მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა - პასუხი

კითხვა - პასუხი


31-01-2016, 00:01

 

 

  - დღეს ყველასათვის ნებადართულია ტაძარში მისვლა. ყოველ ადამიანს შეუძლია ოჯახში „მცირე ეკლესიის" შექმნა. ბავშვებს, რომელთაც არ დამჩნევიათ ათეისტური პროპაგანდის მძიმე კვალი, თითქოსდა აქვთ საშუალება იცხოვრონ წმ. ცხოვრებით, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხშირ შემთხვევაში გამოუყენებლი რჩება. მამაო, რა უშლის ხელს თანამედროვე ადამიანის ღმერთთან მიახლოებას?

   - ჩემი აზრით, უღმრთოებამდე სამოცდაათწლიანმა ბაბილონურმა ტყვეობამ მიგვიყვანა. ადამიანები დღესაც აგრძელებენ უღმრთოდ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ აღადგენენ ტაძრებს, ხსნიან მართლმადიდებლურ სასწავლებლებს. იმისათვის, რომ ქვეყანაში სულიერება ამაღლდეს, საჭიროა საღმრთო სჯულის სწავლების შემოღება ყოველ სასწავლებელში. ღვთის სიტყვა უნდა იქადაგებოდეს ყველგან, რათა ყოველი ადამიანის გულსა და ცნობიერებას შეეხოს. ის არაქრისტიანული უზნეო, გარყვნილი სულისკვეთება, რომელიც დღეს მთელ სახელმწიფოში სუფევს, უნდა შეიცვალოს ზნეობრივი სულისკვეთებით. საღმრთო სჯულის სწავლების შემოღება დაგვე-ხმარება ყოველ ადამიანში კეთილი თესლის დათესვაში. ამის თავისუფლად განხორციელების ნებას არ მოგვცემენ, მოწინააღმდეგე ბევრია, რისი შედეგიცაა ერისა და მთლიანად სახელმწიფოს სავალალო სულიერი მდგომარეობა.

   - მამაო, მხოლოდ საღმრთო სჯულის ქადაგება იქნებ არ აღმოჩნ-დეს საკმარისი?

   - საღმრთო სჯულის სწავლება ნაწილობრივ მაინც შეასრულებს თა-ვის მისიას, მაგრამ რწმენის გარეშე შეუძლებელია ადამიანის სულიერი გარდაქმნა და განვითარება. ეს ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ყველა ჩვენგანს დაფიქრება გვმართებს.


არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება