მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზაცია და მისი შედეგები

გლობალიზაცია და მისი შედეგები


6-02-2016, 00:00

 

  დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არის არა უბრალო ნგრევა, არამედ ნიადაგის მომზადება ახალი მშენებლობისათვის. მართალია მშენებლობის ჭეშმარიტი ობიექტი ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ მისი პირობითი ნიშნები დედააზრს სულ უფრო უახლოვდება. დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესების აშკარად სახელდებენ გლობალი-ზაციად. პროექტის მიზანი კი მდგომარეობს ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს მშენებლობაში ერთიანი მთავრობით, ერთიანი ვალუტ-ით, ერთიანი ხალხით, კულტურით და მისთ. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების აზრი, მხოლოდ ამ კონტექსტშია გასაგები.

   მსოფლიო სახელმწიფოს შესაქმნელად საჭიროა ცალკეული ქვეყნე-ბის სუვერენიტეტის შესუსტება. სწორედ ეს პროცესი შეიმჩნევა მთელს მსოფლიოში. ძალაუფლება თანდათანობით ტრანსნაციონა-ლური კორპორაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელში გადადის. მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია საერთაშორისო კანონმდებლობის პრიორიტეტი ეროვნულთან მიმართებაში. მაშასა-დამე, ჩვენ უკვე ვერ ვიცხოვრებთ ჩვენი ქვეყნის კანონებით, თუკი ისინი უთანხმოებაში იქნებიან საერთაშორისო კანონებთან. ეროვ-ნული ფულადი ერთეულების კურსი სუსტდება და დამოკიდებული ხდება დოლარზე, რომელმაც უნდა შეასრულოს მსოფლიო ვალუტის როლი. პერსპექტივაში იგეგმება ერთიან ელექტრონულ ფულზე გადასვლა, რის შესახებ არაერთხელ გვაცნობეს მასობრივი ინფორ-მაციის საშუალებებშიც.

   მთელს მსოფლიოში ჩქარი ტემპით მიმდინარეობს მოქალაქეთა ელ-ექტრონული სააღრიცხვო ბარათების შედგენა და მათი დანომვრა. ჩვენს ქვეყანაში ეს ხორციელდება გადასახადის საიდენტიფიკაციო ნომრების თავზე მოხვევით. მომზადებულია კანონპროექტი „რუ-სეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს პასპორტში პირადი კოდის შეტანას; კანონპროექტი „პერსონალური ხასიათის ინფორმაციის შეკრებისა და შენახვის შესახებ", რომელიც მოცემულ ინფორმაციის საზღვარგარეთ გადაცემას უკეთებს ლეგალიზაციას. ე.ი. იქმნება პირობები ყოველ ადამიანზე საყოველთაო ზედამხედველობისათვის.

   პირველი მოსმენით მიღებულია რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის მე-17 თავი, რომელიც ნებას რთავს უზარმაზარი ტე-რიტორიების დაუბრკოლებლად გაყიდვას. ძალით გააქვთ კანონები, რომლებიც უცხოელებს მიწის შეძენის უფლებას აძლევენ. თუ ეს მოხდება, ჩვენ შეიძლება უცებ დავკარგოთ ქვეყანა და გავხდეთ ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ მიმართული ერთიანი სახელმწიფოს ანუ „მსოფლიო მოქალაქეები".

   რუსეთის განათლების რეფორმის ავტორები არც მალავენ, რომ მი-ზნად ისახავენ ჩვენი და დასავლეთის განათლების გაერთგვარებას. ეს არის თორმეტწლიან სწავლებაზე გადასვლა; საგამოცდო ტესტირების ერთიანი სისტემა (რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად მკვეთრად ამდაბლებს ცოდნის დონეს. მშობლიური ენისა და ლიტერატურის და ისტორიის დონეს). მშობლიური ენისა და ლიტერატურის და ისტორიის საათების შემცირებას იმავდროული ინგლისური ენის საათების გაზრდით. ეს უკანასკნელი ზოგიერთისათვის გაუგებარი და აბსურდულია, მაგრამ გლობალიზაციის ფონზე ძალზე ლოგიკურია; ვინაიდან გლობალიზაციის პროცესებს მართავს აშშ, სწორედ ინგლისური ენა უნდა გახდეს მომავალი მსოფლიო სახელმწიფოს ძირითადი ენა. ხოლო ადამიანები რომ ადვილად გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები, საჭიროა დავიწყებას მიეცეს ეროვნული ენა, ლიტერა-ტურა, ისტორია.

   მზადდება და ნაწილობრივ უკვე რეალიზდება ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე ტოვებს. ერთის მხრივ, ასეთი მდგომარეობა ათანაბრებს რუსეთის მოსახლეობას სხვა ხალხის მდგომარეობასთან, რაც აუცილებელია ერთიანი სახელმ-წიფოს შესაქმნელად. მეორე მხრივ, სამედიცინო მომსახურების გაუარესება აუცილებლად მიგვიყვანს სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდასთან, რომელმაც ისედაც ეპიდემიის ხასიათი მიიღო. ექსპერტთა შეფასებებით ჯანდაცვის რეფორმას უახლოეს მომავალში შეუძლია ქვეყნის მოსახლეობა ორი მესამედით შეამციროს.

   ადგილობრივი მოსახლეობის შემცირება ერთ-ერთი ძირითადი ამო-ცანაა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის გზაზე. სწორედ ამიტომ, რუსეთში რამდენიმე ბავშვის გაჩენისა და აღზრდისათვის არავითარი პირობა არ არსებობს. პარალელურად სახელმწიფო აქტიურად ნერგავს და მხარს უჭერს „ოჯახის დაგეგმარების" სამსახურს, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ახორციელებს გენოციდს, რამეთუ ბავშვებისა და ახალგაზრდების გარყვნა „უსაფრთხო სექსის" პროპაგნდით, ასევე აბორტები, კონტრაცეფცია და სტერილიზაცია, რომელსაც აღნიშნული სამსახურები ასრულებენ, არამც და არამც არ უწყობენ ხელს მოსახლეობის ზრდას. ამერიკელი ინსტრუქტორების განწესებით ოჯახის დაგეგმარების სამსახური ხშირად, შენიღბულად, დედათა და ბავშვთა დაცვის სისტემაშია შერწყმული, მაგრამ ეს არაფრით არ ამცირებს მის გენოციდურ არსს.

   მოსახლეობის შემცირების აღმოსაფხვრელად გვთავაზობენ არა ბავ-შვების გაჩენისათვის პირობების გაუმჯობესებას ან აბორტების აკრძალვას (პოლონეთში ასეთმა აკრძალვამ მკვეთრად გააუმჯობესა დემოგრაფიული სიტუაცია), არამედ ემიგრანტების მიზიდვას. გაეროში შემუშავებული ერთ-ერთი სცენარის მიხედვით უახლოეს 50 წელიწადში ჩვენს დაცარიელებად ტერიტორიაზე უნდა მივიღოთ 253 მლნ. ემიგრანტი. მიწის გაყიდვა; განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები; „ოჯახის დაგეგმარების" სამსახური ხელს შეუწყობენ ასეთ „ჩამნაცვლებელ დემოგრაფიას".

   შედეგად რუსეთი გადაიქცევა საკუთარ ძირს მოწყვეტილ ადამიანთა თავშესაყრელად და ამიტომ ყველა ქვეყნის გაერთიანების საწი-ნააღმდეგო არაფერი ექნებათ. ვის ინტერესებს დაიცავს მსოფლიო სახელმწიფო? ამ კითხვაზე პასუხისათვის სასარგებლო იქნება გლო-ბალიზაციის იდეოლოგიების გაცნობა. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მოვიხსენიებთ. გლობალური ინიციატივების უდიდესი ნაწილი (გადასახადების საიდენტიფიკაციო ნომრის დანერგვა, განათლების და ჯანდაცვის რეფორმები) მსოფლიო ბანკის ფულით ხორციელდება. რობერტ მაკნამარი - მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტია. მანამდე, ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი იყო და სახელი „გაითქვა" მშვიდობიანი მოსახლეობის მთელი სოფლების გადაწევით. გატაცებული იყო კაცობრიობის „ზედმეტი" ნაწილის განადგურების იდეით. შედიოდა სატანისტურ ორგანიზაციაში „ლუციფერის ტრესტი". ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფე-დერაციის დამაარსებელი მარგარეტ ზანგერი, - ასევე „ლუციფერის ტრესტის" წევრი. ჟაკ ატტალი მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ღიად აღიარებს სატანისტურ შეხედულებებს, რომ-ლებიც გადმოცემულია მის წიგნებში: ოჯახი დანგრევა, ადამიანის გადაქცევა ნივთად, კანიბალიზმის თანამედროვე ფორმები და მისთ.

   „გლობალიზატორების გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდე-ბით მსოფლიოში, სადაც კეთილი და ბოროტი ადგილებს გაცვლიან. ტრადიციულ ფასეულობათა ერთგულ ადამიანებს დაერქმევათ „დამნაშავეები", „ფუნდამენტალისტები", „ფაშისტები", „იზოლაციო-ნისტები" და ა.შ. იზეიმებს სატანური ღირებულებები, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკების, ჰომოსექსუალიზმის და სხვა სი-ბილწეთა ლეგალიზებას; მოხუცთა და ავადმყოფთა მოკვლას ევთანაზიის (ადამიანის მოკვდინება მსუბუქი, სწრაფი სიკვდილი - მთარგმ.) ნიღბით, სისასტიკის, სადიზმის, ყველა სახის ჯადოქრობის და სხვათა მოძალებას. ასე რომ, მოზეიმე პროგრესის ნიღბით სინამდვილეში იზეიმებს რეგრესი, უკუნეთ წარმართობაში დაბრუ-ნება და სასწაულებრივი გამხეცება.

   ხალხის ნების გარეშე მსოფლიო სახელმწიფოს ვერ შექმნიან, ამიტომ გლობალურ რეფორმებს ყველა დონეზე უნდა შევეწინააღმდეგოთ. ნუ დავუჯერებთ მათ, ვინც რუსეთისათვის ერთიან მსოფლიო სივრცეში ღირსეული ადგილის დაკავებას ქადაგებს, იქ რუსეთი უბრალოდ, აღარ იარსებებს.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება