მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სად ვეძიოთ ჭეშმარიტი თავისუფლება? - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

სად ვეძიოთ ჭეშმარიტი თავისუფლება? - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


4-04-2016, 00:04

 

  ერში ხშირად ისმის შეძახილები თავისუფლების შესახებ: ხალხი ყვირის, იქნევს ხელებს, ითხოვს თავისუფლებას! მაგრამ ვინ წაართვა იგი? ვის ძალუძს დაუბრუნოს? ეხლა ყველა მმართველი პირობას დებს, რომ დაიცავს თავისი ერის უფლებებს, სახელმწიფოები თავს იქებენ ლიბერალიზმით, მათი იდეალი - ამერიკაა, მისი სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკებაა... მიუხედავად ამისა - ყოველი ადამიანი უფრო მეტად გრძნობს ამ ქვეყანაზე ყოველი მხრიდან შევიწროებას, შეზღუდვას, აკრძალვას, დამოკიდებულებას. რა არის ამის მიზეზი? იგი უბრალოა!

    ღმრთისაგან ნეტარებისათვის შექმნილ ადამიანს - სამოთხეში ჰქო-ნდა სრულიად ყველაფერი, ის რაც კი შეეძლოთ ესურვათ მის წმიდა სამშვინველსა და სხეულს საამო ცხოვრებისათვის, მის სულს კი სწყუროდა ღმერთთან სულიერი ურთიერთობა, მხოლოდ მასში შეეძლო ეპოვა სიხარული, თავისი არსებობის აზრი და მიზანი - და ესეც მას ჰქონდა გახსნილი. მაგრამ არასწორად გამოიყენა რა თავისუფლება, ადამიანი დაეცა, ამის შემდეგ შეწყდა ღმერთთან მადლისმიერი ურთიერთობა. მიწა დაწყევლილია და აღარ აღმო-აცენებს ადამიანისათვის მის მასაზრდოებელ ნაყოფს, ვიდრე იგი „ოფლითა პირისა მისისათა" არ მოიპოვებს თავისთვის არსებობის პურს. ადამიანის სული დაემონა ხორცს, ამჟამად ის ეძებს თავის ყველა უსასრულო სურვილების დაკმაყოფილებას შეზღუდულ მატერიალურ სამყაროში. ეს სულის სურვილები, ნივთიერებისადმი მიმართულნი, გადადიან ავადმყოფობაში, ბუნებრივი მოთხოვნილე-ბანი გარდაიქმნებიან ვნებებად. და აი - იმყოფება რა გზააბნეული ადამიანი ექსორიობაში, ამ ციხეში, განიზრახავს იმის ძიებას, რაც დაკარგა სამოთხეში: ოცნებობს მოიწყოს თავისთვის სამეფო პალატნი, გააშენოს თავისი „ედემის" ბაღი, სწადია სიყვარული, ძალაუფლება, სიმდიდრე, სიტკბოება. მაგრამ ამ ქვეყანაზე რომ მიაღწიოს ამას, სადაც ლუკმაპურიც კი არ მოიპოვება შრომისა და ოფლის გარეშე - ხალხი ცდილობს დაიმონოს მოყვასი, მოატყუოს მეზობელი, გაძარცვოს გამვლელი. ადამიანისათვის ბუნებრივია არა მცირე, არამედ უდიდესი განსვენების, უსაზღვრო ბედნიერების წადილი და ძიება! ეძიებს რა ამას დედამიწაზე, ის იძულებულია თავის მოყვასთან მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდეს, რადგანაც აქ შეუძლებელია იყოს ბედ-ნიერება - შეზღუდულ სამყაროში - არის მხოლოდ უსაზღვრო სახენი. და, აი, ამ ბრძოლას ვხედავთ ყველგან - ბავშვებს შორის, უფროსებს შორის, მმართველებს შორის და სახელმწიფოებს შორის! ასე რომ, ამ ქვეყნად შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი თავისუფლება!

    ქრისტეანები სხვაგვარად ეძიებენ თავისუფლებას! როგორც ვხედ-ავთ - უფალი იესუ ქრისტე არ ასწავლის ებრაელებს რომაელების შევიწროებისაგან განთავისუფლების ძიებას, რომელიც მათ ასე უმძიმთ, არამედ ბრძანებს „მიცემად კეისრისა კეისარსა", მოციქული ჰმოძღვრის მონას, რომელმაც მიიღო ქრისტეანობა არ დამწუხრდეს მონობის გამო, და თუ მას შეუძლია კიდეც განთავისუფლდეს - ურჩევს ამჯობინოს მონობა, ამბობს რა, რომ მონა - ქრისტეანი ქრისტეში უკვე განთავისუფლებულა, თავისუფალი კი - მონაა ქრისტესი (1 კორ. 7.21). ცხადია, რომ ქრისტეანებს არ უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ ხალხი, გარემოება, მთავრობა შეზღუდავენ მათ გარეგნულ თავისუფლებას (ისინი ხომ არ თვლიან ამ ქვეყანას თავიანთ ნამდვილ სახლად, დროებით სამყოფელში კი რად არ მოვითმინოთ შევიწროება, როგორც ამას ითმენს შორეული ქვეყნიდან საკუთარ სახლში მიმავალი ადამიანი, რომელიმე გზაზე მდებარე სასტუმროში). ჩვენ უნდა გვეშინოდეს სხვაგვარი მონობისა - ცოდვის მონობისა, სწორედ, რომ ცოდვა გვბოჭავს ჩვენ, გვართმევს თავისუფლებას, გვაიძულებს ვიმყოფებოდეთ ჩვენივე უაზრო სურვილების ასასრულებლად აუტანელ მონობაში. ვინც სძლია თავის თავში ამა სოფლის მატყუარა სიხარულთან მიჯაჭვულობას, ვინც ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, ვისი გულიც აღტაცებულ იქნა ზეციერის, მარადისობის მიმართ სიყვარულით - მას არ ეშინია დაკარგოს აქ რაიმე დროებითი, მზადაა დაუთმოს სხვებს მიწიერი სიკეთენი: ის „უძლურებათა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა შინა ქრისტესთვის" - გულმხიარულია (2 კორ. 12. 10), ჯაჭვებს შინაც და ბორკილებს შინაც - თავისუფალია, რადგან თავისუფალია მისი სული ამა სოფლისაგან. მისთვის „ცხოვრება ქრისტე არს, და სიკვდილი - შესაძინელ"! (ფილიპ. 1.21).

    ასე რომ, არის ჭეშმარიტი თავისუფლება - ქრისტეში! და არის თავი-სუფლების ქიმერა - ის, რომელსაც მეფსალმუნე დავით მეფე ეძახის „თავისუფლებას მკვდართა თანა" (ფს. 87) - თავისუფლება ცოდვილისა ცოდვიდეს სხვებთან ერთად - საუკუნო დაღუპვისათვის განწირუ-ლებთან, ცოცხლად მკვდრებთან! უფრო ხშირად ადამიანები, რომ-ლებიც მოთხოვნით გაჰყვირიან ქუჩებში „თავისუფლებას", სურთ სწორედ ეს - „თავისუფლება მკვდართა თანა".

    ჩვენ კი გვახსოვს სახარების სიტყვები: „უკეთუ სცნათ ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ", „უკეთუ ძემან განგათა-ვისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ" (იოან. 8. 32,36). ამინ.

 




არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება