მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნათლისღების დღესასწაული - წმიდა იოანე მაქსიმოვიჩი
ნათლისღების დღესასწაული - წმიდა იოანე მაქსიმოვიჩი19-01-2016, 00:02 |
ნათლისღება ქრისტესი, მისი მოვლინებაა მიწაზე და წმიდა სამების განცხადება ადამიანთა წინაშე არის დასაწყისი ჩვენი სულიერი განათლებისა. ამ დღიდან განცხადდება ქრისტე, ამ დღიდან იწყებს იგი გაცხად-ებულად სწავლებასა და ქადაგებას, ახდენს სასწაულებს, და შემდეგში ივნება კაცობრიობისათვის, რათა აცხოვნოს ყოველი ადამიანი. ქრისტეს განცხადება წმიდა სამების განცხადებასთან არის დაკავში-რებული. ძველი აღთქმის წიგნები მხოლოდ შეფარვით გვაუწყებენ წმიდა სამების შესახებ, სამების სამივე პირი კი შემდეგ განცხადდა. ამ დიდებულ დღეს ქრისტეს გზის განმზადებისათვის ღვთისგან მო-ვლინებულ იქნა წინამორბედი და წინასწარმეტყველი იოანე. მან თავისი ქადაგებით სინანული აღძრა ადამიანებში, მოამზადა ქრისტეს პირველი მოწაფეები და მანვე გამოაცხადა მესიის მოსვლის შესახებ და მიუთითა ქრისტეზე სიტყვებით: „აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი". მაგრამ როგორ აღსრულდა ეს ღვთაებრივი საიდუმლო? როდესაც მოიწია ჟამი, მოვიდა ქრისტე იოანესთან. მიუხედავად იმი-სა, რომ ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, იოანე არ იცნობდა იესოს, იმიტომ, რომ მანამდე იესო არ მისულა უდაბნოში, რომელშიც იოანე იმყოფებოდა. ღმერთმა აუწყა იოანეს, რომ მესიაზე სული წმიდა გარდამოვიდა, რომლის საშუალებითაც იცნობდა იოანე მას. იესოს მიახლოების-თანავე იოანემ იგრძნო მესიის მოახლოება და თქვა: „მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხუალა?" „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" - უპასუხა ქრისტემ. იოანე დაემორჩილა და მონათლა იესო. ზეციერმა მეუფემ მდაბლად დაუხარა თავი თავის მონას, შემოქმედმა - თავის ქმნილებას. „და, განიხუნეს ცაი, და იხილა სული წმიდაი, გარდამომავალი, ვით-არცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა" და ზეციდან მოისმა ხმა მამისა ღმერთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". აღსრულდა ის, რაც ღვთისაგან ეუწყა იოანეს, - მის წინაშე იდგა მესია, თვით ძე ღვთისა ცხოველისა. ასე განცხადდა მსოფლიოში წმიდა სამება. იქ არ ყოფილა ხალხმრ-ავლობა, მთელ კაცობრიობას იოანე ნათლისმცემელი წარმოადგენდა, მისი მეშვეობით ეუწყა მსოფლიოს დანახულისა და მოსმენილის შესახებ. პირველად იოანემ იქადაგა წმიდა სამების შესახებ, შემდეგ კი მისდამი რწმენა და ცოდნა უფრო ვრცლად იხსნება თვით მაცხოვრისა და სული წმიდის მიერ. იორდანეში ქრისტეს ნათლისღებამ და წმიდა სამების განცხადებამ აკურთხა მდინარე იორდანისა და მასთან ერთად დედამიწის ყველა წყალი. წყალთან ერთად იკურთხა მთელი ბუნება. მაგრამ სანამ არსებობს ცოდვა, „ყოველი დაბადებული თანაკუნესის და თანაელმის მოაქამომდე" - ამბობს მოციქული პავლე, მაგრამ ისიც იმედს იტოვებს, რომ „გან-ვე-თავისუფლებით მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა" (რომ. 8, 21). ამგვარ თავისუფლებას საფუძველი იორდანეში ჩაეყარა, როდესაც ქრისტემ წყლით კურთხევით ნათლობის საიდუმლო დაუდგინა კაცობრიობას, რითაც მას აღორძინებისა და სულიწმიდის მადლის მიღების ძალა ეძლევა. კაცობრიობის ნათლისღება და ამასთანავე მთელი ბუნების კურთხ-ევა მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება, ხოლო ამის შემდეგ განადგურდება ახლანდელი სამყარო და ახალი მიწა შეიქმნება, სადაც მხოლოდ ღვთის სიმართლე დაივანებს. ის იქნება არა ახალი ქმნილება, არამედ ცოდვებისაგან განწმენდილი ბუნება, სადაც მარა-დიული ცხოვრების ღირსი ადამიანები წმინდა სამების ღვთაებრივი ნათლით დატკბებიან და ანგელოზებთან ერთად ადიდებენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ამინ.
წმ. იოანე (მაქსიმოვიჩი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |