მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარული მოყვასისა - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

სიყვარული მოყვასისა - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


7-04-2016, 00:06

სიყვარული მოყვასისა - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

 

   ქრისტე გვასწავლის ჩვენ, გვიყვარდეს მოყვასი. პირველი და უდი-დესი მცნება, ეს არის სიყვარული ღვთისადმი, მეორე მცნება მსგავსი ამისა - სიყვარული მოყვასისადმი, მისდამი, ვინც შენს გვერდით იმყოფება. „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი", - გვამცნობს უფალი. მაშასადამე, მოყვასისადმი ისევე, როგორც ღვთისადმი სიყვარული აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისათვის, ჩვენი და-ნიშნულების აღსრულებისათვის. ეს უნდა შევიგრძნოთ. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. შესამაბისად - ქრისტეში ძმები ვართ. ჩვენ ყველა ერთად გადავალთ მარადისობაში. სიყვარულის გარეშე შევძლებთ კი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან სიკვდილი შემდგომ? იმ სოფელს სათნოებები და სიყვარული მართავს. მხოლოდ ისინი, ვინც დედამიწაზე შეისწავლეს სიყვარული, შეძლებენ დატკბნენ, ჭეშმარიტი სიკეთეებით მარადისობაში. ჩვენ უნდა გვიყვარდეს არა მარტო ჩვენი ნათესავები, რადგან ნათესავენბის სიყვარული ბუნებრივია. ველურ მხეცებსაც კი უყვართ თავიანთი ნაშიერები. განა დედა ვეფხვი მიატოვებს თავის ბოკვერებს გან-საცდელში? ჩვენ ვალდებულები ვართ გვიყვარდეს არა მარტო მეგობრები, არა მარტო ისინი, ვინც ჩვენ სიკეთე გვიყო. ეს უფრო კომერციას წააგავს.

   ჩვენ სიკეთეს ვუკეთებთ იმათ, ვისგანაც ველოდებით ჩვენთვის სასა-რგებლო ქმედებებს.

   ჩვენი სიყვარული უნდა ვრცელდებოდეს იმ ადამიანებზეც, ვისგანაც არაფერს არ ველოდებით. „გიყვარდეთ თქვენი მტერი და კეთილის უყოფდით მაჭირვებელთა თქვენთა, რათა იწოდეთ ძე მაღლისა", - ამბობს უფალი. როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მოყვა-სისადმი? - საქმითაც და სიტყვითაც. შევეწიოთ მატერიალურადაც და სულიერადაც. შენ შეეწევი ვინმეს მატერიალურად? აუცილებელია მისთვის სულიერი მხარდაჭერაც. გაუზიარე ის, რითაც განგანათლა შენ უფალმა, რაც შენ იცი სულიერი ცხოვრების შესახებ. შენ ზრუნავ ადამიანის ჯანმრთელობისათვის? - უნდა იზრუნო იმისათვისაც, რაც მისი სულისთვის სასარგებლოა.

   - რით? თუნდაც იმით, რომ შეაცნობინო მას მიწიერი ცხოვრების მი-ზანი.

   რამდენად ამაღლებულია და მნიშვნელოვანია სული სხეულზე იმდ-ენად სულიერი მოწყალება აღმატებულია მატერიალურზე. სულიერი მხარდაჭერა სურვილისამებრ შეიძლება აღმოუჩინოს ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, ღარიბმა და მონამაც კი. წმ. ირინე იმყოფებოდა რა მონობაში, შეძლო შეენარჩუნებინა ქრისტიანობა მთელი სპარსი ერისათვის.

  გიყვარდეს - არ ნიშნავს უბრალოდ რაიმე მისცე, შესწირო ვინმეს. რაღა უნდა ქნას ამ შემთხვევაში იმან, ვისაც არაფერი არ აქვს გასაყოფი, გასაცემი? ნუთუ უპოვარი მოკლებულია თავის დანიშნულებას? - არა სიყვარული შინაგანია. შეიძლება გასცე მოწყალება - მაგრამ უს-იყვარულოდ. არის ანდაზა: „ტკბილი სიტყვა ტკბილ ნამცხვარზე უკეთესია". მოციქული პავლე ამბობს: „შე-ღა-თუ-ვჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყვარული არა მაქუნდეს, არარაითვე სარგებელი არს ჩემდა" (კორ. 13.3).

  დავამატებთ, რომ გიყვარდეს მოყვასი, მოაკლო შენ თავს სიკეთე სხვისი გულისთვის, იზრუნო მათი კეთილდღეობისათვის, ეს ნა-მდვილი ბედნიერებაა. ისეთივე, რასაც განიცდის დედა, რომელსაც უყვარს თავისი შვილი, თუმც ეს სიყვარული ბუნებრივია, მაგრამ დედა გრძნობს თავს ბედნიერად, როცა იღვწის ბავშვისათვის საკუთარი თავის დაუზოგავად, თუმცა სრულყოფილი ბედნიერების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ცათა სასუფეველში.

   აშკარაა, რომ ის, ვინც ყოველ ღონეს ხმარობს, რათა იცხოვროს ღვთი-სა და მოყვასის სიყვარულით, ადამიანური არსებობის მიზნისათვის მისაღწევ გზას ადგას.

   მოყვასისადმი სიყვარულის ცნებას არღვევენ ისინი, ვინც ამ უკანას-კნელთ რაიმე ზიანს აყენებენ - ეს მათი სიცოცხლის, რეპუტაციის, თუ საკუთრების ზიანია.


მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება