მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გონებაგამჭრიახობა მოწყალების საქმეში

გონებაგამჭრიახობა მოწყალების საქმეში


8-02-2016, 00:00

 

   უნდა შევასრულოთ თუ არა მოყვასის ყველა მოთხოვნა?

  უფალმა ბრძანა: „რომელსა უნდა სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი და რომელი წარიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მოვლე მის თანა ორიცა. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი". (მათ. 5, 40-42).

   თუმცა, ამ მცნების შესასრულებლად აუცილებელია გონებაგამჭრი-ახობა, ანუ მოყვასის თხოვნისადმი დაუშვებელია დაუფიქრებელი, ფორმალური მიდგომა.

   ასე მაგალითად, ყველასათვის გასაგებია, რომ ქრისტიანმა უარი უნ-და უთხრას მოყვასს სხვა ადამიანის წყენაზე, თვითმკვლელს - შხამის პოვნაზე, ლოთს არაყის შოვნაზე და ა.შ.

   ღირსი ბარსანუფი დიდის ნაშრომში კი ასეთ რჩევებს ვპოულობთ: „თუ იცი, რომ მთხოვნელს არ უჭირს და გთხოვს, არ მისცე მას, არამედ უთხარი: „მე მცნება მაქვს სულიერი მოძღვრისგან - მხოლოდ გაჭირვებულთა დახმარება". და ეს არ იქნება სიმკაცრე. ორი ბორო-ტებისგან, რომლის დაძლევა არ შეგვიძლია, უნდა ავირჩიოთ უმცირესი. ამიტომ სჯობს უარით გაისტუმრო მოყვასი, ვიდრე მიაყენო მას სულიერი ზიანი".

   მაგრამ, ზოგ შემთხვევაში არც თუ ისე იოლია გაარკვიო: რამ გამო-იწვია მოყვასის მოთხოვნა - მისმა ვნებამ და სულიერმა სისუსტემ თუ მართლაც გაჭირვებამ?

   ამ შემთხვევაში წმინდა მამები გვირჩევენ, რომ უმჯობესია დაეხმარო მთხოვნელს, ვიდრე დაუშვა მართლაც გაჭირვებულის დახმარების შესაძლებლობა. ვინც გასცემს, იგი ყოველთვის სულიერ სარგებელს მიიღებს.

   მწყემსი - ანგელოზი ეუბნებოდა იერემიას: „ყველა გლახაკს მიეცი უბრალოებით ნუ დაეჭვდები იმაზე, ვისთვის გასცემ დახმარებას. რატომ და რისთვის აიღო, ღვთის წინაშე პასუხს აგებს მიმღები". ამიტომ, წმ. მამები ამბობენ: „გაეცი მოწყალება, მაშინაც კი, როდესაც მთხოვნელი შეძლებულია".

   იოანე კრონშტანდტელი წერს: „რატომ არ გსურს გაცემა ადამიანი-სათვის, რომელსაც არ უჭირს, ჯანმრთელია და თითქოს არ იმსახურებს მოწყალებას. შეინანე ეს, რადგან ჩვენც ღვთის მოწყალება გვანიჭებს უხვად წყალობას. მაშინ როდესაც იგი ჩვენ ისედაც საკმარისად გვაქვს. მოყვასისადმი სიყვარული ასე უნდა გალაპა-რაკებდეს: თუმცა მას არ უჭირს, მაინც ცუდი არ იქნება თუ შევეწევი მას (სიმართლე გითხრათ, ხუთი და ათი კაპიკი არ გაამდიდრებს მას, მე მწყალობს ღმერთი, მაშ რატომ არ დავეხმარო სხვას? ვამბობ: მას სჭირდება რადგან, ვინ გამოგიწვდის ხელს თუ არ უჭირს? შენ რომ მხოლოდ დამსახურებულად მიიღო ღვთისგან წყალობა, მაშინ ალბათ, ღატაკივით უნდა იარო. შენ ღმერთი შენი დამსახურებისამებრ არ გწყალობს უხვად, თუმცა შენ ძალიან გსურს რომ იგი ყოველთვის იყოს უხვი. მაშ, რატომ არ გინდა იყო უხვი მოყვასთან, თუნდაც მას არ უჭირდეს?"

   ამბროსი ოპიტნელს ჰქონდა წესი: მთხოვნელისათვის არ ეთქვა უა-რი. იგი ეხმარებოდა იმ ადამიანებსაც კი, ვისზეც ეუბნებოდნენ, რომ ისინი ღვინისთვის სთხოვდნენ ფულს, რადგან გლახაკი, თუნდაც აშკარა ლოთი, არაყისა და ღვინის გარდა საკვებსაც საჭიროებს).

   ამიტომ უარის თქმა მოწყალების თხოვნის დროს დასაშვებია მხო-ლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებულნი ვართ, რომ მოყვასს ამით სულიერ სარგებელს მივანიჭებთ. უარის მიზეზი სიძუნწე არ უნდა იყოს, მხოლოდ მოყვასის სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს.

   მოწყალების საქმეში საჭიროა გონებაგამჭრიახობა, მაგრამ თუ ასეთი ნიჭი არ გვაქვს, სჯობს მამების რჩევებს მივყვეთ - ყოველთვის დავეხმაროთ მთხოვნელს, და მივენდოთ მის სიტყვებს.

   პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „რა-მეთუ არა რაითა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით." (2 კორ. 8. 13).

  „ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით (ძუნწად) რიდობითაცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნურცა უნებლებით, რამეთუ მხიარუ-ლებით მისაცემელი უყვარს უფალსა" (2 კორ. 6-7).

   მოციქული არ ამბობს რომ გავცეთ ზედმეტი, ჩვენთვის გასაჭირად, მაგრამ გვასწავლის რომ გულხვავობისთვის ჯილდოც დიდია.

  მამების კიდევ ერთი რჩევა უნდა გვახსოვდეს: „გაეცი იმაზე მეტი რასაც გთხოვენ".

   ასეთი რამეც ხშირად ხდება: მოყვასს სურს ჩვენთვის მოწყალების გა-ცემა, ჩვენ კი არ ვღებულობთ და გულს ვტკენთ მას, უნდა შეგვეძლოს არა მარტო სიყვარულით გაცემა, არამედ მადლიერებით მიღებაც!

   უდაბნოში მცხოვრებ ერთ ბერთან ბევრი მორწმუნე მიდიოდა და შე-საწირს უტოვებდა, ის კი არ იღებდა, რის გამოც ადამიანები ნაწყენი მიდიოდნენ. შეწუხებული ბერი სხვა ბერთან მივიდა რჩევის საკით-ხავად, მან ურჩია: ერთი ხელით აიღე, მეორეთი კი გაეცი.

   წმიდა იოანე კრონშტანდტელთან ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა, დიდი რაოდენობით ფული მოჰქონდათ, ის კი დაუფიქრებლად გასცემდა მას, მის კარებთან შეჭირვებულთა რიგი იდგა.




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება