მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > რა არის ღვთის მადლი? - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
რა არის ღვთის მადლი? - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი25-07-2016, 00:06 |
პასკალი იძლევა ასეთ განსაზღვრებას: "ღვთის მადლი - ეს არის ად-ამიანის გულის შეხება სული წმიდასთან". ასეთი შეხების დროს ადამიანს ეძლევა დამატებითი ძალა, რომლის მეშვეობითაც ის იმარჯვებს თავის ვნებებზე და განიწმინდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ღებულობს სული წმიდის ბუნებას, მსგავსად ცეცხლისა, რომელიც რკინის შეხებისას გადასცემს მას თავის თვისებებს, ასევე წმიდა სული განწმედს ადამიანს. სულიწმიდა არის ცეცხლი, სულიწმიდა ყოვლადძლიერია. ეს ძალა გადაეცემა ადამიანს ჩვენი მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ესენია: ეს სოფელი, ჩვენი სხეული და ბოროტი. უფლის სიტყვებით: სული ყოვლისშემმუსვრელი ცეცხლია: "და რო-მელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. (იოანე 7,38). ეს თქუა სულისა მისთვის, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ, მისა". სულიწმიდის მადლი უხვად გადმოიღვრება უფლის ჯვრიდან, როცა მან საკუთარი თავი მიიტანა მსხვერპლად. მითგან უხვად მოედინება ღვთის მადლის მდინარეები. გოგლოთაზე აღესრულა ადამიანისა და მამა ღმერთთან შერიგების საიდუმლო. უფლის ჯვარი - ეს გასაღებია, დაკეტილი სამოთხის კარისა. რა თქმა უნდა; ეს აღესრულა ღვთის მადლით, ჩვენთვის დასჯილთათვის. ღვთის მადლი ეს უზენაესი ძალაა, რომელსაც ძალუძს მოაკვდინოს ძველი ადამიანი, ყველა მისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებებით, და ააღორძინოს ცხო-ვრებისათვის ახალი ადამიანი. მას შეუძლია გახადოს ადამიანი სრულყოფილი. ჯვარი, უფრო სწორად, მაცხოვრის ჯვარცმული მსხვერპლი - ეს უდ-იდესი ჭურჭელია ღვთის მადლისა. სწორედ მისგან ვღებულობთ ჩვენ მადლს და ვღებულობთ მას საიდუმლოებების მეშვეობით. საიდ-უმლოებები - ეს ის საყვირებია, რომლის მეშვეობითაც ადამიანებზე გადმოიღვრება ღვთაებრივი მადლი.
მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი წიგნიდან "რისთვის ცოცხლობ შენ?" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |