მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ბავშვთა ავადმყოფური მდგომარეობის ანალიზმა, მრავალი ექიმი და პროფესორი მიიყვანა საწყის წერტილამდე, - ბავშვის გაჩენის მომენტამდე. აღმოჩნდა, რომ ეს მცირედი პერიოდი, როდესაც იბადება ბავშვი, ზოგიერთ შემთხვევაში ტოვებს კატასტროფულ კვალს ადამიანის მომდევნო განვი

ბავშვთა ავადმყოფური მდგომარეობის ანალიზმა, მრავალი ექიმი და პროფესორი მიიყვანა საწყის წერტილამდე, - ბავშვის გაჩენის მომენტამდე. აღმოჩნდა, რომ ეს მცირედი პერიოდი, როდესაც იბადება ბავშვი, ზოგიერთ შემთხვევაში ტოვებს კატასტროფულ კვალს ადამიანის მომდევნო განვი


2-02-2016, 00:07

 

 

მშობიარობის ტრავმა

   

   დღეს ხშირად გაიგონებთ ფრაზას „მშობიარობის ტრავმა". ტრავმი-რება საკმაოდ ხშირად ხდება, მათ შორის თანამედროვე მოწყობი-ლობებით აღჭურვილ სამშობიარო სახლებში. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? როგორც კი წარმოვიდგენთ, რა პირობებში მიმდინარეობს მშობიარობა, როგორია განწყობა ბავშვისადმი, პასუხი თავისთავად იბადება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სიყვარულით ხვდებიან თუ არა მშობლები შვილს.

   მოდით, განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც შვილი არ არის სასურ-ველი. რა ხდება ამ შემთხვევაში? თუ ქალი პირველად მშობიარობს, მას ეშინია ტკივილის. იგი ძალიან ნერვიულობს, მას ძირითადი ყურადღება მიმართული აქვს საკუთარი თავისადმი. იგი საერთოდ ივიწყებს თავის ბავშვს. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ იგი მთლიანად შთანთქავს ქალს. ამასთანავე შინაგანი შიში ქვეცნობიერად უკუაგდებს ბავშვს, როგორც მიზეზს დედის ტანჯვისა. რაც უფრო დიდია შიში, მით უფრო ნაკლებადსასურველია ბავშვი.

   სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მშობიარობის ტრავმების პროცენ-ტმა ძალიან იმატა. პრობლემა იმაში კი არ არის, რომელი ექიმი ღებულობს მშობიარობას, არამედ იმაში, ვინ მშობიარობს. ტრავმა გამომდინარეობს არა გარეგნული მიზეზების, არამედ ქალის მოუმზადებლობისაგან, მისი შეცდომითი განწყობისა და მამის ინდეფერანტული მდგომარეობისაგან.



დედის ეგოიზმის შედეგი


   ბავშვისადმი უყურადღებობა ძლიერ მოქმედებს მის სულიერ მდგო-მარეობაზე. ბავშვი იწყებს მოძრაობას, დედას თავს ახსენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც უყურადღებოდ რჩება. ამის გამო იგი კვლავ განაგრძობს წრიალს. საბოლოოდ კი ჭიპლარი შემოეხვევა, რაც მეტად ართულებს მშობიარობის პროცესს. ასეთი შემთხვევები, არც თუ იშვიათად, ბავშვის გარდაცვალებით მთავრდება. იბადება მკვდარი ადამიანი, თუმცა ერთი-ორი დღის წინ იგი სრულიად ჯანმრთელი იყო. გამოკვლევა ადასტურებს, რომ გარდაცვალება მოხდა არა მშობიარობის დროს, არამედ მანამდე.

   ბავშვისადმი უყურადღებობა ბადებს ათასგვარ დეპრესიულ მდგო-მარეობასა და დაავადებას. მაგალითად, მძიმე მშობიარობის შემდეგ ბავშვები არ შორდებიან დედას, ყველაფრის ეშინიათ, დედის მცირე ხნით გასვლა სხვა ოთახში აღიქმება, როგორც კატასტროფა. ბევრს საერთოდ არ უნდა იატაკზე დგომა, სულ ხელში აყვანას ითხოვს. ზოგიერთს იმდენად ძლიერი სტრესი აქვს გადატანილი მშობიარობის დროს, რომ თითქმის 8-10 წლამდე არ შორდებიან დედას.

  გარდა ამისა, ცუდი მშობიარობის შედეგია სხვადასხვა ფსიქიური მოშლილობა, სისტემატიური კაპრიზი, სულმოკლეობა, შიში, უკი-დურესი თავისმოყვარება, ეგოიზმი, ასეთ სავალალო შედეგს ტოვებს დედის ინდეფერენტულობა მშობიარობის დროს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ბავშვის გაჩენას დიდი სიხარული არ მოსდევს, როცა ბავშვი არასასურველია, დედა კი იძულებულია იგი გააჩინოს, ეს სულიერი ტრავმები ორმაგდება.



მამა მეუღლის მშობიარობის დროს


   რა მოვალეობას ასრულებს მამა მშობიარობის დროს? ძალიან ხში-რად მშობიარობის დროს, ბავშვები მოკლებულნი არიან მამის მხარდაჭერას. მამა დაკავებულია თავისი საქმეებით. ერთადერთი რაც მას შეუძლია, ეს მცირედი ნერვიულობაა მშობიარობის დაწყების გამო. იმას კი, რამდენად სერიოზულია მისი როლი, იგი ვერ აცნობიერებს. ხშირად უყურადღებო დედას უყურადღებო ქმარიც ჰყავს. ასეთ მამას შეიძლება საერთოდ არ გაახსენდეს მეუღლის მშობიარობა. სამშობიარო სახლში მეუღლე მიყავს არა ქმარს, არამედ ნათესავს ან მეზობელს. ქმარი კი ამ დროს შეიძლება მეგობრებთან ერთად ზეიმობს, ერთობა ან თვრება. დღეს ხშირად შეხვდებით თითქოს გონიერს, მაგრამ უყურადღებოს ოჯახის მიმართ. ბავშვები, განსა-კუთრებით კი ბიჭები, მშობიარობის დროს რჩებიან სულიერად მიტოვებულნი, მზრუნველობას მოკლებულნი. ასეთი უყურადღე-ბობის გამო, ბავშვის ხასიათში ფორმირდება შიში, სულმოკლეობა, ღალატი, სულიერი უსუსურობა.



რატომ ხდება შვილი ნარკომანი


   ფიზიოლოგიური თუ სულიერი სტრესის გადამტანი ვაჟები, შემდ-გომში ნუგეშს კვლავ ფიზიოლოგიურ საშუალებებში პოულობენ, კერძოდ - სიგარეტში და ნარკოტიკებში. გასაკვირი არ არის რომ ცრუმანუგეშებელი საშუალებებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ უმე-ტესად იმ ბავშვებს, რომელთაც გადაიტანეს მარტოობა, უყურად-ღებობა და გულგრილობა მშობიარობამდე და მშობიარობის დროს. ამ ბავშვთა ხვედრი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მშობლები არ იცვლიან თავიანთი ცხოვრების წესს და თავიანთ განწყობას შვილების მიმართ. ბავშვები კი გულგრილები, უხეშები და სასტიკები ყალიბდებიან. სწორედ ასეთი ბავშვების უმრავლესობა შეადგენს დამნაშავეთა სამყაროს ძირითად ნაწილს.

   დღეს ბევრი ბავშვი ქურდობს და მათთან საუბარი, დარიგება, გაფ-რთხილება, არავითარ შედეგს არ გვაძლევს. საუბრის დროს თითქოს ყურადღებით გისმენენ, პირობას გაძლევენ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. მაგრამ ეს ერთი ან ორი დღით. შემდეგ კი კვლავ იპარავენ. შემდგომი დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ბავშვს საერთოდ დახშული აქვს სინდისის ხმა. მას არ გააჩნია შინაგანი, ზნეობრივი კანონი, რომელმაც უნდა გააჩეროს მისი ბოროტი ქმედება. ურთ-იერთობის რაღაც მომენტში იგი თითქოს აფასებს ჩვენს მზრუ-ნველობას, მაგრამ მეორე დღეს ავიწყდება და მოიპარავს ორჯერ მეტს. ყველაზე მეტად მშობლებს აწუხებს, რადგან საბოლოო ჯამში ასეთი ბავშვები აკონტროლებენ ოჯახს.

   საერთოდ, თავიანთი ფიზიოლოგიური თუ სულიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისინი მიმართავენ ალკოჰოლს, ნარკოტიკს და არავითარი დასჯა ან დედის ცრემლები არ ცვლის მათ ცხოვრებას. არის შემთხვევები, როდესაც თხუთმეტი წლის ვაჟი სცემს საკუთარ დედას მარტო იმის გამო, რომ დედამ არ მისცა ფული ან არ გადავიდა უფრო მაღალანაზღაურებიან სამსახურში, რათა შვილის ტირანული მოთ-ხოვნები დააკმაყოფილოს.

   ასეთი ბავშვები დამნაშავეთა სამყაროს ძირითად ნაწილს შეადგენენ. ეს ის ადამიანებია, რომელთაც დაკარგეს შინაგანი კანონი, ადამიანები, რომელთაც მშობიარობის ტრავმის გამო მიჩქმალული აქვთ სინდისის ხმა.

  სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას არ სურს ეკლესიური ცხოვრება, ვერ ძლებს ეკლესიაში. ზოგიერთი მათგანი ცდილობს შეცვალოს ცხოვრების წესი, მაგრამ სინდისი დახშული აქვს, მადლი ვერ იდგამს ფესვებს მასში. ბავშვი ეწინააღმდეგება მადლს და კვლავ უბრუნდება დამნაშავეთა სამყაროს.



მღვდელი ანატოლი გარმაევი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება