მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > აღმსარებელნი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

აღმსარებელნი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


1-01-2016, 00:02

აღმსარებელნი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

 

   თუკი შენ ღმერთი გიყვარს, უნდა იყო მისი აღმსარებელი, ყველგან და ყოველთვის ღიად ატარე ღვთის სიტყვა. არ გცხვენოდეს იმისა, რომ შენ ღვთის კაცი ხარ. ღმერთი დიდ მნიშვნელობას აძლევს რწმენას, აღმსარებლობას.

   თუ მეფე დანიშნულია დაბალი წარმოშობის მქონე ბოშა ქალზე, განა მას შერცხვება, უთხრას ვინმეს, რომ ეს საცოლეა? უმალ ის იამაყებს თავისი საცოლით და შეაქებს მას ყველგან.

   ამიტომაც, არასოდეს არ უნდა დამალო, რომ შენ ღვთისკაცი ხარ. მი-აქციე ამას ყურადღება. აკი პატივმოყვარეობა სერიოზული წინააღ-მდეგობაა ჩვენი ცხოვრების გზაზე, როგორც ხედავ, სატანამ მოაწყო ისე, რომ ბევრს ეშინია იმისა, რაც მათთვის უძვირფასესია. სამწუხაროდ, ბევრს რცხვენია წარმოაჩინონ, რომ ისინი მორწმუნენი არიან, რომ დადიან ეკლესიაში და მარხულობენ, და რისთვის? რომ მათ არ დასცინონ! რომ არ გამოიყურებოდნენ ძველმოდურებად და ფანატიკოსებად?!

   ხდება ისე, რომ ადამიანი გაივლის ეკლესიასთან და პირჯვარს ისა-ხავს პიჯაკის ქვეშ... რომ ვერავინ დაინახოს!

  ვინც არ აღიარებს ქრისტეს, მას არც ღმერთი მიიღებს. შენ მისი გრცხვენია? მაშინ მისთვისაც სასირცხვო იქნები შენ. ეს სიტყვები თვით ქრისტეს ნათქვამია: „რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა თანა წმიდათა".

   შენ უარყოფ მას? - ისიც უარგყოფს შენ, საშინელი სამსჯავროს დღეს: „რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. არა ორაზროვანი და აშკარა სიტყვებია. ჭეშმა-რიტად საშინელია დაკარგო შენი დანიშნულება, დაკარგო ღმერთი, ცათა სასუფეველი. ამაო შიშისთვის, ვიღაცის დასაცინი არ გახდე.

   გული არ გაგიტყდეს საყვარელნო, აღვიაროთ ქრისტე, ყველგან და ყოველთვის. სიტყვით, საქმით და ყოველივე ჩვენი ქმედებით. დავაფასოთ ის, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენ ქრისტეს მიმდევრები ვართ! ჩვენთვის საჭიროა ყოველი ღვთის მოძებული დღეს ვიშრომოთ სულიერი ღვაწლის გზაზე, კეთილი საქმეების აღსრულებით, სახარების ქადაგებით მოყვასისა-თვის. ამაში მდგომარეობს ჩვენი სარწმუნოების მნიშვნელობა. თითოეული ქრისტიანი უნდა იყოს მისი სარწმუნოების მოციქული. „გახდით ჩემი მოწამენი", - ამბობს ქრისტე. ჩვენ უნდა ვზიდოთ ამ მსოფლიოში ის, რაც მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ შეიცნო, ხოლო ჩვენ გავხდით ღირსი შეცნობისა. უნდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ სხვებმაც შეიცნონ თავისი უმაღლესი დანიშნულება.

   ეს დავალება დაგვაკისრა ჩვენ თვით ქრისტემ. შესაძლებელია, რომ ჩვენც გვეხება უფლის სიტყვები: „მშვიდობა თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ".

   იქნებ ეს უთხრა არა მარტო წმ. მოციქულებს, არამედ ჩვენც, ამ დრო-ში მცხოვრებთ. აქ აღესრულება ისევე ის, რაც მოხდა ღვთის მიერ, სოფლის შექმნის დროს. მაშინ ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები და მისცა მათ ძალა, გაეჩინათ შვილები. მან წარგზავნა მსოფლიოში პირველი მოციქულები და ქრისტიანები და დააკისრა მათ მისია, შეექმნათ ახალი ქრისტიანები, კიდევ ახალი და ახალი, და ასე, ქვეყნის აღსასრულამდე. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ შევთხოვთ შემწეობას უფალს, ის ჩვენ გვეხმარება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სიტყვის ქადაგების საქმე მან დაგვაკისრა ჩვენ, ჩვენი ეკლესიის ერთგულ შვილებს. და ამიტომაც ხდება ასე, რაც უფრო ბევრი ქრისტიანი შეიგნებს ამას, მით უფრო ფართოდ იქადაგება სახარება, მით უფრო მეტი ხდება ჭეშმარიტად ქრისტიანთა რიცხვი. ჭეშმა-რიტად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს!

   რა თქმა უნდა, სარწმუნოების ქადაგების საქმე საჭიროებს დიდ ძალ-ისხმევას. იმისათვის, რომ მოვიყვანოთ ადამიანი აღსარებაზე სა-ზიარებლად, ქადაგებაზე საჭიროა დიდი ძალისხმევა, მაგრამ იფიქრე იმაზეც, რომ ამ სახით შენ აღასრულებ შენს დანიშნულებას - რისთვისაც შენ არსებობ მიწაზე!

   თუ შენ დაარიგებ წმ. წერილს, საეკლესიო ლიტერატურას სახლებში, მაღაზიებში, ოფისებში მისვლით, გარდაუვალია სიძნელეები და უხერხული მდგომარეობები, მაგრამ, როგორ აკეთებენ ყოველივე ამას ერეტიკოსები და სექტანტები, რომლებიც განაშორებენ ადამიანს ქრისტესაგან და სამოთხისაგან? მათი ქადაგებები ადამიანებს აგდებენ ეშმაკის ხელში და ჯოჯოხეთში. მაშ, რატომ გვეშინია ჩვენ, მარ-თლმადიდებელ ქრისტიანებს ქადაგება? განა გახდებოდნენ კი „ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს უფროის ძეთა ნათლისათა, ნათესავსა შორის მათსა" (ლუკ. 16.8).

   შესაძლებელია, ჩვენც გადაგვეტანა დევნა, დაცინვები, შეურაცხყოფ-ები, დაგვეკარგა სამსახური, მაგრამ მივიღებდით ჯილდოს: „ნეტარ იყვნენ თქვენ რაჟამს გდევნიდნენ და გყვერდიდნენ და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მიმართ სიცრუით ჩემთვის".

   შესაძლებელია, რომ სარწმუნოებისათვის სიცოცხლესაც გავიღებდ-ით, გადავიტანდით რა წამებას და სიკვდილს. მაგრამ, რა შეიძლება იყოს ამაზე უმაღლესი ხვედრი? - ეს ყველაზე უდიდესია, რისი ღირსიც შეიძლება ვყოფილიყავით ამ ცხოვრებაში. ეს არის უმაღლესი მსახურება ქრისტესთვის.

  მოწამეები თავისი მოწამეობით აღსარულებენ თავისი ცხოვრების მიზანს. ისინი ეჭვის გარეშე აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში. ჩვენ ვიცით მაგალითები, როცა წარმართებიც, რომლებიც ქრისტეს მდევნელების საშინელ ბრძანებებს აღასრულებდნენ, მიიქცეოდნენ ქრისტესკენ, ხედავდნენ რა ქრისტიანთა მოთმინებას და სასწაულებს, რომლებიც აღესრულებოდა მათი სარწმუნოებით, ვინ იცის, იქნებ ვინმეს მოელის უდროო აღსასრული. იქნებ მიწიერი ცხოვრება, რომელიმე ადამიანისა, არ წარმოადგენს ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზას. მოწამეობრივი ღვაწლი კი აუცილებლად უზრუნ-ველყოფს მას. ეს კარგად შეიმეცნეს ათასობით მოწამეებმა ძველი და ახალი დროისა და სიხარულით მიდიოდნენ მოწამეობრივ ღვაწლზე. დავფიქრდეთ ჩვენ იმაზე, რომ აღვიაროთ ჩვენი სარწმუნოება ღიად, ყველგან და ყოველგვარ გარემოებაში. აი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვიყვარს ღმერთი და აღვასრულებთ ჩვენს მთავარ დანიშ-ნულებას დედამიწაზე.


მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება