მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს შეხვერდა ევროკავშირის ხელმძღვანელთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს შეხვერდა ევროკავშირის ხელმძღვანელთან


20-12-2015, 11:07

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს  შეხვერდა ევროკავშირის ხელმძღვანელთან

 

   საპატრიარქოში უწმინდესი პატრიარქი ილია-II საქართველოში ევ-როკავშირის ხელმძღვანელს შეხვდა. 

   პატრიარქი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოსთ-ვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა. 

   "ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. 

   უწმინდესის თქმით, დიდი ხანია საქართველოს აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების მონაწილე, ამაში გვაქვს დიდი შედეგები. პატრიარქის განცხადებით, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან.

   "გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იქმნებოდა ლითონის და სხვა სახის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში", - განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე. 

   უწმინდესმა ეს დიდი მოვლენა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ ქვეყანას.


 



უკან დაბრუნება