მთავარი > დარვინიზმი, მთავარი გვედის ფოტო > დარვინი და ახალი მსოფლიო წესრიგი
დარვინი და ახალი მსოფლიო წესრიგი8-03-2016, 00:00 |
დარვინის ბაბუა ერაზმი და მამა რობერტი გაერთიანებული იყვნენ მასონურ ორგანიზაციაში. ქრისტიანობისადმი უარყოფითად განწყო-ბილი დარვინი ავტობიოგრაფიაში წერდა იმ წყეულ „დოქტრინაზე", რომელიც ყველა ურწმუნოს მარადიულ ტანჯვას უმზადებს. მერე კი ყვებოდა, როგორ დაკარგა ღვთის რწმენა: „ურწმუნოება ჩემში შემოვიდა ძალიან ნელა, თანდათანობით, სანამ არ ავივსე ბოლომდე". დარვინი შეპყრობილი იყო იდეით, ეპოვა მექანიზმი, რომელიც ჩაუ-ყრიდა საფუძველს მის ევოლუციის თეორიას. 1871 წელს დარვინმა გამოაქვეყნა წიგნი: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა". ამ ნაშრომში იგი ამტკიცებდა, რომ „ადამიანი წარმოიშვა ბანჯგვ-ლიანი, კუდიანი, ოთხფეხა მაიმუნისაგან". დარვინი ექსპერიმენტს ატარებდა, მაგრამ ერთი სახეობის სხვა სახ-ეობად გადაქცევის შესაძლებლობა არ დადასტურდა. მან ვერ დაანგრია ბიბლიური მარადიულობის ბარიერი. დარვინისა და მისი მომხრეების საპირისპირო არგუმენტი იყო ცოც-ხალ და მკვდარ სახეობებში გარდამავალი ფორმების არარსებობა. ამის დასამტკიცებლად არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყეს, მაგრამ ხელი მოეცარათ. თვითონ დარვინი წერდა: „შეიძლება დამაჯერებლად ვამტკიცოთ, რომ გეოლოგიამ ვერ გახსნა ვერცერთი კვანძი და ეს, შეიძლება, იყოს ყველაზე ხილული და სერიოზული არგუმენტი, რომელსაც ჩემი თეორიის წინააღმდეგ გამოიყენებენ". კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობისაა ორი ლაფსუსი: პირველი - სი-ცოცხლის წარმოშობის საკითხი, მეორე - მტკიცება მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის შესახებ. XX საუკუნის თითქმის ყველა სამეცნიერო სენსაცია, სკანდალი და იმედგაცრუება დაკავშირებულია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესის რგოლის ძიებასთან. 1908 წელს საფრანგეთში გათხრების დროს ნაპოვნი იქნა ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც ეწოდა ნეანდერტალელი. მისი გამოსახულება და მაკეტი ვრცელდებოდა ყველგან - წიგნიდან წიგნში, მუზეუმიდან მუზეუმში. მხოლოდ 50 წლის შემდეგ იქნა ჩონჩხი თავიდან შეს-წავლილი და ნათელი გახდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანის ძვლები, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ნახევარ მაიმუნთან. 1922 წელს ნებრასკის შტატში (აშშ) გათხრებისას აღმოაჩინეს მუდმ-ივი კბილი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ იგი ეკუთვნის პით-ეკანთროპის უახლეს ტიპს. ხოლო 1928 წელს დადგენილ იქნა, რომ ეს კბილი გარეული ღორის იყო. ამგვარად, ევოლუციის თეორიას მტკიცება არ გააჩნია. არავის არსად გამოუყენებია იგი ლაბორატორიულ ექსპერიმენტში. ევოლუციის თეორია - ეს ანტიცოდნაა. "მთელი ჩემი სიცოცხლე მასულელებდნენ მითით, რომ ევოლუცია ჭეშმარიტება იყო" - განაცხადა 1981 წელს დიდი ბრიტანეთის პალეონთოლიგიის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეც-იალისტმა პეტგერსონმა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |