამიანები სინამდვილეში არა დაცინვას, არამედ შებრალებას იმსახურებენ, ვინაიდან ყოველი მანკიერება ადამიანს ჭეშმარიტად უბედურს ხდის. უბედურია ქურდი, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ღვთის სამსჯავროც ელოდება. უბედურია გარყვნილი, რომელიც უტყვ ცხოველებთან ერთად დახოხავს მიწაზე. უბედურია ძუნწი ადამიანი, რომელსაც არავითარი სიხარული არ გააჩნია. უბედურია გამფლანგ-ველი, რომელიც დროსტარებით იწყებს და სიღატაკით ამთავრებს. უბედურია მექრთამე, რომელსაც ადამიანები წყევლიან. მანკიერი ადამიანი ნამდვილი უბედურია და მისი დაცინვა, მის მდგომარე-ობაზე მასხრობა, მხოლოდ ბოროტ ადამიანს თუ შეუძლია. ჩვენს დაცინვას უწესო ადამიანების გამოსწორება რომ შეეძლოს, მა-შინ ის საპატიო იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაცინვა ვერასოდეს ვერ გამოასწორებს ადამიანს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გააბოროტებს მას. ვართ რაიმეთი უკეთესები მათზე, ვისაც დავცინით? ჩვენს გარშემო მყოფ საზოგადოებაში ჩვენ უწესრიგობა, მტრობა, უბედურება და ყველანაირი ბოროტება შეგვაქვს, ჩვენი ახლობლებიდან ისინი, რომლებიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვეჩვენება და რომელთაც დაუნდობ-ლად ვამასხარავებთ, ასეთები ჩვენი წყალობით გახდნენ. რამ უბიძგა ამ ადამიანს გამხდარიყო ქურდი? სხვისი ქონებისადმი უპატივცემულობის მაგალითის მიცემით, ამაში ჩვენ მნიშვნელოვნად დავეხმარეთ მას. რატომ გახდა ეს ადამიანი ლოთი? ჩვენ გასამრჯელოდ პურისა და ფულის ნაცვლად ღვინოს ვასმევდით, რამაც ლოთობას მიაჩვია. რა მიზეზით მიეცა ეს ადამიანი გარყვნილებას? ჩვენ ვხრწნიდით მას, როცა უსირცხვილო საუბრებს ვაწარმოებდით, მაცდუნებელი მაგა-ლითები მოგვყავდა, საზიზღარ მანკიერებას მიმზიდველი სახით წარმოვუდგენდით. ვინ დათესა მტრობა ამ ოჯახში? ჩვენ დავასმინეთ ცოლი ქმართან და ქმარი ცოლთან, ბავშვები მშობლებთან და მშობლები ბავშვებთან და ა.შ. ყველა ჩვენი ბოროტმოქმედების შემდეგ ჩვენ კიდევ ვიცინით და ვმასხრობთ იმ ადამიანურ უბედურებებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს მიერაა შექმნილი... აღსანიშნავია რომ მხოლოდ ძალზე მანკიერ ადამიანებს ახასიათებთ ახლობლების დაცინვა. ადამიანების, მათი ნამდვილი ან მოჩვენებითი მანკიერების გამო გამასხარავებით, დამცინავებს უნდათ თქვან, რომ თვითონ უმანკოები არიან. სინამდვილეში კი ასეთი მზაკვრული ხერხის განყენებისკენ სწორედ უნამუსოება უბიძგებს მათ. ამგვარად, თუ რომელიმე ჩვენგანს სხვების სახალხოდ გამასხარავება უყვარს, ამ ადამიანზე ნუ იფიქრებთ რომ თვითონ სხვებზე სუფთაა. სწორედ ისაა ყველაზე თავშეუკავებელი ადამიანი, პირველი გარყვნილი, მტაცებე-ლი, მატყუარა, ჭორიკანა, თვალთმაქცი, ყოველგვარ ბინძურ საქმეზე წამსვლელი. ერთი სიტყვით, ყველაზე მანკიერი, უსინდისო და გონება შეშლილი ადამიანი. ეს რომ ასეა სინამდვილეში, დაიჯერეთ და არ დაუჭიროთ მხარი ჩვენში დამკვიდრებულ ცუდი ადამიანების მიერ მათზე უკეთესების გამასხარავების უსამართლო ჩვეულებას. ჩვენდა სამარცხვინოდ კეთილი ადამიანების დაცინვაც წეს-ჩვეულ-ებად ჩამოგვიყალიბდა. თუკი ლოთი როგორღაც მოახერხებს გონზე მოსვლას, მას არა მარტო მისი თანამესუფრე მეგობრები დასცინებენ, არამედ სხვა ბოროტმზახველი ადამიანებიც და სინდისის ქეჯნის გარეშე მკრეხელურ მეტსახელს „წმინდანს" შეარქმევენ. ვინც უკანონო კავშირების მოშლას გადაწყვეტს, ის ვერ აცდება მწარე გამასხარავებას. ადამიანთა გამასხარავება ჩვენთან იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ მიუხედავად მისი სიბოროტისა და უსამართლობისა ზნეობრივ მანკიერებად არც კი ითვლება. ცუდად მოიქცევი - შენზე იცინიან, კარგად მოიქცევი - მაინც იცი-ნიან. ბოროტ ადამიანთაგან დაცინვას ვერსად და ვერასდროს ვერ გაექცევი. ქრისტიანული სიბრძნე მიგვითითებს უებარ საშუალებაზე, რომელიც ჩვენი გამასხარავება უვნებელი იქნება. ეს საშუალება ძალზე მარტივია - დაცინვას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. დაცინვის გამო ნუ გავბრაზდებით და მალე შეწყვეტენ მას. ვინაიდან უმეტესად გულფიცხ ადამიანებს აბრაზებენ. ღირს კი ბოროტი ადამიანების მასხრობა იმად, რომ ავფორიაქდეთ და დავწუხრდეთ? დავუშვათ, რომ ბოროტი ადამიანების მასხრობა საზოგადოებაში ჩვენზე ცუდ ხმებს ავრცელებს. თუკი ჩვენ გავღიზიანდებით და გავბრაზდებით, ამით ხელს შევუწყობთ ბოროტი აზრის შექმნას და დაცინვის საფუძვლიანობას დავადასტურებთ. ხოლო, თუ დაცინვას მშვიდად და აუღელვებლად შევხვდებით, მას არავინ არ დაიჯერებს და მიზნის მიუღწევლად თავისთავად შეწყდება. დამცინავს არაფერი ისე არ აქეზებს, როგორც ჩვენი გაბრაზება და არაფერი ისე არ განაიარაღებს, როგორც ჩვენი სიმშვიდე.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |