მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ათონის წმიდა მთა
ათონის წმიდა მთა6-05-2016, 00:05 |
ათონის წმიდა მთა - ღვთისმშობლის წილხვედრი პირველი ადგილი დედამიწაზე - მართლმადიდებლობის აუღებელი ბასტიონი. იქ ყოველივე სინანულის განცდით, შეუსუსტებელი ასკეტური ღვაწ-ლითა და მოუწყინებელი ლოცვითაა აღვსილი. წმიდა მთის საოცარ გარემოს ზევიდან უხილავად ეფინება მადლმოსილი საფარი ზეციური დედოფლისა. მთელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის ცნობილნი არიან ათო-ნის მთის ღვთივსულიერი მამები: იოსებ (ისიხასტი, 1959 წ.), პაისი (ეზნეპიდისი, 1924-1994) და სხვები. ათონზე დღესაც მოღვაწეობს ათობით (ორმოცდაათამდე) ღვთივგა-ნბრძნობილი მამა, მაგრამ ეს თანამედროვე მოღვაწენი არავისათვის არიან ცნობილნი, რადგან იწრო და უაღრესად თავმდაბლური გზით მიდიან მარადისობისაკენ. ისინი მალავენ თავიანთ ღვაწლს და არაფრით გამოირჩევიან სხვა ბერებისაგან. მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ღმერთი გამოაჩენს ამ სულიერ გიგანტებს და მათი მეშვეობით საოცარ სასწაულებს მოგვივლენს, რათა გვიხსნას სასო-წარკვეთილებისაგან, განგვამტკიცოს რწმენაში და მოგვამზადოს აღმსარებლური და მოწამეობრივი აღსასრულისათვის. ათონური გადმოცემების თანახმად, ათონის წმიდა მთაზე არსებობს საიდუმლო საძმო - თორმეტი უხილავი ღვთივსულიერი განდეგილი ბერი. ამ წმიდა მამებმა - „მიწიერმა ანგელოზებმა" და „ზეციურმა ადამიანებმა" - მიუწვდომელ სულიერ სიმაღლეებს მიაღწიეს. ადამი-ანები მათ მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში თუ იხილავენ. მათი გულმხურვალე ლოცვა კოლოსალურ გავლენას ახდენს მთელი დედამიწის მომავალზე. ათონზე ერთი განსაცვიფრებელი ფაქტი მოხდა. 1999 წელს თურქეთი საბერძნეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას აპი-რებდა. თავდასხმის წინა დღეები იდგა. სადესანტო ბრიგადის საზეიმო შემოწმების დროს მწყობრიდან გამოვიდა ერთი ჯარისკაცი (ფარული ქრისტიანი) და უშიშრად აღიარა: „მე ვერ დავღვრი ჩემი ერთმორწმუნე ძმების სისხლს". ოფიცერმა ჯარისკაცს მაშინვე თავი მოკვეთა ხმლით და მოხდა საოცრება. თავმოკვეთილი ჯარისკაცის ცხედრიდან კეთილსურნელება იფრქვეოდა. ყველა მისტიურმა შიშმა შეიპყრო. ათასობით მუსლიმანი მეომარი გაოცებით შესცქეროდა ამ სასწაულს. ვერავინ შესძლო ახლოს მისვლა. გარდაცვლილს განსა-კუთრებული ღვთაებრივი ძალა იცავდა. ერთი დღის შემდეგ მძლავრმა მიწისძვრამ დაანგრია თურქეთის სა-ომარი ბაზები, შტაბები, კომპიუტერული ცენტრები... ამ ფაქტის კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია. ნათელია, რომ სულიერი თვალსაზრისით მომავალი მსოფლიო ტი-რანიის შემაკავებელი ძალა მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. მოსალოდნელი მსოფლიო ომი მილიარდობით ადამიანის სიცოცხ-ლეს იმსხვერპლებს. ომი რადიკალურად შეცვლის მსოფლიოს გეოპოლიტიკას და გადამწყვეტ გავლენას მოახდენს დედამიწის სა-ბოლოო ხვედრზე, მსოფლიო ელვისებური სისწრაფით მიექანება თავისი დასასრულისაკენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ათონის წმიდა მთა, ოდესმე მთელ ნახ-ევარკუნძულთან ერთად, ზღვაში ჩაიძირება. ასეთია ნება ღვთისა! წმ. მთის გადმოცემის მიხედვით ანტიქრისტე ვერასოდეს დაადგამს ფეხს ათონის მთაზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის ივერთა მონასტერს წმიდა მთას სამუდამოდ დაფარავს წყალი.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |