მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის მადლი გადაეცემა წმიდა ნათლისღების საიდუმლოებით - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
ღვთის მადლი გადაეცემა წმიდა ნათლისღების საიდუმლოებით - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი19-01-2016, 00:00 |
ჩვენი დანიშნულების აღსრულებისთვის და ადამიანის გადარჩენი-სათვის აუცილებელია მივიღოთ წმ. ნათლობა. "რომელსა რწმენეს და ნათელ იღოს ცხონდეს" - ამბობს უფალი. რატომ არის ეს აუცილებელი? როგორც უკვე ითქვა, ადამიანის უმა-ღლესი დანიშნულებაა "ეძიებდეს სასუფეველს ღვთისას", ანუ გახდეს ღვთის შვილი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ეშველოს მას. ეს შვილად აყვანა აღესრულება ნათლობის საიდუმლოს საზეიმო ვითარებაში. მისი აღსრულების ჟამს ადამიანი საყოველთაოდ აღიარებს, რომ განეშორება სატანას და შეუდგება ქრისტეს. თუკი რომელიმე მეფე გადაწყვეტს იშვილოს უბადრუკი, ჭუჭყიანი და ავადმყოფი ღატაკი ადამიანი, სასახლეში მიყვანისას ჯერ განბანს მას, შემოსავს სამეფო შესამოსელით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მის მკურნალობას, ასეა ამ შემთხვევაშიც. ნათლობის დროს ადამიანებზე გადმოდის სულიწმიდის მადლი. გა-ნბანს, განწმენდს მას ყოველივე სულიერი ჭუჭყისგან, პირველქმნილი ცოდვის სირცხვილისაგან და ასევე ნებსით ჩადენილი ცოდვისაგან. ადამიანი შეიმოსება სიწმიდის ახალი შესამოსელით. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ყველაფერ ამას. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ წყალს ემბაზში. დიახ, ჩვენ ვერ ვხედავთ მხოლოდ სადენს, რომლითაც მიედინებიან ელექტრონები: ისინი არიან დენის მატარებელნი, მსგავსი რამ აღესრულება ნათლობის საიდუმლოებებშიც. მირონცხების საიდუმლოებაში - ადამიანს ეძლევა ცათა სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობა. აი ახლა ადამიანს აქვს ყველა უფლება ღვთის სასუფეველზე, ის არის "ღვთის მემკვიდრე და თანამედროვე" ქრისტესი. და ყოველივე ამას ღმერთი იძლევა არა ჩვენი დამ-სახურებისათვის, ტყუილუბრალოდ და მადლით. სხვათაშორის, ამიტომაც, მადლთან მიმართებაში ამბობენ: "ნიჭი" "ბეჭედი მონიჭე-ბული არს სულისა მიერ წმიდისა", - წარმოთქვამს სასულიერო პირი მირონცხების დროს. მაგრამ ადამიანმა თვითონაც უნდა იღვაწოს, რაღაც გააკეთოს, რათა აჩვენოს თავისი ღრმა სურვილი და პატივისცემა ამ უდიდეს ნი-ჭისადმი და მემკვიდრეობისადმი, ამიტომაც ღმერთი, რომელიც მთლიანად განწმენდს ადამიანს ცოდვისაგან, მაინც უტოვებს ადამიანს მისწრაფებას, გადახრას ბოროტებისაკენ. რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო სრულიად განეშორებინა ადამიანი ამ გადახრისაგან ისე, რომ ადამიანის გული ბოროტისაკენ კი არ ყოფილიყო მიდრეკილი, არამედ სიკეთისაკენ ანგელოზების მსგავსად, მაგრამ ღმერთმა ეს არ გააკეთა - რატომ? მას უნდა, რომ ადამიანმა გაიაროს გამოცდა. ანგელოზებმა მსგავსი გამოცდა წარმატებით გაიარეს. ისინი გახდნენ სრულიად მიუდრეკელნი ბოროტებისადმი. ადამიანს კი სულიერი ბრძოლის გზით საღვთო მადლის თანამოქმედებით მოუწევს თავი დაიხსნას ამ მიდრეკილებისაგან და ხელმეორედ იშვას, რათა ასევე გახდეს მიუდრეკელი ყოველივე ბოროტისადმი და რათა საერთოდ აღარ სცოდოს. მნიშვნელოვანია არა ის, რომ გარემოებებმა არ მოგვცეს ცოდვის ჩადენის საშუალება, არამედ ადამიანს საერთოდ აღუძრას სურვილი ცოდვის ჩადენისა. აკი ღმერთს, რომელსაც უნდა ვემსახურებოდეთ, შეუძლია დაანგრიოს მთელი მსოფლიო, მაგრამ ეს მას არ სურს. ეს სულიერი ბრძოლა, რომელშიც გვმართებს ჩვენ ვიხსნათ თავი ცო-დვისაკენ მიდრეკილებისაგან, უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმედ. აქ ხდება ხოლმე ისევე, როგორც მხატვარ-პორტრეტისტის შემთხვევაში. დასაწყისში ის შტრიხების მეშვეობით აკეთებს სახის სასურველ სახეს, ადამიანისას. ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით უფალი გვიბრუნებს პირველ სახეს, რომლის მსგავსად ვართ შექმნილნი. დანარჩენი კი ჩვენზეა. სულიერი ბრძოლის გზით უნდა მივაღწიოთ მის მსგავსებას და ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი. ხვდები ეხლა, მკითხველო, თუ რისთვის ცხოვრობ შენ და რა უდ-იდესი საქმე გელოდება აღსასრულებლად ამ დროებით ცხოვრებაში? შრომობ კი შენ ამ მიმართულებით? და თუ არ შრომობ, მაშ რისთვის არსებობ შენ?
მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი წიგნიდან "რისთვის ცოცხლობ შენ?" უკან დაბრუნება |