მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნუ დავაკანონებთ გარყვნილების ინდუსტრიას
ნუ დავაკანონებთ გარყვნილების ინდუსტრიას22-01-2016, 00:04 |
დღეს მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელ საზოგადოებას სთავა-ზობენ სექსუალური ხასიათის გართობა მომსახურების ბიზნესის ლეგალიზაციას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდება ადამიანების მასო-ბრივი გარყვნა, რამაც მიიღო იურიდიული აღიარება და სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილის სტატუსი. გარყვნილების ლეგალიზაცია სასიკვდილო დარტყმას აყენებს ტრა-დიციულ ზნეობას, შლის და ანადგურებს სოციალურ კულტურულ ნორმებს, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში აღვირს დებდა ადამიანის ყველაზე ბნელ და დამანგრეველ ინსტიქტებს. ზოგიერთ სკოლაში შემოვიდა სავალდებულო „სექსუალური განათ-ლება" ე.ი. ბავშვებისათვის გარყვნილების შესწავლა. ბავშვები უკვე უსირცხვილობის გამო არ ერიდებიან მშობლებს, მშობლები - შვილებს. აღარაა მამაშვილობა, არც დედაშვილობა, კავშირი თაობათა შორის დარღვეულია. ეს მიიყვანს მსოფლიოს განადგურებამდე. დღეს „ნორმალიზებულია" საზოგადოების მიერ საღი გონებისა და სინდისის უქონლობა, ეს კი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი მუქარაა. დაშლა - განადგურების შემდეგი ეტაპი იმ კანონის მიღებაა, სადაც ცოდვა, უკანონობა დაცულია სახელმწიფოს მიერ. იქმნება საზოგადოების ტოტალური სატანიზაციის პლაცდარმი. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა მასობრ-ივი ინფორმაციის საშუალებების „სექსუალიზაცია", სკოლებში „სექს-განათლების" შემოღება. საზოგადოების გარყვნასთან ბრძოლის პრობლემა დღეს აქტუალუ-რია როგორც არასდროს, მაგრამ ამ პრობლემის ნებისმიერი გზით გადაჭრისას უნდა დავეყრდნოთ ჩვენი სამშობლოს სულიერ, მორა-ლურ და კულტურულ ტრადიციებს. ყალბად ჟღერს ადამიანებზე ზრუნვით სავსე წინადადება „მოქალაქ-ეთა რეპროდუქციის შესახებ", რომლის უკან დგას ოჯახის დაგე-გმარების მსოფლიო ფედერაცია, რომლის პროგრამის ძირითადი მიზანია შობადობის შემცირება და სკოლაში „უსაფრთხო სექსის" ცნების შეტანა მოსამზადებელი კლასებიდან; ბავშვებმა საერთოდ არ უნდა იცოდნენ სექსის შესახებ არც ანბანიდან, არც არითმეტიკიდან და არც ცხოვრებიდან ნუთუ გაუგებარია, რომ დროზე ადრე „უსაფრთხო" ხშირად უფრო საშიშია?
ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის აგრესია
ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციას გახსნილი აქვს ფილიალი 140 ქვეყანაში, რომლის დამფუძნებლები არიან ცნობილი რასისტები. ეს ორგანიზაცია ატარებს უზარმაზარ სამუშაოს შო-ბადობის შემცირებისათვის. გვახსენდება ჰიტლერის ცნობილი სი-ტყვები: „არსებობს მრავალი გზა, სისტემატური და უმტკივნეულო, ყოველ შემთხვევაში უსისხლო, რომ აიძულო არასასურველი ერები განადგურდნენ". ახალი ავხორცულ - სექსუალური კოდექსის მისაღებად გამოჩნდნენ თანამედროვე სოდომ-გომორის მშენებლები. ჩვენ ვისაც გვაქვს ათასწლეულებით გამოცდილი ტრადიციები, სადაც ყოველთვის ბრძნული დამოკიდებულება იყო ადამიანის დაბადების საიდუმლოს-თან, ქალთან, სიყვარულთან, რომლის ნაყოფი ახალი სიცოცხლის დაბადებაა. მერამდენეჯერ ვიხედებით დასავლეთისკენ, არ ვუწყით ან არ გვინდა დავინახოთ რას გვთავაზობს იგი! სირცხვილის გრძნობა თან დაჰყვება კაცობრიობას შექმნის დღიდ-ანვე, რასაც ბიბლიაც ადასტურებს. სექსუალური უპირველესი მიზანია მოზარდებში ჩაკლას ეს გრძნობა. სირცხვილის გრძნობის წაშლის მცდელობა უნდა შეფასდეს როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
კონტრაცეფციის შესახებ
"Contra” - წინააღმდეგ, „Ceptio” - ნაყოფი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მთავარი მიზანია ავხორცობა ნაყოფიერების გარეშე. ხოლო იმისთვის, რომ კონტრაცეპტივების მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მშვიდად, შეთხზეს ზღაპარი იმის შე-სახებ, რომ კონტრაცეპტივების ბევრი სახეობა აქვეითებს „ოვულა-ციას" ქალებში ანუ ჩასახვა არ ხდება. აი, რატომ არის კონტრაცეფცია „ტყუილის მამის" შვილი. მხოლოდ ყოვლის მცოდნე ღმერთმა უწყის რამდენი აბორტი გაიკე-თეს ქალებმა, რომლებიც იყენებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპ-ტივებს და სპირალს. საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა არა მარტო ავხორცობის გამამართ-ლებელი იურიდიული კანონები (მაგ; ოთხჯერ განქორწინების უფ-ლება და ა.შ.), არამედ პირველად დააყენა მოსახლეობის ჩასახვის საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებებით მომარაგების ამოცანა. ბავშვთა კვლისა და ავხორცობის 70-წლიანმა პროპაგანდამ თავისი ნაყოფი გამოიღო. დღეს მრავალშვილიანობა სისულელეა, სიბრძნე იქცა სიგიჟედ, რომელიც ბრბოს ისტერიულ ხარხარს იწვევს. ვერ ხედავენ უგუნური ბრმები სამსჯავროზე მდგარ ქალს - დედას, რომელიც შვილთდასხმით გადარჩება (1 ტიმ. 2, 15). არ ესმით ყრუთ, რომ ოჯახი და სიყვარული ბავშვების გარეშე არ არ-სებობს, არ შეიძლება ღმრთისაგან ბოძებული სიწმინდის შებღალვა და მისი გარყვნილებად გადაქცევა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |