მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე თავისი ღვთაებრივი მადლით შეგვეწევა ჩვენ, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

ქრისტე თავისი ღვთაებრივი მადლით შეგვეწევა ჩვენ, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


15-01-2016, 00:06

 

   ქრისტემ მოგვამარაგა ჩვენ არა მხოლოდ თავისი სწავლებით, არამედ თავისი ღვთაებრივი მადლით, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი მთავარი დანიშნულების აღსრულება. მხოლოდ სწავლება თავისთავად ვერ შესძლებს გაათავისუფლოს ადამიანი ცოდვის ზემოქმედებისაგან.

   არ შეუძლია განწმინდოს იგი და გახადოს სრულყოფილი, ამისათვის საჭიროა უზენაესი ძალა. „მე ვიცი, - ამბობს მედეა, - რა საშინელი ბოროტება უნდა ჩავიდინო, მაგრამ ჩემი მრისხანება გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისყოფა".

   პავლე მოციქული კაცის პირით გვესაუბრება: „უბადრუკი მე ესე კა-ცი" ვინ - მე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?

   შეიძლება სხვა რელიგიები და ფილოსოფოსები ამბობდნენ გონივ-რულ და ბრძნულ აზრებს, მაგრამ აშკარაა, რომ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ ადამიანი, სრულყოფილი გახადონ იგი. მიზეზი ის არის რომ, ისინი მოკლებული არიან ღვთაებრივ მადლს, ღვთის მადლის ღირსნი ხდებიან, მხოლოდ ის ქრისტეს მიმდევრები, რომლებიც გამოითხოვენ მას.



მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება