მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი დანიშნულების შესახებ - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი (ნაწილი II)

ჩვენი დანიშნულების შესახებ - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი (ნაწილი II)


26-12-2015, 22:48

 

   ჩვენი მიზანი - ასე რომ, ჩვენი მიზანია მივემსგავსოდ ღმერთს. რო-გორ უნდა მივაღწიოთ ამას, როცა „ღმერთი ვერავინ იხილა"? სწორედ ამიტომ ღმერთმა გამოაგზავნა ამა სოფელში უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი ძე, მეორე პირი ყოვლადწმიდა სამებისა, ყოვლად ძლიერი ღმერთი, თანა არსი მამისა „და სიტყვა იგი ხორციელი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდ შობილისა მამისა მიერ". ღმერთი გახდა ადამიანი, „რათა კაცი გახადოს მსგავსად ღვთისა". მივემსგავსოთ ქრისტეს და ამით მამა ღმერთსაც მივემსგავსებით. ქრისტე ჩვენი ხატებაა მისაბაძად. „გზით, რომელითაც ის მიდიოდა, ჩვენ უნდა ვიაროთ" აი, ჩვენი ამოცანა. ასე ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ღვთის შვილები. შემდეგ კი „ღვთის მემკვიდრეები და ქრისტეს თანამომუშაკენი", რაში უნდა მივბაძოთ ქრისტეს? რა თქმა უნდა, არა ძალაში, რადგან ის ყოვლისშემძლეა და არც სიბრძნეში, რადგან ის თვითონ ბრძენია, არც ჯვარცმით მსხვერპლში, რადგან ის უნი-კალურია მნიშვნელობით და გამორიცხავს განმეორებას. ქრისტეს უნდა მივბაძოთ სათნოებებში, სიყვარულში, რომელიც მან გამოავ-ლინა თავისი მამისა და ადამიანის მიმართ, სიმდაბლეში, უმწიკ-ლოებაში და სიმართლეში, ზნეობრივ სიწმინდეში, თვით უარყოფაში, თავის მსხვერპლად გაღებაში, სიმშვიდეში, უბოროტობაში. ყოველივე ამაში ქრისტე უნდა იყოს ჩვენთვის მისაბაძი ხატება.

   წმ. მოციქული პავლე ბაძავდა რა მას, ამბობდა: „მობაძავ იყავი ჩემდა, ვითარცა მე - ქრისტესა". არის კი ვინმე უფრო ღირსეული მიბაძვისა? მივემსგავსოდ თვით ღმერთს... რა უნდა იყოს უფრო აღმატებული და ღირსეული მიზანი ადამიანის ცხოვრებაში. არაფერი არ შეიძლება იყოს უფრო სრულყოფილი და მშვენიერი.

   ეს მიზანი ყველასათვის მისაღწევია.

   ეს მიზანი სრულიად მისაღწევია უკლებლივ ყველა ადამიანისათვის. ეს მაღალი დანიშნულება შესაძლებელია ყველა ადამიანისათვის, კაცია თუ ქალი, ასაკოვანი თუ ბავშვი, განათლებული თუ უმეცარი, მდიდარი თუ ღარიბი, ხელმძღვანელი თუ ხელქვეითი, მხატვარი თუ მეეზოვე, მეფე თუ ქვეშევრდომი, მღვდელმთავარი თუ მესაფლავე, პატრიარქი თუ სტუდენტი, არის ის შავკანიანი თუ ევროპელი, აქვს მას ყვითელი თუ წითელი კანი. ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა - მიბაძოს ქრისტეს სათნოებებში.

   სიმდიდრეს, დიდებას, ტკბობას, სიბრძნეს ვერ მიაღწევს ყველა ადა-მიანი, პირიქით, საკუთარ თავში სათნოების აღზრდა ყველასათვის შესაძლებელია. ყველას შეგვიძლია გავხდეთ ღვთის შვილები და დავტკბეთ მარადიული სიკეთის ქმნით, მის საუფლოში.

   ზოგჯერ სასარგებლოა დავფიქრდეთ, თუ რა ხანმოკლეა ჩვენი სიცო-ცხლე! და ამასთან როგორი გამოუთქმელი ღირსება აქვს მას! თუ როგორ განვვლით მას, სიკეთეს ვიქმთ თუ ბოროტებას - და-მოკიდებულია ჩვენი მომავალი, ყოფა მარადისობაში. თუკი შენი ცხოვრება წარმოადგენს სწრაფვას ღვთის სათნოებებისადმი და ღვთის მსგავსებისადმი, მაშინ შენ აღასრულებ იმ მიზანს, რისთვისაც შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა და დაუსრულებელ, მარადიულ ცხოვრებას შენ გაატარებ ნეტარებაში. და პირიქით, თუ შენ გულგრილი ხარ მის მიმართ, მაშინ შენ ღირსი ხარ სიბრალულისა.

    ეს მიზანი ღირსია შემოქმედისა.

   დიადია განგება ღვთისა! მიზანი ადამიანური ცხოვრებისა ღირსია ყოვლადბრძენი, ყოვლადძლიერი, ყოვლად კეთილი, გამოუთქმელი, მიუწვდომელი, ყოვლად სრულყოფილი ღვთისა! ის ამომწურავად პასუხობს ადამიანის მრავალრიცხოვან მოთხოვნებსა და შესაძლებ-ლობებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი იყოს შექმნილი მხოლოდ „წუთიერი" ცხოვრებისათვის. გემებს მცირე ტბებისათვის კი არ აგებენ, არამედ თვალუწვდენელი ოკეანეებისათვის, ასევე მა-ტარებლის ვაგონები განკუთვნილნი არიან ჩვენი ეზოებისთვის კი არა, არამედ შორეული მაგისტრალებისათვის. კოსმიური ხომალდები - არა პოლიგონისთვის, არამედ ღია კოსმოსისათვის. წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინეპოლში ერთი დღისათვის კი არ ააშენეს, არამედ მომავალი მორწმუნე თაობებისათვის. მსგავსად ამისა, გრანდიოზული ქმნილება მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით - ადამიანი ღმერთმა გააჩინა არა მოკლე, დროებითი მიწიერი ცხოვრებისათვის.

   ეს მიზანი პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს - ადამიანის შინაგან სამ-ყაროს გააჩნია მრავალრიცხოვანი მოთხოვნილებანი, რომლებიც დაკმაყოფილებული იქნებიან არა ამ ქვეყნად, არამედ მომავალ ცხოვრებაში. მაგალითად: ადამიანს სწყურია სრულყოფილება, შეიძლება კი რამეს ერქვას ამ ცხოვრებაში სრულყოფილი? - არა. სრულყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში. ადამიანს სურს იყოს დიდება, დიდების წყურვილი დაუცხრომელია. „დიდებას არავინ არ უგულებელყოფს", - ამბობდნენ ძველები, მაგრამ ამ ქვეყანაში ის მიუღწეველია, მხოლოდ მარადისობაში შეუძლია ადამიანს თქვას: „განვსძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისათა".

   ადამიანს სწყურია თავისუფლება. მისთვის აღიძვრება აჯანყებები და რევოლუციები. მისთვის იღვრება ზღვა სისხლი და მაინც ადამიანი გარემოებებზეა დამოკიდებული დროსა და ადგილმდებარეობაზე, არ არის დაზღვეული სხვისი და საკუთარი შეცდომებისაგან, რომელიც საკუთარ ვნებებთან და სისუსტეებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეუძლია ადამიანს შეიძინოს ჭეშმარიტი თავი-სუფლება, გახდება რა შვილი ღვთისა.

   ადამიანი მიილტვის ბედნიერებისაკენ, მაგრამ შეუძლია მას მისი აქ შეძენა? - არავითარი მსგავსი. ვინც მიწიერ ცხოვრებას თვლის ბედნიერების ზღვარად, ის ადამიანი კი არა, ურჩხულია! მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში შეძლებს ადამიანი, „იბანაოს" ბედნიერების ოკეანეში მხოლოდ იქ, სადაც მარადიული სიკეთეა, რომელიც „კაცის თვალმა ვერ იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მივიდა, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარულთა მისთა".

   როგორც ამბობს პავლე მოციქული, აღტაცებული ცოცხლად მესამე ცამდე, თავისი თვალებით მხილველი სამყაროსა შემოქმედმა, რო-მელმაც ჩაატია ჩვენს გულებში ასეთი სახის მოთხოვნილებები და სურვილები.

  რა თქმა უნდა, მოამზადა ისიც, რითაც შესაძლებელია მათი დაკ-მაყოფილება. მან მოამზადა ზეციური სამეფო, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით. მსგავსად ამისა, მოცემული გვაქვს ჩვენ თვალები, მაგრამ მოცემული გვაქვს ისიც, რაც შეგვიძლია დავინახოთ მათი მეშვეობით.

   ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ჩვენ გვშია, და ამასთანავე, ისეც მოაწყო, რომ ჩვენ ვჭამოთ, ჩვენ გვწყურია - არის წყალი. ჩვენი სულიერი მოთხოვნილებანი ღვთისაგანაა, მანვე მოგვიმზადა ჩვენ დასაბამიდან არსებული ცათა სასუფეველი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მათი დაკ-მაყოფილება.

   მხოლოდ უმაღლეს დანიშნულებას შეუძლია აგვიხსნას ჩვენ ამ წუთ-ისოფლის არსებობა და ყოველივე მიწიერისა მასში და ასევე ბოროტების არსებობა. თავიდან ადამიანს ეკავა მაღალი მდგომარეობა და იყო სრულიად ბედნიერი. ამას გვიდასტურებს ძველი გადმოცემა და ტექსტები. საუბედუროდ, ადამიანი დაეცა და სამყაროში შემოვიდა ბოროტი, ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი.

   რამდენადაც ადამიანის სული თავისთავად შეუფასებელია, ღმერთი გარდამოხდა ზეცით დედამიწაზე, რათა იხსნას ადამიანთა სულები. მან ადამიანისათვის მსხვერპლად გაიღო თავისი ღვთაებრივი სისხლი. ჭეშმარიტად შეუფასებელია, ძვირფასია ადამიანის სული. „რა სარგებელი არს კაცისათვის, უკეთუ მან შეიძინოს სოფელი და ეზღვიოს სული თვისი", „რა შეიძინოს კაცმა ნაცვლად სულის თვისისა"? შეუფასებელია ადამიანის სული. ყველგან მყოფი ღმერ-თისთვის ძვირფასია თითოეული სული. ის თითოეული სულისათვის მსხვერპლად სწირავს თავის შეუფასებელ ღვთაებრივ სისხლს. რარიგ დიდია ჩვენი დანიშნულება!

  აშკარა ხდება, რომ ადამიანი ჭამისთვის კი არ ცხოვრობს, არამედ ჭამს, რათა იცოცხლოს. ცოცხლობს იმისათვის, რომ მიაღწიოს უდიდეს მიზანს - მიემსგავსოს ღმერთს. რისთვის გვჭირდება ავ-ტომობილი? ჩვენ იმისათვის ვავსებთ ავზებს, რომ სადღაც წავიდეთ და გავაკეთოთ რაიმე საქმე.





მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ?" 


უკან დაბრუნება