მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წარმავალი და მარადიული - წმიდა თეოფანე დაყუდებული

წარმავალი და მარადიული - წმიდა თეოფანე დაყუდებული


23-02-2016, 00:00

წარმავალი და მარადიული - წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

  ამქვეყნიურ ქმნილებათაგან, მხოლოდ ერთ - ადამიანს აქვს უნარი ღმერთის შემეცნებისა, რადგან მხოლოდ ადამიანთან ლაპარაკობს უფალი, ერთს, ოდენ ადამიანს უსმენს და მხოლოდ მას, ერთს ევლინება, რადგან კაცთმოყვარეა და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმერთი ყოველთვის მის გვერდითაა.

   ღმერთმა განამზადა და შეამკო ქვეყნიერება - სამეუფო, რათა სულ ბოლოს, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს მეფე - ადამიანი მოსულიყო. მან რომელიც უამისოდაც არ საჭიროებდა არავითარ სიკეთეს, ად-ამიანისათვის შექმნა ცაც - ვარსკვლავებითა და მნათობებით შემკული, ადამიანისათვის განმზადა აგრეთვე ეს დედამიწაც, დაჰბადა ბუ-ნებრივი მოვლენები და ყოველივე ამის მეშვეობით მომადლა ადამიანს ყოველგვარი სიკეთე.

   ადამიანმა დააკავშირა ხილული და უხილავი სამყარო, რამეთუ იგია ის არსება, რომელშიც ერთადაა მოცემული ორი ბუნება - სხეუ-ლებრივი და სულიერი. „სული და სხეული და-ძმანი არიან, ღვთის მცნებათა დარღვევა ორივეს ერთნაირად ამძიმებსო", - გვასწავლის წმინდა ბასილი დიდი.

   ადამიანის ორბუნებოვნების გაუთვალისწინებლად წარმოუდგენელ-ია გავიგოთ რაობა, არსი და დასაბამი ავადმყოფობისა, სიკვდილისა და სიცოცხლისა, სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობისა.

   ადამიანი მშვენიერია თავისი ორი ბუნებით. მას სხეულიცა და სულ-იც უფლისგან აქვს ნაბოძები და ამიტომ ორივეს უნდა გა-უფრთხილდეს: დასნეულებული ღმერთს უნდა შეევედროს, რომ განკურნოს და მიმართოს მკურნალს, რადგან ისიც უფალმა შექმნა.

   ყოველგვარი სხეული თავისთავად ბუნებით, უმოძრაოა და მოძრა-ობას მას მხოლოდ სული ანიჭებს: მცენარეებს უგრძნობო მაცოცხლებელი ძალა, ფიზიკური სიცოცხლე აქვს მიცემული, რაც მას განასხვავებს უსულო მკვდარი საგნებისაგან; ცხოველებს ამასთან ერთად სამშვინველი, ხორციელი სიცოცხლე აქვთ მინიჭებული, ხოლო ადამიანს და მხოლოდ ადამიანს - კიდევ უკვდავი გონიერი სული.

  სხეული, ანუ ხორცი, გარეგანი მატერიალური გარსია ადამიანისა, სული - შემეცნების უნარის მქონე უმაღლესი ღვთაებრივი საწყისია, ხოლო სამშვინველი სხეულის მაცოცხლებელია. იგია შუამავალი, მაკავშირებელი სხეულისა სულთან. სამშვინველი წარმმართველია სხეულში (ორგანიზმში) მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისა ნე-რვული სისტემის მეოხებით; სულ კი მოაზროვნე, ნატვირთი, მგრძნობიარე, ღმერთის შემცნობელია. სამშვინველი სულიერ ბუნე-ბაში უმდაბლესია და მოიცავს შეგრძნებებსა და იმპულსებს, რითაც ადამიანი უსულო ბუნებისა და მცენარეთაგან განსხვავდება, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ამაღლებული უგონო ცხოველებზე; სული კი უმაღლესია. იგი მოიცავს გონს, სიტყვას, აზრს, ნებას, გრძნობას... სული განსჯის, როგორც გონიერი არსება. მას ახსოვს, სურს ან არ სურს, ირჩევს ან არ ირჩევს, უყვარს ან სძულს, ნატრობს და შეიმეცნებს. ამავე დროს ის ხედავს, ესმის, ყნოსავს, გემოს უგებს, აზროვნებს, იცის, საუბრობს...

  ამრიგად, ადამიანის ბუნების სულიერი მხარე თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად. ასე რომ, საქმე გვაქვს ადამიანის ბუნების დაყოფასთან სულად, სამშვინველად და სხეულად, ე.ი. მის სამნაწილიანობასთან, ანუ ტრიქოტომიასთან.

   სული და სხეული ერთმანეთთან შეურევნელად, შეურწყმელად და აღურევნელადაა შენივთებული. სწორედ სხეულში და სხეულის მეოხებით ამჟღავნებს თავის მოქმედებას სული ხილულ სამყაროში. სული სხეულის ყველა ნაწილშია: არც ერთი უჯრედი არაა და-რჩენილი მის გარეშე. სული ანიჭებს სხეულს სიცოცხლეს, ზრდის უნარს, გრძნობას...

   ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეიმეცნოს თავისი თავი, გაითავისოს თავ-ისი ორბუნებრივობა, ანუ ის, რომ ჩვენ ვართ არა მარტო სხეული, არამედ სულიც, ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა არის ჩვენი სხეული, ანუ ის, რომ სხეული ხრწნადია და წარმავალი, ხანმოკლე სიცოცხლის მქონე, ხოლო სული - უკვდავია. და ეს უკვდავი სული იმისათვის შეერწყა სხეულს, რომ ამ გზით გამოიცადოს, გამოიწრთოს, როგორც ოქრო ცეცხლში, უკეთესი შეიქმნას, ამაღლდეს და თავის შემოქმედს შეუერთდეს.

  

 

ავადმყოფზე ილოცეთ და იწუხეთ

   

   კარგია, რომ ავადმყოფზე ლოცვისთვის იზრუნეთ. კვირაში ორი შე-კვეთილი საჯანმრთელო პარაკლისი და კიდევ წირვაზე მოხსენება განა საკმარისი არ უნდა იყოს?! მაგრამ ამის გარდა ვინმემ ხომ უნდა ილოცოს გულისტკივილით? უფალი მხოლოდ ასეთ ლოცვას ისმენს. თქვენი შეკვეთა ნიშანია თქვენი რწმენისა და იმედისა, მაგრამ თავად აპირებთ კი პარაკლისებზე ყოფნას? თუ არა, მაშინ თქვენი რწმენა უტყვი რჩება. სხვა საქმეა, როცა თქვენ თვითონ ესწრებით პარაკლისს ან წირვაზე დგახართ. მაშინ თქვენი წუხილი უერთდება ეკლესიის ლოცვას და უფრო სწრაფად ადის ღმერთთან... თქვენი გულის ძახილი ეკლესიის ლოცვასაც უფრო გულშემატკივრულს ხდის. აი, ხედავთ, რაშია ძალა?! წირვის დროს სულ ილოცეთ... განსაკუთრებით, როცა იგალობება „ღირს არს ჭეშმარიტად..." ამის შემდეგ ახლადშეწირულ მსხვერპლთან გრძელდება მოხსენიება ცოცხალთა და მიცვალებუ-ლთა, რაც ბევრად ძლიერია, ვიდრე მხოლოდ კვეთაში მოხსენიება, რადგან გამოხატავს თქვენ რწმენასა და იმედს, რომ უფალი არ დაგვტოვებს თავისი შემწეობით... სად შევუკვეთოთო, მეკითხებო-დით. საითაც გულმა გაგიწიოთ. ოღონდ თავადაც ილოცეთ და იწუხეთ ავადმყოფზე... და მეტად დაეხმარეთ გაჭირვებულებს, შეუმსუბუქეთ მათ სიღატაკის ტვირთი. მათი ლოცვა კი თქვენ გულის სიმძიმეს შეგიმსუბუქებთ და შეუერთდება რა თქვენს ლოცვას, საყვირის ხმას დაემსგავსება, რომელსაც უფალი შეისმენს.

 

 

 

წმ. თეოფანე დაყუდებული 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება