მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მადლი ცხადდება წმ. ზიარების საიდუმლოებაში - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

მადლი ცხადდება წმ. ზიარების საიდუმლოებაში - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


21-01-2016, 00:01

 

   ნათლობაში ადამიანი ხელახლა იბადება, ძველი კაცი კვდება, ყველა მისი ვნებებით თუ განზრახვებით და იბადება ახალი ადამიანი ქრისტეში, რომლის დანიშნულებაცაა ღვთის სასუფევლის შედგომა, მაგრამ ის უნდა განმტკიცდეს, რათა აღასრულოს თავისი დანი-შნულება, რათა გაიზარდოს სრულყოფილ მამაკაცად "ქრისტეს ასაკთან მისაახლოებლად".

   რა სახით გაძლიერდება და იზრდება ადამიანი. ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკვები. რა თქმა უნდა, არა მატერიალური, რომელიც ხილულ სამყაროშია, არამედ ღვთაებრივი საკვები. "ხორცი და სისხლი ჯვარცმული ქრისტესი, ეს თვით ქრისტეს წმინდა სხეულია". ეს ღვთაებრივი საკვები ადამიანს ეძლევა პურისა და ღვინის სახით. მაგრამ ეს არის ჭეშმარიტად ქრისტეს სხეული, რომელიც ჯვარცმულ იქნა და ეს არის ჭეშმარიტი სისხლი, რომელიც ჯვრიდან ჯვარცმის დროს გადმოედინა.

   რატომ გვეძლევა ჩვენ ხორცი და სისხლი ღვინისა და პურის სახით? "რათა რომელთა აქვთ თვალი იხილონ და რომელთა არა აქვთ, ვერ იხილონ და ვერ გაიგონ". ასეთი სახით მორწმუნენი გამოიცდებიან, ხოლო ათეისტების ურწმუნოება რჩება ურწმუნოებად. დედის რძესთან დაკავშირებით ასევე ხდება - რძე ხომ დედის გულიდან გამომავალი სისხლია, მაგრამ ღმერთი მას თეთრად აქცევს, რომ ბავშვმა უარი არ თქვას და დაემსგავსოს სიახლისმსმელს.

   ღვთაებრივი საკვების მეშვეობით წმ. ზიარებით ადამიანი იღებს ძა-ლას, სულიერი ბრძოლისათვის. ასე მას უფრო უიოლდება თავი დააღწიოს ვნებებისაგან და თვითონ აიცილოს ეშმაკის შემოტევები. "მსგავსად ცეცხლისმფრქვეველი ლომებისა გამოვდივართ ამ ტრაპე-ზიდან", - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი.

   როგორც სხეულს არ შეუძლია იარსებოს ხორციელი საკვების გარეშე, ასევე არც სულს შეუძლია ზიარების გარეშე: "უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა", - გარკვევით ამბობს უფალი.

   თუმცა უზიარებელი ადამიანის სხეულიც ცოცხლობს, მსგავსი სიც-ოცხლე დამახასიათებელია ცხოველებისათვის, ხოლო სულიერ ცხოვრებას, რომელიც გაგრძელდება მარადისობაშიც გვაძლევს ჩვენ მხოლოდ ქრისტეს ხორცი და სისხლი. ისინი, ვინც არ ეზიარებიან, იმსახურებენ ყოველგვარ თანაგრძნობას. ისინი უკვე ამ ცხოვრებაშივე მკვდრები არიან. ღვთაებრივი ზიარება გვანიჭებს ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს. პირველქმნილმა ადამიანებმა, რათა გამხდარიყვნენ უკვდავნი, იგემეს ცხოვრების ხის ნაყოფი. როცა მათ შესცოდეს, შეწყვიტეს ამ ხიდან ჭამა და მოვიდა სიკვდილი.

  უფალმა მაშინ ჩვენთვის სხვა გზა გამონახა და ეს გზა ქრისტეა. ღვთის მსახურების საგალობლებში ჩვენ გვესმის: "ქრისტე ცხოვრების ხეა, რომელიც ჭამს მისგან არ მოკვდება" არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დატოვებს ამ სოფელს გარკვეულ დროს, ქრისტე მოკვდა, მაგრამ აღსდგა. თუკი ადამიანი მიიღებს ქრისტეს, ისიც აღსდგება "და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა", - ამბობს უფალი.




მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან "რისთვის ცოცხლობ შენ?" 


უკან დაბრუნება