მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მართლმორწმუნენი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

მართლმორწმუნენი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


30-12-2015, 00:01

მართლმორწმუნენი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

 

   საკმარისი არ არის უბრალოდ ვირწმუნოთ ღმერთი. გადარჩენა ამაში არ მდგომარეობს. აუცილებელია ვირწმუნოთ მართლმადიდებლუ-რად. აკი სხვაგვარად მორწმუნეთაც სწამთ, მაგრამ როგორ? ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს დროში დიდი საშიშროება არის მოსა-ლოდნელი, ახალი საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციისაგან (საერთაშორისო რელიგიური ასოციაცია). ეს ორგანიზაცია პროპა-განდას უწევს ღმერთის სარწმუნოებას, არ ეკუთვნის არც ერთ ტრადიციულ რელიგიას. მისი მიზანია განაშოროს ადამიანი ქრი-სტიანობას, ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას, რომელიც გვაძლევს ხსნას. ისინი ცდილობენ გვასწავლონ, რომ ქრისტე ერთ-ერთ დიდ მსახურთაგანია: როგორიცაა კონფუცი, ბუდა, ზარატუსტრა, პლატონი და სხვა! ასეთი სწავლება ადამიანს ვერ აცხოვნებს. ასე რომ, ღმერთი უნდა ვირწმუნოთ მართლმადიდებლურად, ანუ უნდა ვირწმუნოთ სამპიროვანი ღმერთი, როგორც გვაუწყეს წინასწარმეტყველებმა, თვით უფალმა, წმიდა მოციქულებმა. უნდა ვირწმუნოთ „მამა, ძე და სული წმიდა" – „ღმერთი სამება ერთ არსი და განუყოფელი".

   უფრო დაწვრილებით - უნდა ვირწმუნოთ: „ერთი ღმერთი, მამა ყო-ვლისა მპყრობელი, ყოვლადძლიერი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, ხილულისა და უხილავისა".

   და ერთი უფალი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი, შობ-ილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მოსული სოფლად, ხორცშესხმული, სულისაგან წმიდისა და მარიამ ქალწულისაგან. ჯვარცმული და ვნებული ჩვენთვის და დაფლული და ამაღლებული მესამესა დღესა, როგორც ნათქვამია წმ. წერილში, ყველა დროის უმწიკვლო წიგნში. ამ წიგნში დაობდნენ ურწმუნონი, ორი ათასი წლის განმავლობაში და მიუხედავად ამისა, ვერ შეძლეს შეეცვალათ ის „იოტის ოდენად" და „ერთი ასოითაც" კი.

   და სულიწმიდა უფალი, მომცემელი ცხოვრებისა, ყველა არსებუ-ლისა და უხილავად მყოფელი ეკლესიაში და აღმასრულებელი საიდუმლოებათა და განმაგრძელებელი ჩვენი ცხოვრების საქმისა და წარმმართველი ეკლესიისა ყოველი ჭეშმარიტებისაკენ.

   და ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. და, რა თქმა უნდა, არა რომის პაპისტური ეკლესია, რომელმაც ასე ურცხვად მიითვისა ეს სახელწოდება, რომელიც არსებითად ასეთი არ არის, რადგან განეშორა მართალ სარწმუნოებას. ერთადერთი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ უნდა ვეკუთვნოდეთ მას და გვწამდეს მისი, რადგან მისი სწავლება არის ჭეშმარიტი, ეს არის მართალი სარწმუნოება, ამიტომაც მას ეწოდება მართლმადიდებლური, მხოლოდ მან შეინარჩუნა ჭეშმა-რიტება, რომელიც ჩვენ გვამცნეს ქრისტემ, და მოციქულებმა. სხვა წარმონაქმნიც საკუთარ თავს ეკლესიას უწოდებენ, არ იაზრებენ ეკლესიის დედა აზრს. ისინი მზაკვარი თვალთმაქცები არიან.

   მართლმადიდებლური ეკლესია კი არის კიდობანი ჩვენი გადარჩე-ნისა Expa Ecclesia Nulla Salvs ანუ ეკლესიის გარეშე გადარჩენა არ არსებობს. ისევე, როგორც მსოფლიო წარღვნის დროს გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ნოეს აგებულ კიდობანში იყვნენ, ხოლო დანარჩენები კი დაიღუპნენ, ასევეა მარადისობაში: გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ეკლესიის წიაღშია. ქრისტეს ეკლესია ხომა-ლდია, რომელსაც მიჰყავს გადარჩენისაკენ, ცათა სასუფევლისაკენ ისინი, ვინც მასშია.

   უნდა ვირწმუნოთ მართლმადიდებლურად ვინაიდან, მხოლოდ მარ-თლმადიდებლური სწავლება, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკ-ლესიის სწავლება წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ ცათა სასუფეველში მიმავალ გზაზე. მაგალითისთვის - გაშვებული იქნა ხომალდი მთვარეზე ან მარსზე. აუცილებელია საიმედო სარაკეტო ბაზების ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში რაკეტა შესაძლებელია გადაიხაროს ტრაექტორიიდან და ვერ მიაღწიოს მიზანს, დაიკარგოს კოსმოსურ სივრცეში. ასევეა ადამიანიც, თუ მისი სარწმუნოება არ იქნა დამყარებული მართლმადიდებლურ სწავლე-ბაზე, მაშინ დაკარგავს შესაძლებლობებს ცათა სასუფეველში მოხვედრისა და აღმოჩნდება ჯოჯოხეთის ფსკერზე. იმისათვის, რომ ვთქვათ, რომელიმე ავტობუსის გაჩერებიდან სახლში მივიდეთ, აუცილებელია, დავსხდეთ იმ ავტობუსში ან ტროლეიბუსშიც, რომელიც ჩვენს სახლამდე მიდის. თუ დაჯდები სხვა, თუნდაც გარეგნულად მსგავს ავტობუსში, სულ სხვა მხარეს მოხვდები. ამ შემთხვევისთვის მოციქული პავლე ამბობს: „თუნდაც იღვაწოს, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუკი ეს ღვაწლი არასწორი იქნება".

   ასე რომ, ღვთის რწმენა უნდა იყოს მართლმადიდებლური და თუ ჩვენ ვირწმუნებთ მართლმადიდებლურად, ჩვენ გვეყვარება ღმერთი და მივაღწევთ ადამიანური არსებობის მიზანს. ყველა შემთხვევაში ადამიანს შეშვენის უყვარდეს ღმერთი, არავინ და არაფერია უფრო ამაღლებული, რომ ადამიანს ყვარებოდა.

  ჩვენ გვიყვარს ყოველივე მშვენიერი, მაგრამ ვინ არის ღმერთზე მშვენიერი? „ის არის უმაღლესი მშვენიერება ყველა ადამიანისათვის". ჩვენ გვიყვარს სიკეთე, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ღმერთზე კეთილი? - ღმერთი თვით არის უმაღლესი სიკეთე. ჩვენ გვიყვარს, ვინც ჩვენი კეთილისმყოფელია, მაგრამ არის კი ვინმე უფრო გულუხვი, კეთილისმყოფელი ვიდრე ღმერთი? განა რაც ჩვენ გვაქვს, მისი მოცემული არ არის? ჩვენ გვიყვარს ჩვენი მოყვარულნი, მაგრამ არსებობს კი სიყვარული ადამიანისადმი? მან წარმოგზავნა ძე თვისი მხოლოდშობილი, რათა ჩვენ, ცოდვილნი გადაგვარჩინოს. მისცა მას ნება, რომ ყოფილიყო ჯვარცმული და მომკვდარიყო ჩვენი ცო-დვებისათვის, რათა შევეკრიბეთ ცათა სასაუფეველში და გავხდეთ ღირსი ფასდაუდებელი მემკვიდრეობისა, ხოლო ჩვენ? ნუთუ ჩვენ დავივიწყებთ მას? ნუთუ შევიყვარებთ ჩვენ მის ქმნილებას მასზე მეტად? ნუთუ შევიყვარებთ უფრო მეტად მიწიერ, ადამიანურ ცხოვრებას ან ფულს, რომელიც საბოლოოდ მაინც გაქრება?

   ღმერთო შეგვიწყალენ!


მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება