მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოყვასთან მშვიდობის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

მოყვასთან მშვიდობის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი


9-02-2016, 00:05

მოყვასთან მშვიდობის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ყველასთან მშვიდობა გვქონდეს? ამას მივაღწევთ მაშინ, თუკი, როგორც უსახლკარო ან დევნილი მოგზაურები და მწირები, (უცხოეთიდან გადმოხვეწილი, უთვისტომო ადამიანები) ისე ვცხოვრობთ და არავითარი სააქაო სიტკბოებით არ დავტყვევდებით. ვინაიდან მტრობასა და ჩხუბს უმეტესად სწორედ წუთისოფლის სიამეთა სიყვარული: დიდების, სიმდიდრისა ან ტკბობისადმი ძლიერი მიდრეკილება იწვევს. როდესაც ყველა ამ ბორკილს გაწყვეტ და სულის დატყვევებას რაიმე მსგავსით არ დაუშვებ, მაშინ დაინახავ, ქიშპობა სათავეს საიდან იღებს და სათნოებათა საძირკველი სად დევს. ქრისტე იმიტომ გვიბრძანებს მგლებს შორის ცხვრები ვიყოთ, რომ შენ არა თქვა: მე ესა და ეს რომ დამემართა, ამიტომ გავსასტიკდიო. მრავალი წყენაც რომ განიცადო, ცხვრად დარჩი და მგლებს დაამარცხებ. შეიძლება ვიღაცა ბოროტი და უწმინდურია, მაგრამ შენ გაქვს ძალა, რომლითაც ბოროტებსაც დაამარცხებ. ვინ არის ცხვარზე მეტად მორჩილი? ან ვინ არის მგელზე უფრო სასტიკი? მაგრამ, როგორც მოციქულთა ცხოვრებიდან ჩანს, პირველი მეორეს ამარცხებს. იმიტომ, რომ არაფერია სიმშვიდეზე და სულგრძელად განსაცდელთა დათმენაზე უფრო ძლიერი. ქრისტემ სწორედ ამიტომ მოგვცა მცნება - მგლებს შორის ცხვრები ვიყოთ. აგვიხსნა რა, თუ თავისი მოსწავლე როგორი უნდა იყოს, უფალმა დაამატა: „იყვენით უმანკო, ვითარცა ტრედნი" (მათ. 10.16). ამით ორი მორჩილი და უწყინარი ცხოველის სიმშვიდე შეაერთა. ასეთ სიმშვიდეს მოითხოვს ჩვენგან უფალი. როცა ავი ადამიანების გარემოცვაში ვართ ნუ მეტყვი: ის ბოროტია და მე ვერ ვითმენო. სიმშვიდის ძალა, ქმედითუნარიანობა, ღირსება და სარგებელი სწორედ ავ და ჩვენდამი მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურ-თიერთობაში წარმოჩინდება. სიყვარულით განწყობილებს თავს რომ გვესხმოდნენ, გვემტერებოდნენ, მზაკვრულ ინტრიგებს გვიწყო-ბდნენ, ჩვენ მაინც უნდა გვახსოვდეს მცნება, რომელიც გვიბრძანებს - მგლებს შორის ვიყოთ ვითარცა ცხვრები და მტრედები, რათა ისინიც უკეთესებად იქცნენ და თვითონაც ზეციურ სიკეთეებს მივეახლოთ.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება