მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > პასუხები კითხვებზე სულიერი ცხოვრების შესახებ წმ. იოანე კრონშტანდტელისა
პასუხები კითხვებზე სულიერი ცხოვრების შესახებ წმ. იოანე კრონშტანდტელისა1-04-2016, 00:01 |
1. კითხვა: როგორ განვიკურნოთ თავი ცოდვებისაგან? პასუხი: კაცობრიობის ამ უძველესი სენისაგან განკურნების საშუალ-ება ადამიანს არ ჰქონია და არც ახლა გააჩნია. ადამიანის დაცემული ბუნების გამოსწორებისათვის საჭიროა ღვთის შემწეობა. ამისათვის სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება მას მაცხოვარი, რომლის გარეშე კაცობრიობა სამუდამოდ დაიღუპებოდა თავის ცოდვებში. სწორედ მაცხოვარმა, ძე ღვთისამ, ღმერთკაცმა იესო ქრისტემ, აღასრულა ჩვენთვის სრული მორჩილება: „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილამდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა" (ფილ. 2,8). მან მისცა ადამიანებს მაცხოვნებელი მცნებები, თავისი ცხოვრების მაგალითით გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. და მოგვცა „ყოველივე თვისისა ღვთაებისა ძალი საცხოვნებლად და ღვთისა სამსახურებლად" (2 პეტ. 1-3). ასე რომ, იესო ქრისტეს მადლითა და წყალობით შეგვიძლია ვნებებისა და უკეთური მიდრეკილებების დამარცხება. 2. კითხვა: რა ვიღონთ, რათა საკუთარი ცოდვები დავინახოთ? პასუხი: თქვენ ვერ ხედავთ საკუთარ ცოდვებს? ილოცე ღვთის წინა-შე, რათა მან მოგმადლოს ხედვა შენი ცოდვებისა. მოდით, ერ-თობლივი ძალებით ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ხოლო შემდეგ, აღსარების დროს, გულმხურვალე სინანულით ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. უპირველესი და უმთავრესი ჩვენი ცოდვა ის არის, რომ ვერ ვგრძნ-ობთ, თუ რა დიდი ცოდვილები ვართ. ვერ ვხედავთ, რომ არა წყალობის, არამედ ღვთის რისხვის ღირსი ვართ. დაე, განვიკითხოთ საკუთარი თავი და ვთქვათ ღვთის წინაშე: „მე ვარ უდიდესი ცოდვილი. ღმერთო, მომმადლე ხედვა და განცდა ჩემი ცოდვებისა". 3. კითხვა: რა მოგვეთხოვება აღსარების თქმის დროს? პასუხი: შემნანებელისაგან მოითხოვება რწმენა ქრისტესი და იმედი ღვთის მრავალმოწყალებისა. აღსარების თქმის მსურველს უნდა სწამდეს, რომ ამ საიდუმლოს აღსრულების დროს თვით ქრისტე უხილავად დგას იქ და ისმენს მის აღსარებას. უნდა გვწამდეს, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ცოდვების მიტევება. მაცხოვარი თავისი უსაზღვრო მოწყალებით მუდამ მზად არის შეგვინდოს ყოველი ცოდვა. ჩვენ კი მხოლოდ გულწრფელი სინანული, გამოსწორების სურვილი და ღვთის რწმენა მოგვეთხოვება. „სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით!" (მარკ. 5, 34). - უხილავად სწორედ ამგვარად ეუბნება მაცხოვარი მღვდლის მეშვეობით ცოდვებმიმ-ტევებელ ადამიანს. 4. კითხვა: ცხონდება ის, ვინც მხოლოდ სახელად იწოდება ქრი-სტიანად? პასუხი: „არიან მცირედნი არა ამა სოფლისანნი, რომელნიც მოთმ-ინებით მიილტვიან ზეციური სამშობლოსაკენ, მაგრამ ისინი სძულს მსოფლიოს. რა მოხდა ამით? სამაგიეროდ ისინი უყვარს ღმერთს, უყვარს ანგელოზებსა და ყოველ წმინდანს. მრავალ ჩვენგანს ეტყვიან: „თქვენ ქრისტიანებად მხოლოდ სახელად იწოდებოდით და არა საქმეებით. თქვენ ესწრებოდით წირვა-ლოცვებს, ღებულობდით ეკლესიის საიდუმლოებებს, მაგრამ გულის გამოსწორებას არ ცდილობდით. მხოლოდ საკუთარი ნებით ცხოვრობდით და არ გსურდათ იმის გაგება „რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12, 2). თქვენ მოგეცათ ღვთის მცნებები, და მათ არ ასრულებდით. თქვენ მოგიწოდებდნენ ზეცისაკენ არა ერთხელ, არამედ მრავალგზის, და თქუენ უარი თქვით. ახლა ყველაფერი დასრულდა. მიიღეთ მართლმსაჯული ღმერთის პასუხი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთ-ათვის". 5. კითხვა: ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი? პასუხი: ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა მხოლოდ, ვინც თავის ჯვარს იტ-ვირთავს, ე.ი. იტვირთავს განსაცდელს, მწუხარებას, დევნას, შევიწ-როებას. მაცხოვარი ამბობს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავის თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე". (მათ. 16, 24). ჭეშმარიტი ქრისტიანი გამოირჩევა სიმდაბლით, ის საკუთარ თავს ყველაზე ცუდ ადამიანად თვლის, არ ამაყობს, არ ქედმაღლობს. მაღალი წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად, ის ყველას მონად და მსახურად მიიჩნევს თავის თავს. და სწორედ ამ სიმდაბლის გამო ის ჭეშმარიტად ყველაზე ამაღლებულია. ხოლო, პირიქით, სიამაყე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ქედმაღლობა და ამპარტავნობა, ამცირებს ადამიანს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |