მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, ახალი ამბები, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (23.12.2015 წ.)

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (23.12.2015 წ.)


23-12-2015, 12:53

 

   წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ

   

   წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპო-ლიტი ანდრია (გვაზავა). განიხილეს შემდეგი საკითხები:

   

   1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფი-ლების თავჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმიდა და დიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოების მსვლე-ლობის შესახებ;


   2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაად-გინეს:

  ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ,- ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება. 

   ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ გა-ნწესდეს 1(14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.

   ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართვე-ლოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

   გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელი-წადში ორჯერ: 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.


   3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომა-რეობის შესახებ.

   მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კან-ონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია.

   ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურის-დიქციას და ვცნობთ ჩვენც.

  ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქ-იების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით.

   გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსე-ბულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.

   წმინდა სინოდმა დაადგინა:

   დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღ-ლეს სასწავლებლებს, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ის-ტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადება კონს-ტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიის-თვის.

  ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევართ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.

   ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქ-მედებისათვის ზრუნვა.


  4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამ-რეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ. 

   ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედა-ლზე დაამთავრა 30-მა მოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63 ახალგაზრდაზე. კურს-დამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდ-ენტი.

   მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე.

  წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, - „მე და საზოგადოების", შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათ-ვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელ-იგიური ჯგუფების აზრიც.


   5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო და-წესებულებების დაფინანსების საკითხი.

   დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.


   6. წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შეს-ახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადე-ბებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოც-ხადდა.

   დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრე-ბის მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება.


 



უკან დაბრუნება