მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ფილოსოფოსებმა ვერ იპოვეს პასუხი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი

ფილოსოფოსებმა ვერ იპოვეს პასუხი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი


19-12-2015, 00:01

 

   თუკი ადამიანი აზროვნებს, თუკი ის ხედავს, რომ ყველაფერი მსო-ფლიოში ექვემდებარება განსაზღვრულ მიზანს, მაშინ მას მართებს, შეეცადოს იპოვოს ასევე თავისი საკუთარი დანიშნულება. სხვა სიტყვებით, გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის არსებობს ის. ეს კითხვა ძველთაგანვე აღელვებდათ ბრძენთ და ფილოსოფოსებს.

   არსი ყოველი ფილოსოფიური გამოკვლევისა მიმართულია, იქეთკენ რომ: მოიძებნოს მიზეზი და დანიშნულება ყოველი არსების და უპირველეს ყოვლისა - ადამიანისა, ამიტომაც ამ საბაბით იქნა გამოთქმული მრავალი აზრი და წარმოჩენილი მრავალი ფილო-სოფიური შეხედულება.

   მრავალნი თვლიდნენ, რომ მიზანი ჩვენი სიცოცხლისა, განცხრომით (ბედნიერად) ცხოვრებაა ამქვეყნად. იმისთვის რომ კარგად ეცხოვრათ, საჭირო იყო შეეძინათ ოთხი რამ: სიმდიდრე, ტკბობა, დიდება და სიბრძნე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძლებთ მივიღოთ ეს თეორია. თუკი ცხოვრების მიზანი ასეთია, მაშინ ყველას უკლებლივ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყოველივე ეს შეიძინოს. მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის.

   შეიძლება, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ისინი, ვინც ვერ შეძლებენ ამის მი-ღწევას, დანიშნულება არ გააჩნიათ?

   1. ჩვენ ვცოცხლობთ არა გამდიდრებისათვის. განა დედამიწაზე ბევ-რი მდიდარი ადამიანია? უმრავლესობა ხომ ღარიბია, ხოლო ბევრი საერთოდ შიმშილობს, ან მწირად იკვებება. ნუთუ ისინი შექმნილნი არიან უმიზნოდ? მაგრამ, თუნდაც შეძლებული ადამიანები კმა-ყოფილნი არიან სიცოცხლით? პირიქით! აკი რამდენი ძალა და შრომა მიდის შესაძენად სიმდიდრისა! ხოლო რამდენი ძალა მისდის მის შესანახად! და ბოლოს და ბოლოს, შეიძენენ რა ქონებას, ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან და ტოვებენ ყოველივე შენაძენს დედამიწაზე. უფრო მეტიც, ისინი ჩვეულებრივად კვდებიან სხვებზე ადრე. თანახმად სატატისტიკისა, მფლობელები და ხელმძღვანელები წარმოებისა მიდიან ამ ცხოვრებიდან 55-60, მაქსიმუმ - 65 წლის ასაკში. მაშინ, როცა ასკეტებში, სათნოებების მოღვაწეებში, სიცოცხლე გაცილებით ხანგრძლივია. წმ. ანტონიმ იცოცხლა 105 წელი, წმ. ხარლამპიმ - 113 წელი, წმ. მაკარი დიდმა - 120 წელი, წმ. არსენმა, ასევე - 120 წელი, ხოლო წმ. მარკოზ მოღვაწემ, ათენელმა ფილოსოფოსმა - 130 წელიც კი.

   2. ჩვენ ვცოცხლობთ არა ტკბობისათვის. თუმცა ზოგიერთი მოაზ-როვნე სწორედ ამას თვლის ცხოვრების მიზნად და მისკენ მიილტვის. და მაინც, ყველას არ შეუძლია მისცეს თავს უფლება უწყვეტი განცხრომისა: ვიღაცას - ავადმყოფობის გამო, ვიღაცას - სიღარიბის, ხოლო ვიღაცას კი სხვა სირთულეების გამო. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებს არ აქვთ ცხოვრების მიზანი? არა, ცხოვრების მიზანი უნდა იყოს, მიუხედავად ყოველგვარი გარემოებებისა. არა, ცხოვრების მიზანი თავიდანვე განსაზღვრულია და ყველასათვის მისაწვდომი, მიუხედავად ადამიანის თავისებურებებისა. იმ ადამიანთაგან, ვინც ერთობა და ტკბება ამ ცხოვრებით, ყველა როდი რჩება ბოლომდე კმაყოფილი. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ადამიანები, როგორც შეპყრობილნი, მიილტვიან სხვადასხვა მოგზაურობებისკენ. ისწრაფ-ვიან აგარაკებზე, კლუბებში. მათ ეპატარავებათ თავიანთი სახლი. მათ მუდმივად აწუხებთ სინდისის ქენჯნა. დადგება ვითარება, როცა „არა არს სიმშვიდე სულთა მისთა" წარმოიდგინეთ ადამიანის მდგომა-რეობა, მაგალითად: რომელიმე მორიგი მოგზაურობის ან შუაღამემდე გართობის შემდეგ, ან დროსტარება ყველაფერში, ან მარხვის აღების პერიოდში. ისინი თავს დასვენებულად კი არ გრძნობენ, არამედ განადგურებულად, გარდა ამისა, გართობა და სიამოვნება თხოულობს დიდ მატერიალურ ხარჯს, რომლის გაღება ყველას არ შეუძლია. ნუთუ უნდა დავასკვნათ, რომ ღარიბ ადამიანს, რომელსაც არ აქვს საშუალება განცხრომით იცხოვროს, ცხოვრების მიზანი არ აქვს? აშკარაა, რომ ლტოლვა განცხრომისაკენ ასევე არ ემსახურება ადამიანის არსებობის მიზანს.

  3. ჩვენ არ ვცხოვრობთ განდიდებისათვის, თუმცა მრავალი თავის ცხოვრების მიზნად განდიდებისაკენ მისწრაფებას თვლის. ის ადამიანი მართლაც განიცდის განდიდების წყურვილს, მაგრამ ეს წყურვილი არ უნდა ემსახურობოდეს მონურ ცხოვრებას, რადგან აქ დიდება ყოველ ადამიანს არ ეძლევა. განა მრავალი ადამიანი აღწევს მაღალ თანამდებობას? მრავალს შეუძლია გაგვაკვირვოს თავისი მიღწევებითა და გმირობებით? რა თქმა უნდა, არა, კმაყოფილი არიან კი ისინი, ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებენ? - არა, მათ უნდებათ უფრო მეტი.

   მოვიყვანოთ მაგალითისათვის ალექსანდრე მაკედონელის პიროვნე-ბა. მან დაიპყრო მთელი მსოფლიო. არ იყო ადამიანი მისებრ განდიდებული, მაგრამ ეს დიდი დამპყრობელიც უნახავთ მტირალი.

   - „რატომ ტირი"? - ჰკითხეს მას.

   - „იმიტომ რომ მეტი არაფერია დასაპყრობიო".

   შესაძლებელია, დიდებასაც მიაღწიო, მაგრამ არც თუ ადვილია მისი შენარჩუნება. მრავალმა ადამიანმა შეძლო შენარჩუნება დიდების მწვერვალისა? აი ბრძნული პასუხი, რომელიც მიეცა ეგვიპტის მეფეს - სე სოტრეს.

   მეფე სე სოტრემ ტყვედ აიყვანა ხუთი სხვა მეფე. მოგზაურობის დროს მან ისინი გამოიყვანა თავისი ეტლიდან და უცებ დაინახა უცნობი, რომელიც აკვირდებოდა ნიშნებს ბორბალზე.

   - „რას უყურებ?" - შეეკითხა მეფე.

   - მე ვუყურებ შენს ეტლზე თუ როგორ მოძრაობენ ბორბალზე მიბნე-ული ნიშნები, ისინი ხან ზემოთ აიწევიან, მერე კი დადაბლდებიან მიწამდე. მაგონდება, რომ ოდესღაც მეც ვიყავი სიმაღლეზე, ეხლა კი ჩემი მდგომარეობა მეტად მოკრძალებულია, ასევე შენ - დღეს გამარჯვებული ხარ, მაგრამ იყავი ფრთხილად, ვინძლო დამარცხება არ განიცადო. ცხოვრება ხომ მბრუნავი ბორბალია. ასე რომ, გამდიდრებისაკენ ლტოლვას ვერ ჩავთვლით ცხოვრების მიზნად.

   4. ჩვენ არ ვცხოვრობთ ცოდნის შეძენისათვის: თუ ადამიანს არ აკ-მაყოფილებს მატერიალური სიკეთე. იქნებ მაშინ ჩვენი ცხოვრების მიზანი (სულიერად მაღალი, ინტელექტუალთა აზრით) ცოდნაა! იქნებ ადამიანის მიზანი სწავლაშია. მაგრამ ეს აზრიც მცდარია. ცოდნაც არ არის ყველასათვის მისაწვდომი. დედამიწაზე საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ, მაინც ვერ შევ-ძლებთ პლანეტის ყველა კუთხეში ჩახედვას, რომელ უნივერსი-ტეტშიც არ უნდა ისწავლოთ, ყველა მეცნიერებას ვერ დაეუფლებით და იმითაც, რასაც სწავლობთ, სრულიად ვერ დაეუფლებით.

   ერთ მეფეს ჰყავდა ჭეშმარიტად ბრძენი მსახური. ერთხელ მან ვერ შეძლო შეესრულებინა რაღაც დავალება, მაშინ მეფემ უთხრა: რისთვის გიხდი გასამრჯელოს? - შენ მე მიხდი იმისთვის, რაც მე ვიცი და შემიძლია, - მიუგო მან. შენ რომ მიხდიდე იმისათვის, რაც მე არ ვიცი და არ შემიძლია გავაკეთო, მაშინ შენ არ გეყოფოდა მთელი საფრანგეთის ფული.

   ასე რომ, ცოდნის შეძენა არ შეიძლება ჩაითვალოს ცხოვრების მიზ-ნად. ბრძენმა ადამიანებმა და ფილოსოფოსებმა, რაგინდ ბრძენიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვერ შეძლეს გაეცათ პასუხი კითხვაზე: რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების მიზანი? მხოლოდ სოკრატე, უბრძენესი ადამიანთა შორის, ახლო იყო ჭეშმარიტებასთან.

   გავიხსენოთ მისი ცნობილი გამოთქვა: „ვერასოდეს ვერ დააღწევთ თავს ძილს თუკი ღმერთი არ მოიღებს მოწყალებას თქვენზე და არ გამომიგზავნით კაცს, რომელიც განგიცხადებს - რისთვის ცხოვრობთ თქვენ? ჭეშმარიტად! - ღმერთმა მართლაც მოიღო მოწყალება და გამოაგზავნა თავისი ძე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მეორე პირი ყოვლადწმიდა სამებისა. ასე რომ, თვით უფალმა განგვიცხადა ჩვენი მიზანი ცხოვრებისა. განგვიცხადა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ აქ, დედამიწაზე, რათა თავის დროზე ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს უმაღლეს დანიშნულებას.

 

მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

 წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ?" 


უკან დაბრუნება