მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უნიკალური აღმოჩენა - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

უნიკალური აღმოჩენა - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


28-12-2015, 00:01

 

   უძველეს ხელნაწერთა წყაროებიდან ცნობილია, რომ ქ. დოვმონტას რაიონში, პსკოვის მახლობლად, არსებობდა 20-ზე მეტი ქვის ეკლესია - მთელი „რუსული პომპეია". ერთ-ერთი მათგანი წმ. მოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელზე აგებული, გათხრილი იქნა არქეოლოგების მიერ. ეს ტაძარი (როგორც გვაუწყებენ) აგებული ყოფილა 1344 წელს.

   გათხრების პროცესში არქეოლოგებმა ნახეს პატარა თიხის ჭურჭელი, რომელიც წარმოადგენდა განსაკუთრებულ ფასეულობას, მასზე შე-ნარჩუნებულია რელიეფური გამოსახულება მამაკაცისა, რომელიც არ ჰგავს ხატმწერლურ სახეს.

   ეს უნიკალური ბარელიეფი ჩვენი პირველი ნაცნობობაა ასეთი სახის ხატწერის ტექნიკასთან, ფსკოვის მიწაზე. თუ ყოველივე ამის შემდგომ ვინმე გააგრძელებს ლაპარაკს, რომ არ სწამს, მაშინ ეს აშკარად ან სულელია ან ბრმა, მაგრამ იცის კი რა აბრმავებს მას? - მას აბრმავებს საკუთარი ეგოიზმი და სხვა ცოდვები. საკმარისია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ცხოვრობს ურწმუნო ადამიანი, მაშინვე დავრწმუნდებით ამაში.

   ურწმუნოები, როგორც წესი, არიან ეგოისტები, ქედმაღლები ან ამა-ყნი, ვერცხლის მოყვარენი ან ძუნწები, ანგარებიანნი ან უსამართლონი და ბოლოს ამორალურები. ყური ვუგდოთ, თუ რას გვეუბნება უფალი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". შენს გულიდან ცოდვა ამოაგდე, ფესვებიანად ამოაგდე, განიწმინდე გული - შენი სულის თვალები, და მაშინ დაინახავ ღმერთს და მაშინ სარწმუნოება შენი იქნება შეურყეველი. ადამიანს ათეისტად აქცევს არა გონება, არა ლოგიკა, არამედ გული, სწორედ გული. ამის შესახებ ამბობს წმ. წერილი: „თქუა უგუნურმა გულსა თვისა არა არს ღმერთი". არავითარი სხვა მტკიცებულება არ არის საჭირო, თუკი შეინახავ სინდისს აუმღვრევლად და გულს - წმინდად. მაშინ სარწმუნოება შენი იქნება მყარი.



მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


უკან დაბრუნება