მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე გვეხმარება მიზნის მიღწევაში - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი (ნაწილი II)
ქრისტე გვეხმარება მიზნის მიღწევაში - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი (ნაწილი II)25-12-2015, 00:02 |
სხვა გადმოცემის მიხედვით, იმიტონის მთაზე ხარობდნენ უზარ-მაზარი ხეები, რომლებიც ფესვებიანად ამოძირკვა ძლიერმა ქარმა, ჩამოცვივდნენ მთიდან და წყლის სწრაფმა დინებამ ისინი აკროპოლისის მთის ძირში ჩაიტანა, ამავდროულად, როგორც ამბობდნენ, მათ მისცეს სიცოცხლე სხვა ხეებს, სხვადასხვა ჯიშისა და სიმაღლისას. ისევ დაუბერეს ძლიერმა ქარებმა და აიტანეს ხეები აკროპოლისზე და ამიტომ აკროპოლისის ძირას არის ადგილი, რომელსაც ჰქვია "აერიდები" (ქარწაღებული). ამ მოვლენის შემდგომ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრები (და როგ-ორც ცნობილია, მათი მსხვერპლი გახდა), მათ გადააბრუნეს ქვები და ხეები. ქვები დაეცნენ ერთი-მეორის თავზე და გამაგრდნენ ამ ადგილას, და გახდნენ საქვეყნოდ ცნობილი "პართენონი". თუკი ასეთ რამეს ვინმე მოყვებოდა, დაუჯერებდით? - რა თქმა უნდა, არ დაიჯერებდით, რომ საუცხოო პართენონი შეი-ქმნა შემთხვევის ნებით და არა არქიტექტორის ხელით და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვიფიქროთ, რომ ყოველ მხრივ მშვენიერი მსოფლიო და საუცხოო ქმნილებები გაჩნდნენ შემთხვევის და არა შემოქმედის მიერ. ამას გარდა იმდენი სასწაული ხდება, მრავალი მათგანი გადმოცემუ-ლია წმინდა სახარებაში. რა თქმა უნდა, ათეისტები ყველა დროს ჯიუტად კამათობდნენ მათი არსებობის შესახებ, მაგრამ არც ერთი იოტით არ შეცვლილა წმ. ტექსტი და ასევე, რამდენი სასწაული აღესრულება ღვთის წმიდანების მეშვეობით! ასევე, რამდენი სასწაულები ცხადდება წმ. ადგილებზე! (სასწაულები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის (კუნძულ ტინოსზე), წმ. ნექტარის წმ. ნაწილებისაგან, წმ. იოანე რუსის წმ. ნაწილებით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ((კუნძულ კერკირაზე) და სხვა ურიცხვი სასწაუ-ლები). ნუთუ ისე გამოდის, რომ ურწმუნო ადამიანები, იხილეს რა სასწა-ულები, მორწმუნენი გახდნენ, სულელები არიან, ხოლო ზედაპირული ადამიანები, რომლებსაც არც კი უფიქრიათ სარწმუნოებაზე - ჭკვიანები? ათასეულ სასწაულთა შორის, რომელის აღესრულა XX საუკუნეში, მოვიყვანთ ორ აღსანიშნავ სასწაულ შემთხვევას, რომელთა რე-ალობაშიც არავის ეპარება ეჭვი. პირველი, მათ შორის, აღესრულა 1848 წლის 23 იანვარს, ეპირაში დიდი საომარი შეტაკების დროს. იერომღვდელმონაზონი იაკობ ბალოდიმოსი, რომელიც წარსდგა ღვთის წინაშე 1961 წელს 94 წლის ასაკში, ერთხელ საღვთო ლი-ტურგიის აღსრულების შემდგომ ბრუნდებოდა სუდანიიდან წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერში, რომელიც მდებარეობს 8 კილო-მეტრის დაშორებით. ის მიდიოდა მშვიდად, ჩვეულებისამებრ, აღარსულებდა მონებრივ ლოცვას. ამ დროს ნაციონალური არმიის რამდენიმე ჯარისკაცი ნაღმავდა საგზაო ნიშანს; უცებ მათ დაინახეს, რომ არაფერში დაეჭვებული, თითქოს ზეციდან ჩამოსული ბერი, მამა იაკობი უახლოვდება დანაღმულ ობიექტს. ჯარისკაცებმა დაიწყეს ყვირილი: მამაო! მამაო!.. მაგრამ მათი ხმა ბერმა ვერ გაიგონა. მან ფეხი დააბიჯა ნაღმზე და ის აფეთქდა; საშინელი ხმაურით, აგუგუნდნენ კლდეები და ხეობები, ცამდე ავარდა მტვრის ბუღი. - "საცოდავი ჩვენი მამაო", - მწუხარებით ამოიკვნესეს ჯარისკაცებმა და მიირბინეს შემთხვევის ადგილას, და აი, რა დაინახეს! - მამა იაკობი, მთელი და უვნებელი, მხოლოდ თეთრი მტვერით დაფა-რული, მშვიდად ასწორებდა "კუნძულის" ნოჭებს. - როგორ, მამაო! თქვენ არაფერი არ შეგემთხვათ?! - გაკვირვებული გაჰყვიროდნენ ისინი. - რა უნდა მომსვლოდა? როცა მე მოვდიოდი, ვლოცულობდი. ღმე-რთი არ დაუშვებს ჩვენზე არავითარ უბედურებას და თქვენც დაგიფარავთ შინ მიმავალ გზაზე, მხოლოდ საჭიროა ვიაროთ მის ეკლიან ბილიკზე. მე შევჩერდები და აღსარებას ჩავიბარებ თქვენგან. ზეგ უნდა აღვასრულოთ ლიტურგია და შესაძლებელია თქვენ გაზიაროთ. - რა თქმა უნდა, მამაო, - უპასუხეს მათ, სასწაულისაგან შეძრწუ-ნებულებმა. მამაო იქვე ქვაზე ჩამოჯდა და დაიწყო აღსარების მიღება. ამ დროს გამოჩნდა სერჟანტი, ნახულით განრისხებულმა ბრძანა, შეეწყვიტათ აღსარება. - რა სისულელეა? - განაცხადა მან, - რაში დაგჭირდათ თქვენ ღვთის მსახური? მხოლოდ იმისთვის, რომ დიდხანს მოუთხროთ მას იმის შესახებ, რაც დიდი ხნის წინ აღესრულა? - მაგრამ, ბატონო სერჟანტო! - უპასუხა ერთ-ერთმა ახალწვეულმა, - ჩვენ ახლახანს საკუთარი თვალით ვიხილეთ ნამდვილი სასწაული, რომელიც შეემთხვა ამ მამაოს. თქვენ გინდათ არ დაუჯეროთ მას? რა მოხდება, ნაღმზე ფეხი რომ დააბიჯო? აფრინდები ცაში და შენგან არაფერი არ დარჩება, მცირე ნაფლეთების გარდა. თვით თვი-თმფრინავი ან მატარებელიც კი დაიფშვნებიან წვრილ-წვრილ ნამ-სხვრევებად! აქ კი, წარმოიდგინეთ, მოხუცი ადამიანი ცოცხალი გადარჩა. ასე რომ, გვაპატიეთ! თქვენ, ბატონო სერჟანტო, მართალი არ ბრძანდებით. - რა სასწაული? ყოველივე ეს ლაყბობაა! ეს ყველაფერი შემთხვევი-თობაა და შეიძლება, აიხსნას ფიზიკის კანონებით და ძალიან მარტივადაც. ნაღმის აფეთქების დროს ჰაერის ტალღებმა ნამსხვ-რევები გადაიტანეს ბერის საწინააღმდეგო მხარეს და ამიტომაც არცერთი ნამსხვრევი არ შეეხო მას. თქვენ კი გადაწყვიტეთ, რომ ეს სასწაულია! სასწაული! თქვენც, რა! გამოიყურებით როგორც ისტე-რიკაში ჩავარდნილი ქალები! სამარცხვინოა! ამ სიტყვებმა მიაღწიეს მამაოს ყურებამდეც. "შვილო ჩემო, ნუ ამბობ ასე. მოდი შენც აღსარებაზე, გახდები ღვთის კაცი, ღმერთი დაგი-ფარავს. ის აკურთხებს შენი სახლისკენ მიმავალ გზას". ხოლო მან ზიზღით შეხედა ცას, დააწყო თავისი ქვედანაყოფი და გა-უყენა თადარიგის შესასრულებლად ტყეში შეშისათვის. გზაზე მი-მავალმა ფეხი დააბიჯა ნაღმს და აფეთქდა, სასიკვდილოდ. ამის შესახებ დაწერა ჟურნალმა Благочиние-მ - 1955 წელს. გამოქვე-ყნებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ რედაქციაში მოვიდა წერილი, შემდეგი შინაარსით (რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა): "ძვირფასო მთავარო რედაქტორო! თქვენი ჟურნალის პირველი მარ-ტის გამოშვებაში მოთხრობილია იმ სასწაულის შესახებ, რომელიც შეემთხვა მამა იაკობს. მე ბედნიერება მხვდა წილად, ვყოფილიყავი უშუალო მონაწილე ამ მოვლენისა (მე ვიყავი ერთ-ერთი ჯარისკაცი). მე შემიძლია დავადასტურო ეს ჭეშმარიტება. მე ვცხოვრობ თრაკიის პატარა დაბაში, ამაქსიდში, ვმსახურობ ყავა-ხანაში. ერთხელ აქ მომსვლელებს ვუამბე იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა მამა იაკობს. „ის გამოჩნდა სოფელ რუდანოს მოსახვევში და დააბიჯა "მილსის" ტიპის ნაღმით დანაღმულ წერტილს. გაეხვია მტვრის და კვამლის ბუღში, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა და ერთი ჭრილობაც კი არ ჰქონია. თვით მის შესამოსელსაც არ ჰქონია ერთი ნახვრეტიც კი. ის არ შეჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ვეძახდით, არ წასულიყო ამ მიმართულებით... ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ მამა იაკობს, ისწ მოხდა, რომ ჩვენ მო-გვიწია მონასტერში ცხოვრება და გავიცანით იქ, ჩვენ შევადგინეთ მოხალისეთა გუნდი. ასე რომ, მე ვუამბობდი მათ, თუ როგორ გადარჩა მამაო, როგორ ვაბ-არებდით მას აღსარებას, როგორ ირონიულად დასცინოდა ერთ-ერთი ჩვენთაგანი (ადრე კი ის მასწავლებელი იყო). მან არც აღსარება ჩააბარა, წავიდა ქვედანაყოფთან ერთად ტყეში შეშებისათვის და ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მაშინ ჩვენი სამრეკლო ტაძრის წინამძღვარმა მამა ევანგელოს იოან-იდისმა, რომელიც უსმენდა ჩემს მონათხრობს თქვა: "კოსტას, მე წავიკითხე შენ მიერ აღწერილი შემთხვევის შესახებ ჟურნალ Благочиние-ში, და მართლაც ეს ასე იყო". როგორც მომხდარის თვითმხილველი, მე ვაცხადებ, რომ 23 იანვარს ეპირში აღესრულა სასწაული. იმისთვის, რომ თქვენ უკეთ დარ-წმუნდეთ ამაში, გიგზავნით ფოტოსურათს, რომლის გადაღების ნება დამრთო მამა წინამძღვარმა. მასზე აღბეჭდილია ჩვენი მცირედ მორწმუნე ძმის წესის აგება. ამ სურათზე მამა იაკობი თვითონ უგებს წესს გარდაცვლილს, მისი ჭაღარა წვერი მკაფიოდ ჩანს სურათზე, იქვე შეიძლება დამინახოთ მეც. სიყვარულით და პატივისცემით კ. ზაფესიუ. 13.09.1955 წ."
ათეისტები და მცირედ მორწმუნეები რომ ვერაფერზე შეგვედაონ, მოვიყვანთ კიდევ ერთი სასწაულის მაგალითს, რომელიც მოხდა რუსეთში 1965 წელს. აი, რას ვკითხულობთ ჩვენ წერილში, რომელიც გამოგვიგზავნეს ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთიდან. "საყვარელნო! ჩვენ დიდი გულისხმიერებით წავიკითხეთ თქვენ მი-ერ დეტალურად მოწერილი ნაამბობი, თუ როგორ მოიპოვეთ ეგეოსის ზღვაზე (კუნძულ ლესბოსზე) უხრწნელი წმ. ნაწილები, ქრისტესთვის წამებული ბერძენი წმინდანებისა. თუ შესაძლებელია, გამოგვიგ-ზავნოთ პატარა ხატი, წმ. მოწამისა და სასწაულმოქმედისა რაფაელ ბერძენისა. თქვენ გწერთ, რომ თქვენი სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებმა იხილა ერთი და იგივე სიზმარი: მათ გამოეცხადა წმინდანი და უბრძანა: მოეთხარათ მიწა, სანამ არ იპოვიდნენ მის უხრწნელ სხეულს და ასევე იმ წმინდანებისაც, რომლებიც მასთან ერთად ეწამნენ. როცა ამას ვკითხულობდით, ძალიან გაგვიკვირდა და გავიფიქრეთ "განა შეიძლება უბრალო, ცოდვილ ადამიანებს გამოეცხადოს წმინდანი?" დაიჯერებთ კი, არც გასულა შვიდი დღე და ჩვენ დავრჩით შერც-ხვენილნი, ჩვენი მცირე მორწმუნეობის გამო. ჩვენ მივიღეთ წერილი ჩემი დისაგან, რომელიც ცხოვრობს ქალაქ პსკოვის ახლოს. წერილში ჩადებული იყო ადგილობრივი გაზე-თებიდან ამობეჭდილი სტატიები. მომყავს ციტატა ამ წერილიდან: "26 ოქტომბერს ჩვენ დავიწყეთ მზადება ოქტომბრის რევოლუციის მორიგი წლისთავისათვის, რადგან ჩვენთან უნდა ჩამოსულიყვნენ ოფიციალური პირები სხვადასხვა ოლქებიდან, რათა მოენახულები-ნათ ომში დაღუპულთა მემორიალები. ჩვენ ვშრომობდით ენთუ-ზიაზმით: ვწმენდდით დარჩენილ გამხმარ ბალახებს, ვაგებდით ბილიკებს გათლილი ქვებით. საღამოს კი მოვეწყვეთ სოფლის კლუბში ღამის გასათევად. ვიყავით დაახლოებით 45 ადამიანი - ქალები და გოგონები მახლობელი სოფლებიდან. ისე დავიღალეთ, მკვდარივით ჩაგვეძინა. ღამით ერთ-ერთმა გაიღვიძა და მორთო ყვირილი: - მიშველეთ, გოგოებო! მე მომეჩვენა მხედარი! - რა ნახე, რა? - ვეკითხებით ჩვენ. - მე დავინახე ბრწყინვალე შესახედაობის მქონე, ცხენზე მჯდომარე ჭაბუკი. ხელში მას ეჭირა ოქროს სასმისი და მან მე მითხრა: "შეხედე ამ წმიდა სასმისს, ის აღვსებულია ქრისტეს სისხლით, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს განანათლებს და მოგვიტანს ჩვენ სიყვარულს და მშვიდობას". მე მინდოდა მისთვის მეკითხა: ვინ ხარ შენ? მაგრამ არ შემეძლო. ის მიხვდა და მითხრა: "ამოთხარეთ ამა და ამ ადგილას და თქვენ გაიგებთ, ვინ ვარ მე!" ყოველივე ეს იყო ცხადად, მაგრამ ჩვენ მაინც დავწექით დასაძ-ინებლად. ამჯერად მსგავსმა ხილვამ ისევ გააღვიძა 17 ადამიანი, რომელთა შორის პარტიის წევრებიც იყვნენ. ისევ ის მხედარი, ისევ ის სასმისი, რომელიც ბრწყინავდა მის ხელში და ისევ ის სიტყვები: "ამოთხარე ადა და ამ ადგილას და გაიგებთ, ვინ ვარ მე!" ჩვენ დავიწყეთ განსჯა, თუ რა უნდა გვექნა. ჩვენს ადგილებში ხომ არ იყო ღვთის მსახური. და გადავწყვიტეთ წავსულიყავით ლე-ნინგრადში. წავედით - ყველგან წინააღმდეგობები გვხვდებოდა, ცხვირწინ გვიკეტავდნენ კარებს, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ისტერიულები და შეშლილები. ბოლოს ვიღაცამ გვითხრა, რომ მიგვემართა არქეოლოგებისათვის. ჩვენ ვიპოვეთ ისინი, მაგრამ არქეოლოგებმა აგვიხსნეს, რომ აქამდე არავის არ უწარმოებია გათხრები, ხილვის საფუძველზე. რომ არ შეიძლება სახელმწიფო ფულის ამაოდ ფლანგვა. ჩვენ დავბრუნდით სასტუმროში. ღამის ოთხ საათზე რეკავს ტელეფონი, ჩვენ გვეძებდნენ არქეოლოგები! აკანკალებული ხმით ისინი გვთხოვდნენ პირველივე ავტობუსით მივსულიყავით მათთან, სასწრაფოდ მივედით, იქ ყველაფერი თავდაყირა დაგვხვდა და აღმოჩნდა, რომ მათაც უხილავთ იგივე სიზმარი. ოქროს საამისზე ბრწყინავდა მაცხოვრის სახე, ცნობა ამ შემთხვევის შესახებ სწრაფად გავრცელდა, გაზეთებში ჩნდებოდა კომენტარები, გესლიან მკრეხელობამდე მისული სიტყვები და დაცინვები. მაგრამ ყოველივე ეს დავითმინეთ, გადავიტანეთ. ორგანიზებული იქნა არქეოლოგიური ექსპედიცია, მუშები და მოხა-ლისეები მეცნიერების თანხლებით შეუდგნენ მუშაობას, 3 დღის შემდეგ აღმოჩნდა ნანგრევები. ეს იყო მთელი არქეოლოგიური ანსამბლი, რომელიც შედგებოდა 40 ტაძრისგან. ყოველ ღამე გა-თხრების თითოეული მონაწილე სიზმარში ხედავდა წმინდა მხე-დარს, რომელიც უმეორებდა მათ: "თხარეთ, თხარეთ". მე-4 ღამეს ყველამ შეთანხმებით შეეკითხა მას: "ვინ ხარ შენ? - მაშინ წმინდანი განრისხდა და ხმამაღლა თქვა: - თქვენ მე არ მიცნობთ? - მე ვარ დიმიტრი თესალონიკელი. მე გა-მომგზავნა ქრისტემ, რათა მოგიტანოთ თქვენ მშვიდობა და სიყვა-რული. გათხრების მე-13 დღეს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ულამაზესი, კარგად შენა-ხული მისი სახელობის ტაძარი. ასევე, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხატი, რომელზედაც მას ხელში ეჭირა ბარძიმი. ისეთი აურზაური ატყდა! მოვლენების შესახებ წერდნენ გაზეთები, რა თქმა უნდა, ძალიან მშრალად, დამახინჯებულადაც კი, "მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით სიმა-რთლე". ვწუხვარ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გადმოვცეთ მოთხრობა, უფრო და-წვრილებით. ეს უკმარისობა შეიძლება კომპენსირებულ იქმნას ერთ-ერთი ნათარგმნი სტატიით, რომელიც გამოქვეყნებულ იქმნა საბჭოთა გაზეთში.
5. 01. 1966. მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი წიგნიდან "რისთვის ცოცხლობ შენ?" უკან დაბრუნება |