მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური სწავლება ბოლო ჟამის შესახებ

მართლმადიდებლური სწავლება ბოლო ჟამის შესახებ


24-01-2016, 00:05

 

  „ამა ქვეყნის, რომელიმე ხელმწიფის სტუმრობისას ყველა ღონეს ვხმარობთ საქმეების მოსაწესრიგებლად, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. მეტი გარჯა გვმართებს ქრისტეს სამსჯავროზე მიმა-ვალთ, რადგან ჩვენი მარადიული ხვედრი იქ გადაწყდება. მსაჯული შიშის ზარს გვცემს თავისი სიდიადით, ყოვლისშემძლეობით. ვე-რანაირი ადამიანური საიდუმლო, უფაქიზესი განცდაც კი ვერ დაიმალება მისგან. მის წინაშე შიში მოიცავს ყველას, მართალსაც და ცოდვილსაც. სასოწარკვეთილება მოიცავს ცოდვილთ, შეძრწუნდებიან და ღმერთს განადიდებენ, მაგრამ გვიან იქნება, რადგან შემოქმედი მიუკერძოებელია".

   ასე იწყება ეპისკოპოს ეგნატეს სტატია ბოლო ჟამის შესახებ. ამ სწა-ვლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანის ცხონებისათვის. კაცობრიობის ისტორიის ბოლო ჟამს წარმოუდგენლად გამრავლდება უსჯულოება, მთელ სამყაროს მოიცავს საცდური. სულიერად სუსტი და ტკბობისმოყვარე კაცობრიობა უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგება, კაცობრიობას, რომელმაც სულიერი ძალა „მეძავთა თანა" განაბნია, სასოწარკვეთილი გმინვა აღმოხდება. ურთულესი იქნება სულის ცხონება. მართლმორწმუნე ქრისტიანთან მებრძოლი ბორო-ტება მრავალთავიან ჰიდრას დაემსგავსება და ვინ განერინება ყოველივე ამისგან? ვინ აღმოჩნდება მტკიცე და ბრძენი, რომელიც ღვთის მადლითა და შემწეობით განდგომილთა შორის არ აღ-მოჩნდება? ამისთვის საჭიროა „ყურნი, რათა ვისმინოთ" და „თუალნი, რათა ვხედვიდეთ" და მტკიცედ მივიკვლევდეთ გზას ცხონებისაკენ.

   გაფრთხილდით ქრისტიანნო, „ახლოს არს კარსა ზედა" - გვაფრთხ-ილებს უფალი, მაგრამ ამ ზეციურ ხმას ამა სოფლის ყიყინი ახშობს, რომელიც მუდამ საწინააღმდეგოს გვეუბნება: „დატკბი!" „მიენდე ინსტიქტს!" ცხოვრებიდან „აიღე ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს!" ამ საზარელ ხმას მხოლოდ ფხიზელი ქრისტიანი თუ გაექცევა. სოფელი მეძავივით ხიბლავს და აცდუნებს ადამიანს, სწავლება ბოლო ჟამის შესახებ კი დაიხსნის მას ამ მეძავის ხვევნისაგან, გამოაფხიზლებს საშინელი ხიბლისაგან, გაუფანტავს გონებრივ წყვდიადს, რითაც მოცული იყო. სწავლება ბოლო ჟამის შესახებ სააშკარაოზე გამოიტანს უსჯულოებას, რომელსაც ყველა და ყვე-ლაფერი განუმსჭვალავს, მისი მეტასტაზები მთელ სხეულში გაბნევია კაცობრიობას და დაღუპვას უქადის.

   „მაცხოვრის სწავლების მიხედვით სოფლის დასასრულის უმთავრ-ესი ნიშანი განსაკუთრებული მატერიალური განვითარება იქნება. ადამიანები დაივიწყებენ ღმერთს, ზეცას, მარადისობას, საკუთარ მოკვდავობას და მთელ ყურადღებას მიწიერ ცხოვრებას, მიწიერ კეთილდღეობას დაუთმობენ. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი უგუნურება? განა სიკვდილი საწინააღმდეგოს არ გვიმტკიცებს? ჩვენ ყველანი მარადისობისათვის ვართ შექმნილნი, ჩვენი ყურადღება მარადისობაში დამკვიდრებისაკენ უნდა იყოს მიქცეული, მიწიერზე კი მოკრძალებულად უნდა ვიზრუნოთ.

   მაცხოვრის წინასწარმეტყველება მიწიერი კეთილდღეობის შესახებ, აუცილებლად უნდა აღსრულდეს და თუ იგი უკვე გამეფებულია დედამიწაზე, ეს ადასტურებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას. „და ვითარცა იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთვე იყოს დღეთა მათ ძისა კაცისასა". გარყვნილება ღვთისგან განდგომილებით იშვება, როდისღა იფიქროს ადამიანმა ღმერთზე, როცა მთლიანად ამქვეყნიურ საქმე-ებშია ჩაფლული, როდისღა იღვაწოს სულისათვის, როცა გამუდმებით ხორცისთვის იღწვის, ამით თავის დაცემას ემსახურება და უცხო ხდება ღვთისთვის. ადამიანი იქცევა ცოდვად და მას ღმერთი განეშორება.

   საყოველთაო გარყვნილება და მატერიალური განვითარება იქნება ქვეყნის დასასრულისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშანი. მაგრამ გაბატონებული ცოდვა მარტო ავხორცობა როდი იქნება, ადამიანები გაირყვნებიან ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. „ხოლო ესე უწყოდეთ, რამეთუ უკანაისკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი და იყუნენ კაცნი თავის მოყვარე და ვეცხლის მოყვარე".

  ცოდვა მიაღწევს თავისი განვითარების მწვერვალს და იგი უფრო ძლიერი და საშიში იქნება, სათნოებისაგან კი გარეგნული სახეღა დარჩება. ვინ შეძლებს მიხვედრას, რომ ამ გარეგნულ კეთილდ-ღეობაში განადგურებულია სათნოების მთელის არსი და ძალა? ასევე იყო განადგურებული იგი იუდეველთა რელიგიაში ქრისტეს მოსვლის ჟამს, ერი კი ყველაფერს მიხვდა, ვერ მიხვდნენ თავიანთი ცოდნით განთქმული მწიგნობარნი, ფარისეველნი და მღვდელმთავარნი... კაცობრიობა ვერ დაინახავს თავის ზნეობრივ და სულიერ მდგო-მარეობას, პირიქით იგი იტრაბახებს თავის წარმატებებზე და უგულებელყოფს ყოველგვარ სულიერს.

   ერთ-ერთი ნიშანი ბოლო ჟამისა აგრეთვე იქნება ცრუ რელიგიის გა-ვრცელება. ადამიანები დაემონებიან და თავდავიწყებით ემსახუ-რებიან ყველაფერს, გარდა ჭეშმარიტებისა.

   „საოცარია სარწმუნოებრივ საკითხებში თანამედროვე ადამიანის ას-ეთი უპრინციპო განურჩევლობა. ეს განურჩევლობა განსაკუთრებით ხელსაყრელი და აუცილებელია მისთვის, ვინც გზას უმზადებს ცრუ ქრისტესა და ცრუ მესიას. ვრცელდება ათასგვარი ცრუ რელიგია, მოძღვრება, საშიში სპირიტული გატაცება. ეკლესიაში ყოველი მხრიდან ცდილობს შეღწევას სხვადასხვა მწვალებლობა, ცრუ მოძ-ღვრება, მკვდარი აზრი.

   მიწიერი სამოთხის მონატრულთა, მამონის თაყვანისმცემელთა ნაკ-ადი ნიაღვარივით მოაწყდება და წალეკავს მთელ დედამიწას. ეს მიმართულება თავის მბრძანებელსაც - ანტიქრისტეს იპოვის, რომელსაც - ანტიქრისტეს იპოვის, რომელიც მთელ თავის მომ-ხიბლელობას, გავლენას, ხელმწიფებას ორ სვეტზე დაამყარებს. ერთი მხრივ - ამსოფლიურ კეთილდღეობაზე ხორციელ სიკეთეებზე, მატერიალურ სიუხვეებზე, რომელსაც დახვეწილი მეცნიერება და ტექნიკა, მარჯვე პოლიტიკა და დიპლომატია ქმნის, მეორე მხრივ - მისტიკაზე, ბუნდოვან და უნივერსალურ რელიგიაზე, რომელიც მართლაც „ოპიუმი იქნება ხალხისათვის".

   მეცნიერებისა და რელიგიის მაგიით ანტიქრისტე თითქმის მთელ კა-ცობრიობას დაიმორჩილებს და თავს ღმერთკაცად გამოაცხადებს.

  „დღეს, სხვადასხვა სფეროში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში უამრავი პროცესი მიმდინარეობს. ეს სფეროები ერთმანეთს უთანხმდებიან და ერთსულოვნად მიისწრაფვიან საერთო მიზნისაკენ. მიზანი კი დიდი ხნის ნანატრი სოფლის მპყრობელისათვის დაუბრკოლებელი გზისა და ბრწყინვალე ტახტის მომზადებაა.

   ეშმაკი სულაც არაა ყოველი რელიგიის წინააღმდეგი, პირიქით, სწო-რედ იგია რელიგიათა უმრავლესობის ფუძემდებელი. ეშმაკი მარ-თლმადიდებელი ქრისტიანების პირდაპირ ურწმუნოებად კი არ უპირებს ქცევას, არამედ ცდილობს მათ გადაბირებას არასწორი სარწმუნოებისაკენ. მას სჭირდება რაც შეიძლება უნივერსალური, ამორფული, ადოგმატური, ბუნდოვანი რელიგია, რითაც უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს სატანის თაყვანსაცემად. ამიტომაც ესხმიან თავს დღეს ასე ხშირად დოგმატიზმს".

   ბოლო ჟამისათვის კაცობრიობის მომზადება თანამედროვე უნივერ-სალური კულტურით - ახალი ადამიანის, მსოფლიო მოქალაქის, საერთო კულტურისა და საერთო სახლის შექმნით ხდება. ტრადი-ციები, ნაციონალური კულტურა და ეკონომიკა, ფუნდამენტალური რელიგიები, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები თანამე-დროვე პოლიტიკურ - ფილოსოფიური მიმდინარეობის - გლო-ბალიზმის სამიზნე გახდა, რომლის საბოლოო მიზანი მსოფლიოს გაერთიანებაა. საერთო მსოფლიო სახლის მშენებლობა კი სურთ ინტეგრაციული პროცესებით განახორციელონ. თანამედროვე გლო-ბალისტები გვიმტკიცებენ: მოვშალოთ საზღვრები, შევქმნათ საერთო ეკონომიკა, ერთი უნივერსალური რელიგია და ყველა საკაცობრიო პრობლემა გადაიჭრებაო. დასანანია, რომ ამდენი ფული, ენერგია, ძალისხმევა, ამ იდეის განხორციელებას ეწირება, დასასრულ კი კაცობრიობას სრული ფიასკო ელის. ააშენებენ მიწიერ სამოთხეს და შექმნიან ჯოჯოხეთს - ანტიქრისტეს სამეფოს, ძნელი მისახვედრი არ არის, მსოფლიო საერთო სახლი ხალხთა თანამეგობრობა კი არა, ხალხთა საპყრობილე იქნება.

   მსოფლიოს გაერთიანებისაკენ საყოველთაო მზარდი მოძრაობა, მოწ-ოდება ეკუმენისტური ერთიანობისაკენ, ნაციონალური, ტრადიციუ-ლი კულტურის წინააღმდეგ გალაშქრება, საზღვრების გახსნის მცდელობა, საერთო ფულის შემოღება კიდევ ერთი ნიშანია ბოლო ჟამისა.

  წინასწარმეტყველთა მიხედვით, რაც უფრო ინტენსიური იქნება ამ მიწიერი სამოთხის მშენებლობა, მით უფრო მძლავრად დაანგრევს ამ ქვიშაზე აშენებულ კეთილდღეობას ომები, კატაკლიზმები, ეკოლო-გიური კატასტროფები, ეპიდემიები. კაცობრიობას ავიწყდება, რომ მშვიდობის გარანტი არა მისი მიღწევები, არამედ ღმერთია, რომ იმას მოიმკის, რასაც დასთესს. დათესილი ბოროტება მატერიალურად ხორცშესხმული მოევლინება მას, „ოდეს გესმოდეთ ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი...".

    ესეც ბოლო ჟამის ერთ-ერთი ნიშანია.

  ომები თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი შედეგია. დღეს ყველა პროგრესზე ლაპარაკობს. მაგრამ მაშინ რატომღა ჰგავს მსოფლიო დენთიან კასრს? რატომაა ადამიანი ასეთი სასტიკი, თუკი კაცობრიობა გონიერია, ჰუმანურია? რატომ აგროვებს იგი ამდენ იარაღს და იარაღის ენით ლაპარაკობს? არა, თანამედროვე კულტურას ვერაფრით ვუწოდებთ კაცთმოყვარეს! იგი თვითგანადგურების კულტურა უფროა, რომლის პიკი ომია. ომის დროს კი ნათლად ჩანს ამ „პროგრესიული კაცობრიობის" კაციჭამიობა, ველურობა და სისხლის-მსმელობა.

   მაცხოვარმა სწავლება მეორედ მოსვლის შესახებ შემდეგი სიტყვებით და დარიგებით დაასრულა: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდნენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი".

   „იღვიძებდეთ უკვე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაითა ღირს იქმნენით განრინებად ამას ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისასა".

  მაცხოვრის ამ სიტყვებით, ამ დანაბარებით იკრძალება ზედმეტი მზრუნველობა ამქვეყნიურ საქმეებზე, რადგან ყველაფერი ეს ადამიანს ავიწყებინებს მარადისობასა და ღმერთს, შთააგდებს მას ცოდვაში. გულში, რომელიც ღვთის შიშითა და ხსოვნით არა შემოსილი, ადვილად შედის ვნება, მკვიდრდება ზნეობრივი წყვდიადი და უმეცრება.

   რადგან ყველაფერი ეს ვიცით, ვიფხიზლოთ! შეუვრდეთ უფალს ლო-ცვითა და სინანულით. ღვთის ნებით ცხოვრებით, ღვთის მადლით შევძლებთ თავი დავაღწიოთ ცოდვის მზაკვრობასა და ხაფანგს და შეწყნარებისა და გადარჩენის იმედით წარვსდგეთ მსაჯულის წინაშე, ვინც განსაზღვრავს ჩვენს ხვედრს მარადისობაში. ამინ.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება