მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვისაც არ უყვარს ღმერთი და ვინც არ აღასრულებს თავის დანიშნულებას - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

ვისაც არ უყვარს ღმერთი და ვინც არ აღასრულებს თავის დანიშნულებას - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


8-01-2016, 00:01

 

   1. ურწმუნოები და გულგრილები.

   ვისაც არ სწამს ღვთისა, მას არც უყვარს ის და ვერც გადარჩება. აქ-ედან გამომდინარე, ის უბედურია, ასევე არ შეუძლია მას აღასრულოს თავისი დანიშნულება, მთავარი მიზანი მისი მიწიერი ცხოვრებისა. ასეთი ადამიანი სიბრალულის ღირსია, ის აქვე უნდა გამოიტირონ, მაგრამ სინამდვილეში ურწმუნო ადამიანები, არც უფრო ბევრია, სხვა მიზეზები გადააქცევენ ადამიანს ურწმუნოებად. ეს არის ცოდვა და ყველაზე მეტად სიამაყე და უზნეობა.

   ერთხელ, ერთმა მწერალმა მითხრა მე, რომ ის ათეისტია.

   - არა, შენ ათეისტი არ ხარ, - ვუპასუხე მე.

   - როგორ თუ არ ვარ ათეისტი, როცა მე ურწმუნო ვარ.

   - შენ ათეისტი კი არა, უღმერთო, ცოდვილი ხარ.

   - შენ მართალი ხარ, ზუსტად მიზანში მოარტყი.

   მართლაც, ეს ადამიანი ძალიან იყო გარყვნილი. სანამ ჩვენ ვსაუბ-რობდით, ის დამთანხმდა, რომ მას ესაჭირობა თავისი ცოდვების აღიარება და უზნეო ცხოვრებასთან განშორება. მაგრამ ბოლო წუთში მან გადაიფიქრა.

   - რას იტყვის ხალხი, - განაცხადა მან, - როცა გიგებენ, რომ მე აღსარება ჩავაბარე და ახალი ცხოვრება დავიწყე?

   ის მალე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო აღსარების ჩაბარება. მოკვდა სამარცხვინო ავადმყოფობით. „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს", ასე რომ, ეგოიზმი და უზნეობა, აი, ეს ორი მიზეზი, რომლებიც ადამიანებს გადააქცევენ ათეისტებად. მრავალი მათგანი გულგრილნი არიან, ისინი არ დაფიქრებულან სერიოზულად თავიანთ უდიდეს დანიშნულებაზე. ისინი არ დაფიქრებულან თუ რისთვის ცხოვრობენ (იმ საგანზე, რომლითაც ადრე თუ გვიან ისინი დაინტერესდებიან). აინტერესებთ ყველაფერი - რაც გნებავთ: ფეხბურთი, კინო, პოლიტიკა, ტანსაცმელი, მეზობლის სადილი და ა.შ. სამწუხაროდ, არ აინ-ტერესებთ მხოლოდ მათი მთავარი დანიშნულება. როგორც წმ. მამები ამბობენ, არაფერი არის ასეთ განუკითხაობაზე, უდარდელობაზე, სიამაყეზე უფრო უარესი.

   ამიტომაც, ეკლესია სიამაყეს და გულგრილობას შვიდ მომაკვდინ-ებელ ცოდვას მიაკუთვნებს.

   არც თუ უსაფუძვლოდ, გულგრილი ადამიანი არ ზრუნავს ღვთის სიყვარულზე, ის არ ზრუნავს თავისი დანიშნულების აღსრულე-ბისათვის და ამ შემთხვევაში, როგორ შეუძლია მას ცხონდეს?


   2. ვერცხლის მოყვარენი

   ვერცხლის მოყვარეთ - ანუ ადამიანებს, რომლებიც ფულის მოყვარ-ულნი არიან, არ შეუძლიათ უყვარდეთ ღმერთი. მათი ღმერთი - ფულია. მათ მხოლოდ ფულის სჯერათ, მასზე სასოებენ და არა ღმერთზე. „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისასა, და ყოველივე შეგეძინოს". ხოლო ვერცხლის მოყვარენი მიისრწაფვიან სიმდიდრის შეძენისათვის, ბევრი ფული-სათვის.

   თუმცა ისინი ამბობენ, რომ მორწმუნეები არიან, მაგრამ სინამდვი-ლეში კი - არა. ისინი უფრო წარმართები არიან. „განაგდეთ ვერცხლის - მოყვარეობა, რომელიც არის კერპთაყვანისმცემლობა", - ამბობს წმ. მოციქული პავლე.

   ქრისტე პირდაპირ ამბობს: „ვერ ძალგიძს ორთა უფალთა მონება" - ან ერთი შეიყვარეთ, ან მეორე მოიძულეთ. „ვერ შესაძლებელი არს ღვთისა მსახურება და მამონასი". მიაქცია მან ყურადღება იმასაც, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ვერცხლისმოყვარე მაშინაც კი, როცა მას არ გააჩნია ფული. ასევე შეიძლება იყო მდიდარი და არ იყო ვერც-ხლისმოყვარე. დიდი ფული - დიდი დაბრკოლებაა.

   ცხოვრების დანიშნულების აღსრულებისათვის „მდიდარი ძნელად შევიდეს სასუფეველსა ცათასა" - ამბობს უფალი. შემგროვებელს არ აქვს დრო დაფიქრდეს იმაზე, თუ რისთვის ცხოვრობს და რა დანიშნულება აქვს ამ ცხოვრებაში. მან თვითონ აირჩია თავისთვის მიზანი - ფული, და უბადრუკს ვერ გაუგია, რომ დროთა გან-მავლობაში დაღუპავენ მას ძირფესვიანად.

   ერთი მდიდარი კაცი ავად გახდა და სიკვდილის პირამდე იყო მი-სული. ექიმებს არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მან ითხოვა შეეყვანათ ის იმ ოთახში, სადაც მისი სეიფი იყო. მისი სურვილით სეიფი გახსნეს, ავადმყოფმა უკანსაკნელად, სევდიანად შეხედა ფულს და ხელით შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა და თქვა: „ფუი თქვენ! მე თქვენთვის ვმუშაობდი მთელი ჩემი ცხოვრება, ახლა კი თქვენ არ შეგიძლიათ მე დამეხმაროთ..."

   აი, რატომ გაურბოდნენ ფულს, როგორც სატანას, ათასობით წმი-ნდანი, ღირსნი, განდეგილნი, უვერცხლონი.

   ერთხელ მდიდარმა მოინახულა ეგვიპტის სკიტის მოღვაწეები და თავისი გულუხვობით სოლიდური თანხა გადასცა იღუმენს.

   მონაზვნებს ფული არ სჭირდებათ - უპასუხა მას იღუმენმა, მაგრამ კეთილმყოფელი არ ეშვებოდა. მაშინ იღუმენმა კალათში ჩააწყო შეწირული თანხა, ტაძრის შესასვლელში ჩამოკიდა და ძმებს შესთავაზა, ვისაც რამდენი სურდა, იმდენი აიღოთ. მიუხედავად დარწმუნებისა; არცერთი მათგანი არ მიუახლოვდა კალათს, ხოლო ზოგიერთმა კი საერთოდ არ შეხედა მას: იმდენად ამაღლებული იყო მათი ფიქრები.

   არა მხოლოდ განდეგილებს, არამედ მრავალი ერის ადამიანსაც სძაგს განდიდება, მათ იციან თავიანთი მიწიერი დანიშნულების შესახებ. ერთხელ მთიანი არაბეთის ერთ სოფელში მივიდა საქველმოქმედო მისია, რათა დახმარებოდნენ შეჭირვებულებს ფულითა და ტან-საცმლით. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს ერთი კეთროვანი ადამიანი.

   - მე ვქსოვ კალათებს, ამით მოვიმუშავებ მე ფულს პურისათვის - ჩემთვის ეს საკმარისია, - უპასუხა კეთროვანმა.

   მაშინ მისიონერებმა მიიყვანეს ერთი ღარიბი ქვრივის სახლთან, რო-მელიც ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად. მათ კარზე დააკაკუნეს, გოგონამ, მოესმა რა კაკუნი, სასწრაფოდ მოიხურა გაცრეცილი მოსასხამი, რომელიც ძლივსძლივობით უფარვდა სხეულს და გაუღო კარი მათ. ამ უბადრუკმა ობოლმა გოგონამაც არაფერი არ აიღო მისიონერებისაგან და ზრდილობიანად მიმართა მათ: „ღვთის შემ-წეობით, დღეს დედაჩემმა იშოვა სამუშაო (ის მრეცხავი იყო) და ახლა ჩვენ გვეყოფა ფული საკვებისათვის. ამ დროს მოვიდა დედაც, რომელმაც შემდეგ სიტყვებით მიმართა სტუმრებს: „მიეცით ეს იმათ, ვისაც არაფერი არ აქვთ. ჩემზე უფალი იზრუნებს, მე არ მინდა დავკარგო ჩემი ქომაგი. თქვენგან შემწეობის მიღებით.

   ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების მონდომება იქეთკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რაც შეიძლება მეტი ქონება შეიძინონ ან გამო-იმუშავონ, არამედ როგორ დაკმაყოფილდნენ მცირედით. ჯერ კიდევ სოკრატი მოუწოდებდა ადამიანებს, მცირედით დაკმაყოფილებუ-ლიყვნენ. თვლიდა, რომ არა მომხვეჭველობის გზით შესაძლებელია მიაღწიო ბედნიერებას. ასვე, მოციქული პავლე ბრძანებს: „გვაქვს საკვები და თავზე - ჭერი, ვიქნებით კმაყოფილი".

   ასე რომ, დაე, ჩვენ გვქონდეს რაც შეიძლება მეტი დრო ჩვენი უმა-ღლესი დანიშნულების აღსასრულებლად.


   3. არამართლმადიდებლები

   არიან ადამიანები, რომლებიც თავისი მოწოდების საწინააღმდეგოდ მიდიან. აგებენ ილუზიებს, თითქოს თაყვანს სცემენ ჭეშმარიტ ღმერთს. სამწუხაროდ, ისინი ცდებიან. ნებისმიერი ადამიანის სული ისწრაფვის ღვთისაკენ. ჩემთვის გასაგებია, რომ ბრწყინვალე ადამიანი მიაშურებს სუფთა წყაროს და არა ზღვის მლაშე წყალს ან სხვა სითხეს (ბენზინი, ნავთი, ა.შ.), ასევე რელიგიაშიც უნდა შევიყვაროთ ჭეშ-მარიტი ღმერთი და არა თვითნებურად არჩეული არარსებული ღვთაება.

   არამართლმადიდებლები სასტიკად ტყუვდებიან და იმსახურებენ სიბრალულს. მაგრამ ამაში მათი ბრალიცაა. მათ სერიოზულად არ იღვაწეს იმისათვის, რომ შეეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი, გაეგოთ თავიანთი ძირითადი დანიშნულება - ცხონების შესახებ.

   ყველამ იცის, - ამბობს იოანე ოქროპირი, - რაიმე ქრისტეს ან ქრი-სტიანობის შესახებ, მაგრამ არა ყველამ მიუძღვნა საკუთარი თავი, რომ დარწმუნდნენ ქრისტეს ღვთაებრიობის ჭეშმარიტებაში. ის, რომ ჩვენი ცხოვრება შორს არის სიწმინდისგან, ეს გამართლება არაა. რატომ ხდება, რომ ადამიანები მძიმე ავადმყოფობის ჟამს თავისი ჯანმ-რთელობის გადასარჩენად შორს მოგზაურობებს არ ერიდებიან, მაგრამ არ სურთ ერთი ნაბიჯის გადადგმაც სულის გადარჩენისათვის? არამართლმადიდებლებს მიეკუთვნებიან მასონები და მათი მონათ-ესავე თეოსოფიის წარმომადგენლები, ასვე ოკულისტები.

   მათი რელიგიების არსი ძველი კერპთაყვანისმცემლობაა. ასე თვლის ეკლესია. ისინი თაყვანს სცემდნენ: ოსირისს, ისიდას და ა.შ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი ტაძარში დადის და ეზიარება კიდეც, რაც სრულიად დაუშვებელია! ამასთანავე, საი-დუმლოდ ადამიანებს ზიარების ნებას აძლევენ, მაგრამ ისინი დადიან ეკლესიაში თვალის ასახვევად. საიდუმლო საზოგადოებაში საფეხურებზე ასვლასთან ერთად ისინი თანდათან ხვდებიან ღვთის მოწინააღმდეგენი.

   რა თქმა უნდა, დასაწყისისათვის მრავალი ხდება მასონური ლოჟის წევრი, რათა მათ მიიღონ მატერიალური შემწეობა, მაგრამ ადამიანები, როცა ეხვევიან მასონურ ბადეებში; ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ წინ აღუდგნენ ქრისტეს, რითაც საკუთარ თავს ართმევენ შესაძლებლობას, აღასრულონ თავიანთი ცხოვრების დანიშნულება.

   სატანისტები, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც შავი, ასე-ვე თეთრი მაგია, სპირიტიზმი, ასევე კარტზე მკითხაობა, ყავაზე მკითხაობა და ა.შ. ყველა ესენი ღვთისათვის საძაგელია. ყველა მათგანი, თუნდაც ისინი ამას ვერ აცნობიერებენ, ემსახურებიან სატანას და ქრისტეს მტრებად ითვლებიან. ამის შედეგია ისევ და ისევ ის, რომ ისინი შორს არიან დედამიწაზე ადამიანურ არსებობის მიზნისაგან და იმსახურებენ სიბრალულს.


   4. ერეტიკოსები

  არამართლმადიდებლები ასევე შორს არიან მიზნისაგან, ვინაიდან იმყოფებიან ერესში.

   ეგოიზმის გამო, თუ გამორჩენის მიზნით, თითქოს ქარაფშუტობით ან განსკის უქონლობის გამო ისინი მიდიან ღვთის წინააღმდეგ და თავიანთი დანიშნულების წინააღმდეგაც.

   თუკი ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანები მიდიან არასწ-ორი გზით, მაშინ ვინ გადარჩება? - იკითხავენ ზოგიერთები, ვპასუხობთ: „ის, ვისაც ნებავს". ქრისტე ამბობს: „რომელსაც სურს, შემომიდექით მე". მოციქულები ქრისტეს უსვამდნენ მსგავს კითხვას: მოძღვარო, მრავალი ცხონდება? უფალი პასუხობს: „შევედით იწროისაგან ბჭისა, ...ვითარ იგი იწრო არ ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან რომელნი ჰპოვებენ მას"; და პირიქით, „რამეთუ ვრცელი არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა". გარდა ამისა, „უმჯობეს არს ერთი აღმასრულებელი ღვთის ნებისა, ვიდრე ათასი უსჯულო", ასე რომ, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვცხონდეთ თუკი ამას ვისურვებთ.




მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება