მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ისინი ვინც აყენებენ სიცოცხლეს ზიანს - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

ისინი ვინც აყენებენ სიცოცხლეს ზიანს - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


18-04-2016, 00:05

 

   სიცოცხლეს ზიანს აყენებენ მკვლელები. ყველაზე ძვირფასი, რასაც მკვლელები ართმევენ ადამიანებს, ეს არის სიცოცხლე. სიცოცხლე მოცემული გვაქვს ჩვენ ღვთისაგან იმისათვის, რომ მის განმავლობაში ჩვენ აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება, რომ მივაღწიოთ უმაღლეს მიზანს - ვიმყოფებოდეთ ცათა სასუფეველში. უდიდესი ბოროტება ის კი არ არის, რომ მკვლელი ართმევს ადამიანს რამდენიმე წლით სიცოცხლეს. ჩვენ ხომ ადრე თუ გვიან მოვკვდებით, - არამედ ის, რომ ართმევს ადამიანს შესაძლებლობას, იღვაწოს სულის გადარჩენისა-თვის. ეს ლოცვა ვრცელდება საუკუნო ცხოვრებაზეც, ამიტომ ეს უმძიმესი ცოდვაა. რეპუტაციას ზიანს აყენებენ ცილისმწამებელნი. ცილისწამება გაცილებით უარესია მკვლელობაზე. რამდენმა უდანა-შაულო ადამიანმა დაასრულა თავისი სიცოცხლე მწუხარებით და სირცხვილით ცილისწამების გამო.

   ცილისწამების მიზეზი შეიძლება იყოს შური ან სურვილი შურის-ძიებისა, ან ქარაფშუტობითაც კი. ცილისწამება შეიძლება გამოიხატოს, როგორც ზეპირმეტყველებით, ასევე წერილობითი ფორმით. ავი სიტყვებით გამჩაღებლური სტატიები იბეჭდება გაზეთებში, მიმარ-თულნი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ავტორებს ავიწყდებათ, რომ ისინი პასუხს აგებენ საშინელი სამსჯავროს დღეს, ასევე მოყვასის რეპუტაციას ზიანს აყენებს განკითხვა. ამიტომ ღმერთი გვიკრძალავს: „ნუ განვიკითხავთ, რათა არა განვიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყა-ულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ".

   მართალს ამბობს ანდაზა: „რბილია ენა, მაგრამ ძვლებს ამტვრევსო". ისინი, ვინც ზიანს აყენებს მოყვასის საკუთრებას.

   „ზიანს აყენებს ქურდები ანუ მპარავები. ჩვენ დროში ქურდები მთე-ბზე კი აღარ ადიან, რათა დანების მუქარით იქურდონ, ძარცვავენ საკუთარ კეთილმოწყობილ ოფისებს, მდიდარ მაღაზიებს, ფალსიფი-ცირებით, ცბიერებით, უკანონობით. ქურდობენ ცალკეული ადა-მიანებიც და მთელი საზოგადოებაც, როგორი აღმაშფოთებელი შეცდომაა.

   ერთი დრაქმაც, რომ მოიპარო სხვისი ჯიბიდან, ეს უკვე ცოდვაა, სახ-ელმწიფოს კი მშვიდი სინდისით პარავენ მილიონებს! იპარავს არა თითო ოროლა კაცი, არამედ თითქმის ყველა და ერთობლივად. ქურდობენ ერთმანეთთან შეთანხმებულად! რა უნდა იცოდნენ მათ? ის, უნდა იცოდნენ, რომ ასე თუ ისე ბოროტს სჩადიან მოყვასის მიმართ, რომ მოყვასის სიყვარული არ გააჩნიათ, რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთ ცხოვრებისეულ დანიშნულებას.

   ქურდობა უაზრობაა და სასაცილოა! ამბობენ, რომ ოთხი დღით მკვ-დარი ლაზარე აღდგომის შემდეგ, მიწაზე დაბრუნების შემდეგ არასოდეს აღარ იცინოდა, მხოლოდ ერთხელ, როცა ერთმა კაცმა მოპარა მეორეს თიხის ქოთანი, გაეცინა. მას ჰკითხეს: „რატომ იცი-ნოდი?"

   - იმიტომ, რომ მე ვხედავდი, თუ ერთმა მტვერმა, როგორ მოიპარა სხვა მტვერი, - უპასუხა მან.


მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება