მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია


29-01-2015, 00:01
 

მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და ლიბერალური დემოკრატია

 

 
   ბოლო ორი საუკუნე მსოფლიოში ლიბერალურ-დემოკრატიულ ფა-სეულობათა დამკვიდრებისა და გავრცელების ეპოქებად არის მი-ჩნეული. ეს ფასეულობანი ახალი და ამავე დროს ძველი საცთურია და გამოწვევაც კაცობრიობისა. ახალში იგულისხმება ის რომ ლიბერა-ლური დემოკრატია აშკარად ყველაზე გავრცელებული მმართვე-ლობითი ფორმაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით, მან სძლია სხვა სახელმწიფოებრივ ფორმირებებს; ძველს კი იმიტომ ვა-მბობთ, რომ ეს სისტემა მართლაც უძველესია - ბერძნული და რო-მაული ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს.
   ჩვენი ინტერესი ამ საკითხისადმი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ დღეს საეკლესიო წრეებშიც სულ უფრო ინტენსიურად უჭერენ მხარს „ლიბერალურ-დემოკრატიულ" მმართველიბას; ამით თითქოს სურთ „გაადემოკრატიულონ" მართლმადიდებლობა და ეს დადებით ტონ-ად აღიქმება თანამედროვე სამყაროში.
   გასაოცარი და მოულოდნელი ამაში თითქოს არაფერია - ეკლესიის ზოგიერთი წევრი კეთილგანწყობილია დემოკრატიისადმი: მოძღვრე-ბი ხომ ნამდვილად ხალხის გვერდით დგანან თავისუფლებისადმი ლტოლვაში. უფრო მეტიც: მართლმადიდებლობა რეალურად სახალ-ხო ეკლესიაა. აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) ვკითხულობთ: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სა-რწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით მორწმუნე ხალხი".[1]
   ვიდრე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას შევუდგებოდეთ ვიტყვ-ით, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულების რეალური სა-ხის წარმოჩენით ჩვენ არ გვსურს იმ ილუზიის შექმნა, თითქოს აღ-ნიშნული პოლიტიკური სტრუქტურის შემცვლელი სხვა რეალური ძალა გვეგულებოდეს მთელ მსოფლიოში. არც წერილში მითითე-ბული ფილოსოფოსების ნიჭიერებასა და გენიოსობაში გვეპარება ეჭვი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ფასეულობასთან გვაქვს საქმე.
   ჩვენი მიზანია დავანახოთ მკითხველს მართლმადიდებლური მსო-ფლმხედველობასა და ლიბერალურ-დემოკრატიას შორის არსებული განსხვავებები.
   ზედაპირული შეხედვით მართლმადიდებლობასა და დემოკრატი-ას შორის აზრთა თანხვედრაა. სწორედ ეს გარემოება გვავალდე-ბულებს პრინციპულად გავმიჯნოთ ორი ცნება ერთმანეთისაგან.
   საქმე ის გახლავთ, რომ ლიბერალური დემოკრატია ოფიციალური განცხადებებით, ღიად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლხე-დვას, ის განაგრძობს საუბარს „მარადიულ ფასეულობებზე", „რწმე-ნაზე", „ადამიანის ღირსებებზე", „ქრისტიანულ ცივილიზაციაზეც" კი. თუმც... ცხადზე უცხადესია: ეს სიტყვები აღარ გამოითქმის ძვე-ლი მნიშვნელობით. არც ერთი ლიბერალ-დემოკრატი სერიოზულად აღარ აღიქვამს ამ ფასეულობას (მართლმადიდებლობას). ის მხოლოდ სიტყვის მასალად, ფასადად გამოიყენება, უფრო ემოციაზეა გათვ-ლილი, ვიდრე შინაგან სულიერ მდგომარეობაზე.
   ამიტომ, მოდით, ვნახოთ, რა არის სინამდვილეში ეს დემოკრატია? რას წარმოადგენს „ხალხის ნება" დემოკრატიული და მართლმადი-დებლური მსოფლმხედველობების მიხედვით? არის კი დემოკრატ-იის მიერი „ხალხი" ის ხალხი, რომლის შესახებაც საუბრობს მო-ციქული: „ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფო სამღვდელო, თესლი წმიდა, ერი მოგებული, რათა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელნი - იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკვირველსა მას ნა-თელსა მისსა." (1 პეტრ. 2.9). - ცხადია, არა! დემოკრატიამ შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს, და შესაბამისად, ხალხის ნებაც სხვადასხვა აღმოჩნდეს. დეკანოზი ს. ბულგაკოვი საუკუნის წინათ შენიშნავდა: „ერთი და იგივე იერუსალიმის" „ხალხის ნება - დემოკრატია" გა-იძახოდა „ოსანას"-ს, და სამოსელს უფენდა მაცხოვარს; და იმავე „ხალხის ნება" – „დემოკრატია" გაიძახოდა: „ჯვარს-აცუ, ჯვარს-აცუ ეგე!" ნათელია: ხალხის ნებას ერთნაირი ხალისით შეუძლია აღფრ-თოვანდეს როგორც ჭეშმარიტებით, ასევე სიცრუითაც: მივიდეს ტი-რანიამდე, მხეცობამდე, მკრეხელობამდე".[2] „ხალხის ნებისადმი" ქე-დმოხრა, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიის კულტს, ადა-მიანის გაღმერთების შედეგად გაჩნდა. ამ „სარწმუნოების" ქადაგება, როგორც მოგახსენეთ, უძველეს ელინურ და რომაულ სამყაროში დაიწყო. იმხანად საფუძველჩაყრილი იდეების „ღირსეული" გამგრძე-ლებლები იყვნენ XVII-XIX საუკუნის ჰუმანისტები პეგელი, რუსო და სხვები. ჩვენს დროში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. განსა-კუთრებით ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუამა და ჰანტინგტონი უნდა გამოვყოთ.
   აქვე უნდა ითქვას: ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში დე-მოკრატიული პრინციპები არ იყო საყოველთაოდ მოწონებული. მა-გალითად, ძველი ფილოსოფოსი თუკიდიდე ძველ ბერძნულ რესპუ-ბლიკაში ხალხის ხმების მოსყიდვასა და ხალხის დაშინებაზე საუ-ბრობდა.[3]
   მეტსაც ვიტყვით: კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არ ჩანს არც ერთი სახელმწიფო, სადაც რეალურად, სრულად განხორციელდა ხა-ლხის მართვის პრინციპი. ძველი საბერძნეთი და რომი, მისი კლა-სიკური წარმომადგენლები - არისტოტელე, ციცერონი და სხვები, რომლებიც დემოკრატიის ფუძემდებლებად უნდა მივიჩნიოთ, ამავე დროს იყვნენ კლასიკური მონათმფლობელები. ისინი თავად ტერ-მინში „ხალხი", „მოქალაქეები" მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებს, მოსახლეობის უკიდურეს უმცირესობას მოიაზრებდნენ.
  შესაბამისად, როდესაც საუბარია თავისუფლების შესახებ ძველი ფილოსოფოსების თხზულებებში, იგულისხმება არა კერძო პირის, არამედ სახელმწიფოს თავისუფლება.
  XIX საუკუნის ფილოსოფოსი ტ.გობსი წერს: „ათენი და რომი თავისუფლები იყვნენ, ე.ი. თავისუფალი სახელმწიფოები: მათ ჰქო-ნდათ თავისუფალი ნება შებრძლოებოდნენ სხვა ხალხებს, დაეცვათ თავიანთი ქვეყანა, დაეპყროთ ერი. ამდენად, ამ კუთხით თავისუფ-ლება ერთნაირია როგორც მონარქისტულ, ასევე დემოკრატიულ ქვეყნებში.
  არისტოტელე თავის „პოლიტიკაში" წერს: „დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას, ვინაიდან, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არავი-ნაა თავისუფალი სხვა მმართველობის პირობებში." ის ამ მოსაზრებას ათენის რესპუბლიკის პრაქტიკული ცხოვრების მიხედვით ასკვნიდა. აგრეთვე ციცერონი და სხვა მწერლებიც თავის სწავლებებში ეყრ-დნობოდნენ რომის შეხედულებებს, მონარქიისადმი სიძულვილით აღსავსეს. შედეგად, მონარქიის სიძულვილს მოჰყვებოდა რომის ხე-ლისუფლების ძალისმიერი დამხობა და დანაწილება. შემდეგ აღზევ-ებულთა მემკვიდრეები, ძველი ბერძენი და ლათინი ავტორების კითხვით, თავისუფლების ნიღბით, ბავშობიდან დაეჩვივნენ ჯანყსა და ხელისუფალის უსირცხვილო კონტროლს, ხოლო შემდეგ კონტ-როლიორების კონტროლსაც. შედეგად, იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ დასავლეთის ქვეყნებს არაფერი ისე ძვირი არ დაჯდომია, როგორც ბერძნული და რომაული მმართველობითი სტრუქტურების კითხვა".[4]
   დასავლურ ქვეყნებში ჩვეულებრივი რამაა არისტოტელეს, ციცე-რონის და სხვათა შეხედულებებით ხელმძღვანელობა. ჰეგელი მაგა-ლითად, ლიბერალურ დემოკრატიას საზოგადოებრივი ორგანიზაცი-ის უმაღლეს ეტაპად - საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პრინ-ციპების სრულყოფილ ფორმად მიიჩნევდა. ის ისტორიული პროცე-სის კულმინაციას თავისუფლების რეალიზაციაში, „ადამიანთა თავი-სუფლების ზრდაში" ხედავდა. ჰეგელი ამბობდა: „აღმოსავლეთის სამყაროში ადამიანებმა იცოდნენ, რომ თავისუფალი იყო მხოლოდ ერთი ადამიანი (მმართველი); ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ, რომ თავისუფლები იყვნენ რჩეულნი; ჩვენ კი ვიცით, რომ თავისუ-ფალია ყველა ადამიანი".[5]
   ძველი ბერძნულ-რომაული შეხედულებების პროპაგანდას ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომშიც ვპოულობთ: რადგან კერძო პირები ემორჩილე-ბიან მხოლოდ უმაღლეს ხელისუფალს, ხოლო უმაღლესი ხელისუფ-ალი არის ხალხის საერთო ნების გამომხატველი, შესაბამისად, ყო-ველი ადამიანი, უმაღლესი ხელისუფლების მორჩილებით, ემორჩი-ლება საკუთარ თავს. და არ არის რთული წარმოსაჩენი, რომ სა-ზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად ადამიანი უფრო დიდი თა-ვისუფლებით სარგებლობს, ვიდრე სხვა მმართველობის დროს. ანუ - უმაღლესი ხელისუფლების დადგენილება გამოხატავს საერთო ნებას, რომელიც არის სამართლიანი".[6]
  ამრიგად, ჟან-ჟაკ რუსოს სწამდა, რომ არსებობს „საერთო ნება", რომელიც მუდმივია, მყარი და წმიდაა, რომელიც მხოლოდ უნდა წარმოაჩინო და აღმოაჩინო საერთო არჩევნებით.
  ჟან-ჟაკ რუსოს ხედვა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითი მსოფლმხედველობისაგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომ, ვი-დრე თანამედროვე დემოკრატიის „საერთო ნების" განხილვას შევუდ-გებოდეთ, ვთქვათ: რას ნიშნავს ეკლესიის კრებითობა? როგორ გა-მოხატავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის აზრს ჭეშმარიტების დასადგენად?
 
 
* * *
   თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მმართველობ-ითი მხარე არ წესრიგდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით, არ-ამედ ეს ღვთის მიერ ხდება.
   სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის ირჩევდნენ საამ-ისოდ განსაკუთრებულად მოწოდებულ, მტკიცე სულის ადამიანებს. ამ აქტს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქიროტონია ეწოდება.
   ძველ ეკლესიაში მღვდლობის ხარისხში დადგინება საეკლესიო სა-ზოგადოებისა და ადგილობრივი ეკლესიის თანხმობით შემდგარი საერთო არჩევის შედეგად ხდებოდა. თავად ეს „დადგინება", გამორ-ჩევა განსაკუთრებული აქტი იყო. დემოკრატიული არჩევნებისაგან განსხვავებით, ის ღრმა რელიგიურ და საიდუმლო ხასიათს ატარე-ბდა. მას ასრულებდნენ მოციქულთა მემკვიდრე, მათი თანაბარი უფლებებით აღჭურვილი პირები - ეპისკოპოსები.
   თავად არჩევნების აქტს წინ უსწრებდა ლოცვა და მარხვა, ხან კი პირდაპირ ღვთის შთაგონებით ხორციელდებოდა სამღვდელო კან-დიდატის შერჩევა. ყოველივე ეს საერთო სურვილზე მიუთითებდა: ეპოვათ არა საზოგადოების, არამედ ღვთის რჩეული ადამიანი.
   ყურადსაღებია, რომ სწორედ კენჭისყრის მეთოდი იქნა გამოყე-ნებული პირველი ქრისტიანული ქიროტონიისას, იუდას ნაცვლად მეთორმეტე მოციქულის არჩევის დროს.
   ლუკა მახარებელი საქმე მოციქულთაში დაწვრილებით აღწერს ამ აქტს: „ესე ყოველნი იყვნენ განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებ-ითურთ მისით." (საქმე. 1.14). აქ საცნაურია იმდროინდელი ეკლესი-ის ასოცი წევრის ღრმა სულიერი განწყობა.
   აქტი დაიწყო პეტრე მოციქულის სიტყვით. შემდეგ იმსჯელეს სა-კითხის მნიშვნელობაზე და „დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერ-ქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს და მატათა. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე. და მისცნეს წილნი მათ, და გამოუხდა წილი მატათიას და თანა - აღირიცხა ათერ-თმეტთა მოციქულთა" (საქმე. I. 22.26.). როგორც ვხედავთ, სამოციქ-ულო ეკლესიის წინაშე მდგარი საკითხები კრებითი პრინციპით წყდებოდა, განსაკუთრებული სულიერი განწყობითა და სულიწმიდ-ის შთაგონებით ხორციელდებოდა.
   საერთოდ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან: „ჯერ უჩნდა სულსა წმინ-დასა და ჩვენცა". (საქმე. 15.28). რა თქმა უნდა, დღეს კრებები გა-ნსხვავებულ ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში მოქ-მედებს, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. არც ერთი ეპისკოპოსი ეკლესიაში მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა არ აყენებს თავის თავს. ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია. მართლმადიდე-ბელი ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებაში ხედავს მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმიდის შთაგონე-ბის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს: მსოფლიო კრება შედგება ეპისკო-პოსებისაგან, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან. ისინი სულიწმიდის მადლით აღვსილნი, ფლობენ ჭეშმარიტებას, ეკლესიის უცდომელობის გამოხატულებას. არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დაა-ყენოს ეს ჭეშმარიტება, და ამავე დროს, დარჩეს მართლმადიდე-ბლად. ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.
   ამრიგად, ეკლესიის უმთავრესი ნიშანთვისებანი - კრებითობა, ერ-თიანობა, სიწმიდე, საყოველთაო სამოციქულო ხასიათი მართლმადი-დებლობის ბუნებიდან მომდინარეობს. კითხვაზე როგორ უნდა გვწამდეს და ვასწავლიდეთ წმ. თეოფანე დაყუდებული პასუხობს: - ისე, როგორც სწამდა და ასწავლიდა ყველა, ყოველგან, ყოველთვის.[7]
  უფრო მეტად რომ გავავრცოთ ეს აზრი, ვიტყვით: ღმერთმა ისე განაგო, რომ მისი ღვთაებრივი ორგანიზმის არც ერთ ნაწილს არ შე-უძლია დამოუკიდებლად არსებობა.
   უფალი ბრძანებს: „მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი; რომელი დაა-დგრეს ჩემ თანა და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი. უკეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე ვითარცა ნასძლევი და განხმეს" (იოანე. 15.56).
   როგორც ვხედავთ, ქრისტე თავის მორწმუნეთ ორგანიზმში იზი-დავს, და არა „ორგანიზაციაში" (გნებავთ დემოკრატიაში); თავის ცხოვრებაში შეჰყავს ისინი მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება გონებისათვის მიუწვდომელი და მხო-ლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო.
  ამიტომ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმიდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი, მა-შინ ის გაუგებრობა თითქოს დემოკრატიული პრინციპები ესადაგე-ბოდეს მართლმადიდებლურ კრებითობას, გაქარწყლდება.
  დემოკრატიისგან განსხვავებით ეკლესიაში ყოვლადსახიერმა ღვ-თის განგებამ დაადგინა, რომ ყოველი წევრი პირდაპირ დამოკიდე-ბულებაშია დანარჩენთან. მაგალითად, პატრიარქი დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს ევქარისტიულ საიდუმლოს. ამისთვის აუცილე-ბელია თუნდაც ერთი ერისკაცის თანდასწრება. პავლე მოციქულიც ხომ ამას ბრძანებს: „თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასო-თა მისთაგანი!" (1 კორ. 12.27).
   დავუშვათ, ეპისკოპოსი ანტიკრებითად მართავს თავის ეპარქიას, შიშის და არა სიყვარულის ფაქტორს იყენებს მართვაში. შედეგად იგი იღებს მრევლის ბრმა სამხედრო დისციპლინას და არა მორ-ჩილებას ქრისტეში. ასეთ შემთხვევაში ის მიიჩნევს საკუთარ თავს ერთადერთ ქარიზმატიკოსად ეპარქიაში, უარყოფს ნიჭებს, რომლის მატარებელნი არიან ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო პირები და ერისკაცები. ამ დროს ეკლესიის კრებითობას პრინციპი სრულიად ირღვევა და ძალაში შედის გარეგნული ადმინისტრაციული დისცი-პლინური მეთოდები - შიში, მუქარა და ა.შ. ეს კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ეკლესიის არსს და პოლიტიკური მართვის სისტემას უფრო წააგავს.
 
 
* * *
   რადიკალურად განსხვავდება ეკლესიის კრებითი თვისება დემოკ-რატიული კენჭისყრის სისტემისაგან. გასული საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა მოაზროვნემ კ.პობედანოსცევმა საფუძვლია-ნად განიხილა აღნიშნული საკითხი. სწორედ მის მოსაზრებებს და-ვეყრდნობით დემოკრატიის სულიერი არსის წარმოჩენის მცდელო-ბაში.
  დემოკრატიული თვალთახედვით თვისუფლება არის პოლიტიკ-ური ძალაუფლების მოპოვების უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლებამოსილებაა, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მართვაში. მაგრამ ეს სურვილი ვერ პოულობს მყარ დასაყრდენს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ დემოკრატია აფართოებს თავის საფუძვლებს, და მიზნად ისახავს საყოველთაო კენჭისყრას. სწორედ ეს გახლავთ საბედისწერო შეცდომა, ერთ-ერთი ყველაზე გამაოცებელი კაცობრი-ობის ისტორიაში.
  პოლიტიკური უფლებამოსილება, რომელსაც ესოდენ უცნაურად აღწევს დემოკრატია, უამრავ ნაწილებად იყოფა. ყოველი მოქალაქის მართვის უფლებამოსილება ერთობ მცირე ნაწილაკია. რას გააკეთებს ადამიანი ამ უფლებამოსილებით, სად გამოიყენებს მას? ამრიგად, დემოკრატიამ გააყალბა თავისუფლების ჭეშმარიტი არსი, გააიგივა ის თანასწორობასთან. აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი თანასწორუფლე-ბიანობა, თავისუფლების დანაწილება ყველა ადამიანს შორის, იწვევს თანასწორობის დარღვევას, ანუ სრულ უთანასწორობას. თითოეული ადამიანის ხმა, უფლებამოსილების უკიდურესად მცირე ნიშანია, ის თავისთავად არაფერს წარმოადგენს. გარკვეულ მნიშვნელობას იძენს რიცხობრივი მაჩვენებელი, ანუ ხმათა ერთობა. ეს არის სააქციო საზოგადოების მსგავსი მოვლენა: ერთეული ხმა დამოუკიდებლად უძლურია და არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის, ვინც მოახერხებს და მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, გახდება ბატონ-პატრონი ამ ძა-ლისა, შესაბამისად ხელისუფლებისა.
   ისმის კითხვა, მართლაც რაში მდგომარეობს დემოკრატიის უპი-რატესობა სხვა მმართველობით ფორმებთან შედარებით? ფაქტი ერთია: ვინც აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი, ის ხდება მმართველიც. დემოკრატიული მმართველობის დროს ხელისუფლებაში თავიანთ მომხრეებთან ერთად ჩნდებიან ხალხის ხმების ყველაზე მოხერ-ხებული მომპოვებლები.
   ამ მსოფლმხედველობის თანახმად არჩევა უნდა ხდებოდეს თანა-სწორობის პრინციპით. სინამდვილეში, ნებისმიერი დესპოტი ან დი-ქტატორი იმავე დამოკიდებულებაში იმყოფება მოქალაქეებთან.
  არჩევნების დროს ადამიანების უფლებების ზრდას დემოკრატია პროგრესად, თავისუფლების მოპოვებად მიიჩნევს. მისი თეორიიდან გამომდინარე: რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ მართვაში, მით უფრო მეტად გამოიყენებს იგი ამ უფლ-ებას საერთო ინტერესებისათვის, საყოველთაო თავისუფლებისათ-ვის. მაგრამ გამოცდილება სულ სხვას მეტყველებს: ხალხის ინტე-რესებს ყოველთვის იცავდა მმართველთა უმცირესობა, ვინც განსჭ-ვალული იყო მაღალი სულიერი იდეებით, აღჭურვილი ღრმა ცოდ-ნით. გაფართოებული არჩევითი საწყისების შედეგად პირიქით, სუს-ტდებოდა სახელმწიფოებრივი ხედვა და ინტერესები.
   საფრანგეთში კენჭისყრით ხმების მიცემის სისტემა ტერორის შეწ-ყვეტისთანავე გააუქმეს. მას შემდეგ ის ორჯერ აღადგინეს, რათა ნა-პოლეონების მმართველობა გაემყარებინათ. (კ.პობედანოსცევი).
   დემოკრატიის მედროშეობით ხმებით თამაში ჩვეულებრივი მოვ-ლენა გახდა ჩვენს დროში. თითქოს ყველასათვის ცხადია მისი სიც-რუე, მაგრამ ვერავინ ბედავს წინ აღუდგეს მას.
   ამრიგად, ხალხის ხმები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში უსუ-სური ერთეულებია თავის მნიშვნელობას მოხერხებული აგენტების ხელში იძენენ. ხმების მოპოვება სხვადასხვა გზებით ხორციელდება - მოსყიდვით, ძალადობით, მუქარით და მისი მსგავსი „ღვაწლის" შე-დეგად გარკვეულ ჯგუფს ძალისმიერი მეთოდით გაჰყავს თვისი კანდიდატი.
   ჩვენს დროში გამოიგონეს კიდევ ერთი საშუალება: მასების შეკ-რება პოლიტიკური მიზნებისათვის და ხელოვნური კავშირების შექ-მნა შეხედულებათა თანხვედრის მიზეზით. ამ საშუალების ეფექ-ტურობა იდეების სწრაფ და მარჯვე კონცენტრაციაშია: ფრაზები და ფორმულები, რომლებიც დამაჯერებელი ტონით ვრცელდება საზო-გადოებაში თვით მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა, ან როგორც პოლიტიკური სწავლების დოგმა.
   ოდესღაც მიჩნეული იყო, რომ ფაქტების ანალიზი და შემდეგ მა-თგან საერთო დასკვნის გამოტანა ერთეული განათლებული მოაზ-როვნეებისათვის იყო დამახასიათებელი. დღეს ის საყოველთაო მი-ღწევად მიიჩნევა და მასებისათვის, რომლებიც ყველგან უმრავლე-სობას წარმოადგენენ, საცდურად იქცა. მასების ამ მცდარ მიდრეკი-ლებას მოხერხებულად იყენებენ პოლიტიკური მოღვაწეები: საერთო დასკვნითი ფრაზეოლოგიის შექმნის ხელოვნება მათთვის საუკეთ-ესო იარაღია. ამ ფრაზებს შემდეგნაირად ამზადებენ: მრავალი, მათ-თვის არახელსაყრელი ფაქტი სრულიად იგნორირდება, ხოლო დანა-რჩენი ჯამდება და მათგან საერთო ფორმულა „ცხვება".
   ამ მეთოდის გამოყენებით პოლიტიკური ორატორები საოცარ წა-რმატებას აღწევენ. მასები სწრაფად, განუსჯელად, გაუანალიზებლად და იოლად იღებენ შეთავაზებულ დასკვნებს. ასე ყალიბდება საერთო მოსაზრება, მოჩვენებითი, მაგრამ მათთვის ერთობ ეფექტური და სა-სურველი შედეგის მომცემი. ამას ეწოდება „ხალხის ხმა" პლუს „ღვთის ხმა". ესაა სამწუხარო და სავალალო ცდომილება, რასაც საზ-ოგადოებრივი აზრის საყოველთაო დემორალიზაციამდე მივყავ-ართ....
   ამრიგად ერთ-ერთი ყველაზე ყალბი პოლიტიკური წყობა ე.წ. ხა-ლხის მმართველობა გახლავთ. ის საფრანგეთის რევოლუციის შემ-დეგ დამკვიდრდა. თითქოს და ყოველი ხელისუფლება ხალხისგან მომდინარეობს და საფუძვლად ხალხის ნება უდევს...
  ხალხი ანდობს თავის უფლებებს გარკვეულ პიროვნებებს, რომ-ლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და სახელმწიფოებრივი ავტონო-მიით უზრუნველყოფენ მათ. არჩევნების წინ კანდიდატი თავის პროგრამაში სისტემატურად მიმართავს ზემო აღნიშნულ მეთოდს: ის საუბრობს საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და ერთო-ბაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი სიტყვებია. სინამდვილეში კანდი-დატი კი არ მუშაობს ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ საზოგად-ოება ხდება კანდიდატის მიზნების განხორციელებისათვის საჭირო იარაღი. ის კანდიდატი გამუდმებით გაიძახის, რომ თავადაა საუკ-ეთესო, მხოლოდ მას უნდა მიანდონ ქვეყნისა და ხალხის ბედი. ძნელი დასაჯერებელია ყოველივე ეს. საერთოდ ჩვენს დროში ძნე-ლად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მზად არიან მსხვერპლი გაიღონ ხალხისათვის. (იშვიათი გამონაკლისების გარდა. ავტ.). გამოცდილება ცხადყოფს - თავდადებული ადამიანები არ იწყებენ ხმების ძებნას, ხალხი თავად ამჩნევს მისი ინტერესების დამცველ პირებს; არ იწყებენ საკუთარი თავის ქებას არჩევნების დღეებში. ღირსეული კანდიდატი თავის თავს მოღვაწეობით ან თან-ამოაზრე ერთსულოვანი ადამიანების წრეში წარმოაჩენს. იგი არ და-იწყებს პოპულარობის ძიებას ხალხმრავალ ადგილებში. ღმერთი მას არ დამალავს საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ადამიანები ბრბოში მიდიან მხოლოდ იმის გამო, რომ ამხილონ საზოგადოების ნაკლუ-ლოვანებები.
   ღირსებისა და პასუხისმგებლობის მქონე პირებისათვის მიუღებე-ლია საარჩევნო პროცედურა ამას არ ერიდებიან მხოლოდ კარიერის მაძიებელი, ეგოისტი ადამიანები. ასეთებისათვის არ არის რთული საზოგადოების კეთილისმყოფელის ნიღაბი მოირგონ. მათ არ შეუძ-ლიათ, და არც შეიძლება იყონ მორცხვნი, ვინაიდან მორცხვსა და მოკრძალებულს ვერ შეამჩნევენ, არ ისაუბრებენ მასზე.
   არჩევნები ხელოვნებაა, რომელსაც, საომარი ხელოვნების მსგავსად თავისი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნია. კანდიდატი საზოგადოება-სთან პირდაპირ კონტაქტში არ იმყოფება, მათ შორის შუამავლობს კომიტეტი, რომლის ძალა კადნიერებაშია.
  ფრაზები და მხოლოდ ფრაზები მეფობს მათ წრეში. ბრბო ყურს უგდებს მხოლოდ მათ, ვინც მოხერხებულად წარმოაჩენს თავს ხა-ლხის ინტერესებისა და მოთხოვნების გამტარებლად. შედეგად, უმ-რავლესობა ირჩევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. ბიულეტენში იწერება ის სახელი, რომელიც ყველაზე ხშირად ესმოდა ხალხს. არავინ იც-ნობს მას, მის შეხედულებებს, მონაცემებს: ირჩევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი სმენიათ მასზე.
   ლიბერალური დემოკრატიის თანახმად, არჩეული კანდიდატი უმ-რავლესობის საყვარელი ადამიანი უნდა იყოს. სინამდვილეში ირჩევენ უმცირესობის სასურველ კანდიდატს. მაგრამ ეს უმცირესობა ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს, ხოლო უმრავლესობა არაფრი-თაა კოორდინირებული, ამიტომ უძლურია გარკვეული ძლიერი პა-რტიის წინაშე.
  დემოკრატიული მსოფლმხედველობის თანახმად, პარტიის ხელ-მძღვანელს, პირველყოვლისა, ესაჭიროება ძლიერი ნება. ეს თვისება, ფიზიკური ძალის მსგავსად, ბუნებრივი ხასიათისაა, ამდენად არ საჭიროებს ზნეობრივი ნორმების დაცვას. ამ ძალას კიდევ ემატება მჭერმეტყველება. ესეც ბუნებრივი თვისებაა და არც ის ითვალი-სწინებს ზნეობრიობას. ადამიანი შეიძლება იყოს ღრმად მოაზროვნე, პოეტი, ნიჭიერი მხედართმთავარი, გამოცდილი კანონმდებელი, მაგ-რამ ამავე დროს არ გაგაჩნდეს მჭერმეტყველური ნიჭი. გამოცდილება გვკარნახობს, რომ მრავალრიცხოვან შეკრებებზე შედეგი მოაქვს არა გონიერ, არამედ ლამაზ სიტყვას, რომელიც ძლიერ მოქმედებს მასე-ბზე.
   ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის საფუძვლები საფრან-გეთის რევოლუციის ცნობილ ლოზუნგში გამოიხატა: „თავისუფლე-ბა, თანასწორობა, ძმობა". ზედაპირული განხილვითაც ჩანს, რომ ბუ-ნებაში არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, ვინაიდან ის შე-ზღუდულია ურთიერთდამოკიდებულებითა და კანონმდებლობით;
  არ არსებობს თანასწორობა - ის ყოველთვის განსხვავებული და მკაცრად იერარქიულია; არ არსებობს უშინაარსო ძმობაც, ვინაიდან ადამიანი თავისი სულიერებისა და ზნეობის მიხედვით ირჩევს მეგ-ობარს.
   ამრიგად, თავისუფლება სულაც არ არის დამოკიდებული თანას-წორობაზე და თანასწორობაც არ არის თავისუფლება.[8]
   დავასკვნით: მმართველობითი ფორმა მანამდეა სანდო, ვიდრე მის საფუძვლებს ღვთის რწმენა ამყარებს. ხოლო დემოკრატიული მმართ-ველობის ფორმა ნამდვილად არ არის ასეთი. ლიბერალები მიიჩნე-ვდნენ, რომ მართავს არა ღმერთი, არამედ ადამიანი.
   მთელ ამ ლიბერალურ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობაში, ეთ-იკაში, პოლიტიკაში, ღვთისმეტყველებაში და სხვა სფეროებში, რომ-ლის შესახებაც ჩვენ აქ არ გვისაუბრია, ჭეშმარიტება შესუსტებული, შელამაზებული, კომპრომისთან შერწყმულია. აბსოლუტურმა ჭეშმა-რიტებამ დემოკრატიის შემთხვევაში სრულიად ზოგადი, ყალბი, ფა-სადური სახე მიიღო.
  ჩვენი აზრით, ლიბერალურ დემოკრატიას არა აქვს, და არც შეი-ძლება ჰქონდეს არანაირი ფილოსოფიური თუ ზნეობრივი გამართ-ლება. მისი აპოლოგია უბრალოდ რატორიკული ხასიათისაა და მხო-ლოდ ემოციასა და პრაგმატიზმზეა გათვლილი.
   სამწუხაროდ, ლიბერალ-დემოკრატებს არ აღელვებთ თავიანთ იდ-ეოლოგიაში არსებული წინააღმდეგობები და უარყოფითი მხარეები, რომლებიც მის ფილოსოფიურ საფუძვლებში დევს, მათი მთავარი ინტერესი მხოლოდ ამქვეყნიურს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ბუნ-დოვანი და მიუღებელია.
   ლიბერალ-დემოკრატს შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, განა-თლება, ბიზნესი ან უბრალოდ ყოფითი საკითხები, მაგრამ ვერსად იპოვით აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიების სურვილს.
 ამიტომ მასში მეტწილად პროტესტანტიზმისა და ჰუმანიზმის იდეებს ვამჩნევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ლიბერალურ „ქრის-ტიანობასთან" გვექნება, თუ ლიბერალურ ჰუმანიზმთან, დასკვნა ერ-თია - ორივე მსოფლმხედველობა მხოლოდ ამქვეყნიურ ორიენტირ-ებზეა დაფუძნებული.
 
 
* * *
   თანამედროვე დემოკრატიული იდეოლოგიის ერთ-ერთი თვალსა-ჩინო წარმომადგენელი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამერიკელი მეც-ნიერი ფრენსის ფუკუამა გახლავთ. მის ნაშრომებს დღეს აქტიურად ეცნობიან როგორც დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენლებიც.
   ფუკუამა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალისტური ცნობიერება დასა-ვლური სამყაროს თვისებაა. მას, ხელს უწყობს პროტესტანტიზმი, რომელიც ინტიმური, პირადული რელიგიაა, რადგან ადამიანი უშუ-ალო კავშირს ამყარებს უფალთან ღვთისმსახურთა „შუამავლობის" გარეშე. პროტესტანტიზმი, აგრეთვე სტიმულს აძლევს ადამიანს და ხელს უწყობს პირად წარმატებას, მათ შორის ეკონომიკურ საქმია-ნობაში.[9] ნიშანდობლივია, რომ ფუკუამა ლიბერალურ-დემოკრა-ტიული იდეების მხარდამჭერ რელიგიად პროტესტანტიზმს ასახე-ლებს. პროტესტანტიზმმა ხომ პრაქტიკულად ყველა ადამიანს მისცა წმიდა წერილის თვითნებური „თავისუფალი" განმარტებისა და აღ-ქმის უფლება. ყველაზე მეტად სწორედ პროტესტანტიზმმა „გააა-დამიანურა" თავისი რელიგია. პროტესტანტებისთვის რელიგია უპი-რველეს ყოვლისა, სოციალური პროდუქტია. ისინი პირდაპირ ილა-შქრებენ ყოველგვარი დოგმატის, კანონისა და იერარქიის წინააღ-მდეგ.
  ამდენად, ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ აიდიალებს ფუკუამა პროტესტანტიზმს. მისი იდეები მთლიანად მისაღებია ლიბერალურ-დემოკრატიული ფორმაციისათვის.
   ფუკუამა ამბობს, რომ XX საუკუნეში ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა ორმა უძლიერესმა მოწინააღმდეგემ - ფაშიზ-მმა და კომუნიზმმა.[10]
  ვერანაირად ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას. მეტიც - ლიბერ-ალურ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა აღმოცენდა ხსენებული იდეოლოგიების მიერ თავიანთი ნიჰილისტური პროგრამის დასრუ-ლებისა და ძველი წესრიგის ნგრევის შემდეგ. ადამიანთა მასობრივი გარდაქმნა სწორედ ტერორით, ომებითა და რეპრესიებით უნდა გან-ხორციელებულიყო. ამ თვალსაზრისით მარქსიც, ენგელსიც, ნიცშეც, ლენინიცა და ჰიტლერიც ერთ მიზანს ემსახურებოდნენ - უფესვო, უტრადიციო, ურელიგიო კოსმოპოლიტი ადამიანების ჩამოყალი-ბებას, რაც ძლიერ მოსწონს ლიბერალურ დემოკრატიას. ბატონმა ფუკუამამ მშვენივრად უწყოდა ეს. (კიდევ უფრო ვრცლად ამ საკით-ხის შესახებ მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) წიგნში „Человек против Бога"-ში წაიკითხავთ).
   შემდეგ ფუკუამა ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატია წარმო-ადგენს ელიტათა ბრძოლის საბოლოო პროდუქტს, „ისტორიის დასა-სრულს", ანუ ომებისა და სისხლიანი რევოლუციების დასასრულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის უმაღლეს ეტაპად მიიჩნევს მას. (ჰეგელის მსგავსად).[11]
   გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით ამ მოსაზრებას; როდესაც სა-ბოლოო პროდუქტზეა საუბარი, მაგრამ სისხლიანი რევოლუციებისა და ომების დრო არ დასრულებულა, ამის მაგალითისათვის „არაბუ-ლი ზაფხულიც" კმარა.
   დღეს კაცობრიობა ახალი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, რასაც „ცივილიზაციათა დაპირისპირება", „ცივილიზაციათა ომი" ჰქვია.
   ამ ახალი თეორიის ავტორად სამიუელ ჰანტინგტონია მიჩნეული. ის ამბობს, რომ მსოფლიოში დაპირისპირების მთავარი მიზეზი უნ-და ვეძებოთ არა იდეოლოგიაში ეკონომიკასა ან თუნდაც პოლი-ტიკაში, არამედ უმთავრესად კულტურულ ფაქტორებში. ეს იმას ნი-შნავს, რომ მსოფლიოში ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის განსხვა-ვება თავიანთი წარსულის, რელიგიის, ენის, ჩვევა-ტრადიციებისა და სხვა ფასეულობების მიხედვით. პანტინგტონის აზრით, ცივილიზა-ციათა ომის ცნება წარმოშვა რელიგიურ-კულტურულ-ნაციონალუ-რმა ფაქტორებმა. გამოდის, რომ მეცნიერი სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებს გლობალური ერთიანობის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. შემდეგ ჰანტინგტონი განიხილავს მსოფლიოს მთავარ და-პირისპირებულ ცივილიზაციებს მათში რვა ცივილიზაციას მოიაზ-რებს.[12]
   ყურადსაღებია, რომ ჰანტინგტონისეული „ცივილიზაციათა ომი"-ს თეზისი საკმაოდ გავრცელდა დღევანდელ მსოფლიოში. ეს გარემო-ება თანამედროვე ისტორიისა და კაცობრიობის სამომავლო საფრთ-ხეს მიგვანიშნებს. ჩვენდა თავად ორი ცივილიზაციის - დასავლუ-რისა და აღმოსავლურის შესახებ ვისაუბრებთ. ისინი არსობრივად მოიცავენ ყველა ცივილიზაციას.
  დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვქონდეს ადამიანთა გარჩევის უნარი - მართლმადიდებლური, მოღვაწეობრივი, რათა ამ საშინელ, ქაოსურ დროში საკუთარი მსოფლმხედველობის დაცვა შევძლოთ.
   ქრისტეს განკაცების შემდეგ ჭეშმარიტება და მარადიულობა რეა-ლური გახდა, ის განცხადდა ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებაში, დრომ ორგანულ ერთობას მიაღწია მარადისობასთან" - ამბობს წმ. იუსტინე პოპოვიჩი.[13] ანუ: სასუფეველის დამკვიდრება ქრისტეს სწავლების, ქრისტეს მცნებების დაცვით ხდება შესაძლებელი.
   ამიტომ, კაცობრიობის ისტორია, პირველყოვლისა, არის ღმერთკა-ცობრივი პროცესი. მისი პოზიტიური შედეგი დამოკიდებულია ჭეშ-მარიტების გავრცელებასა და დამკვიდრებაზე, ერესების არ არსებობ-აზე. ეს არის ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ცივილიზაცია.
   გარკვეულ ისტორიულ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თავისუფალი არჩევანის გაკეთებამ, იყოს ღმერთკაცობრივი პროცესი ძირითდი პრინციპი თუ არა.
   მოგეხსენებათ, ერესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან სამუ-დამოდ აყალიბებს სულიერ სახეს ამა თუ იმ კულტურისა, ერისა თუ სახელმწიფოსი. შემდეგ ეტაპობრივად იწყება განსხვავება დასავლეთ-სა და აღმოსავლეთს შორის. ქრისტიანობის წიაღში ნელ-ნელა ყალიბდება ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია: ქრისტიანულ-ლიბერალური, რომელიც სულ უფრო იხრება მოდერნიზაციისაკენ. მეორეს ქრისტიანულ-ორთოდოქსულური ვუწოდოთ, ის წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.
   ამ ორი ცივილიზაციის დაშორება შუა საუკუნეებში დაიწყო და მეტადრე ბოლო საუკუნეებში შეინიშება. მკაფიო განსხვავებაა დასავ-ლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ისიხაზმსა (ქრისტიანულ ასკეზს, შინაგან ლოცვასა) და ჰუმანიზმს შორის. შემდეგ ე.წ. რენესანსის ეპ-ოქა იწყება: ქრისტიანული ტრადიციისათვის აბსოლუტურად უცხო ფასეულობები იჭრება დასავლურ რელიგიებსა და კულტურაში.
   აპოსტასიური პროცესის პირველ ნაყოფად პროტესტანტული რე-ფორმაცია ქრისტიანობის აშკარა რევიზიით უნდა მივიჩნიოთ.
   საბოლოო ჯამში დადგა დრო, როდესაც დასავლურმა კულტურამ და ცივილიზაციამ სრულიად ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
  მკაცრი განაჩენი დასავლურ მსოფლმხედველობებს თანამედროვე სერბმა წმინდანებმა გამოუტანეს. წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) წერდა: „რა არის ევროპა? ის არის ავხორცული ვნება და გონება... პაპი და ლუთერი... ევროპელი ლუთერი - ეს არის ადამიანური კადნიერება - ყოველივე საკუთარი გონებით განმარტო. ერთი ნიშ-ნავს სარწმუნოების, მეორე კი ქრისტეს ეკლესიის უარყოფას. ამგვა-რად მოქმედებს ბოროტი სული ევროპის სხეულში უკვე რამდენიმე საუკუნეა".[14]
   იმავე აზრს ავითარებს ნეტარი იუსტინე (პოპოვიჩი). „რას გვას-წავლის ჩვენ ევროპა? იმას, რომ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს, ღმერთის გარეშე. მაგრამ რას ემსგავსება ასეთი ცხოვრება? საგიჟეთს... ევროპამ გააღმერთა თავისი ყოველი სნეულება, ყოველი ცოდვა, ყოველი ნაკლი და დანაშაული. ევროპამ დაამტკიცა ეს თავისი კაციჭამიური ომებით; ამტკიცებს ახლაც, - არა ნაკლებ კაციჭამიური მშვიდობით".[15]
   სულიერი დეგრადაციის ფონზე დასავლურმა კულტურამ და ცი-ვილიზაციამ ქრისტიანობის მიღმა დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვ-ნელოვანი ბერკეტების ძიება. ეს იმიტომ მოხდა, რომ შინაგანად მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა. სულიერ ასპარეზს თავის სივრ-ცეში ის უთმობს ისეთ რელიგიებს, როგორიცაა ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და სხვა.
   ერთი ცხადია: ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლება არ ან ვერ ეწინააღმდეგება მისთვის უცხო ფასეულობათა დამკვიდრებას.
   როგორც ჩანს, სულიერად გამოფიტული ევროპა, თავისი კათოლ-იციზმითა და პროტესტანტიზმით საჭიროებს სულიერ და, ამავე დროს, ცენტრალიზებულ ძალას. ამ მხრივ ისლამიც, ბუდიზმიც, კონფუციონიზმიც თავისი განშტოებებით მეტად „საინტერესო", „სუ-ლიერ", „მომხიბვლელ" ფონს ქმნიან ევროპაში.
   ამრიგად, „ცივილიზაციების ომი", რომელიც გლობალისტების აზ-რით არის კანონზომიერი და გარდაუვალი მოვლენა, სინამდვილეში ხელოვნურად არის შექმნილი. სულიერი ომი რომ წააგო დასავ-ლეთმა, ახლა ცდილობს მოიგოს სხვა ბრძოლის ველი სახელწო-დებით „ცივილიზაციების ომი".
   დავძენთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისათვის უცხო და მიუღებელია როგორც დასავლური რელიგიურ-კულტუ-რული ღირებულებები, ისე აღმოსავლეთის ბუდისტურ-ისლამური სამყარო. როგორც წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) ამბობს: „მართლ-მადიდებელი ხალხები დასავლეთსა და აღმოსავლეთზე მაღლა უნდა დადგნენ. მათ არ უნდა იბრძოლონ არც სულთა სამყაროსათვის, როგორც ამას აღმოსავლეთი აკეთებს, არც მატერიალისტური სამყა-როსათვის დასავლეთის მსგავსად. ზეცაც და დედამიწაც ღმერთს ეკუთვნის. არსებობს სულთა სამყარო, უფრო მდიდარი, ვიდრე ამის ცოდნა მიეცა აღმოსავლეთს. ეს სამყარო არაა თვითნებური და ქა-ოტური, იგი ქრისტე ღმერთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, რო-მელმაც ბრძანა: მოცემული მაქვს ხელმწიფება ცასა და მიწაზე.
  ამიტომაც მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ იდგნენ აღმოსავ-ლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ ვალდებულნი არიან ამაღ-ლდნენ მათზე, რათა უნათონ ერთსაც და მეორესაც - აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა".[16]
   ლიბერალ-დემოკრატები "ცივილიზაციათა ომის დარეგულირებას კაცობრიობის ისტორიაში გლობალიზაციის პროცესების დაჩქარებაში ხედავენ. გლობალიზაცია, მოგეხსენებათ, აერთიანებს ცივილიზაცი-ებს, ქვეყნებს, ხალხებს ერთ უსახურ სივრცეში, ერთ კოსმოპოლი-ტურ მასად აქცევს მათ.
   დღეს 500-ზე მეტი მოქმედი კოსმოსური ხომალდი მოძრაობს დე-დამიწის ირგვლივ და „უახლესი ცივილიზაციის" ინფორმაციებს აწ-ვდის მას. მილიარდობით ტელე და კომპიუტერული ეკრანი ერთფე-როვანი გადაცემებითა და ინფორმაციით ერთი და იგივე მიმართ-ულებასა და გემოვნებას სთავაზობს მთელ მსოფლიოს.
  ამგვარი ტენდენცია, სადაც ყველანი განუსაზღვრელი სისწრაფით, უსასრულო, ახალი ცივილიზაციისკენ მიილტვიან, დღეს მთელი მსოფლიოსათვის ერთნაირად დამახასიათებელი გახდა.
   ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გლობალიზაციის პირობებში ფასეუ-ლობათა საკითხია. მართლმადიდებელისათვის ცხოვრების მთავარი მიზანი ცხონებაა. ლიბერალების აზრით, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, შესაბამისად ყველაფერი ნებადართულია.
  გლობალურ-დემოკრატიულ-ჰუმანისტური ეთიკის არსი ყოველგ-ვარი ზნეობრივი და დოგმატური სწავლების მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს. სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს კაცობრიობის უპ-რობლემო არსებობა.
   ამიტომ, გლობალიზებული მსოფლიოს გენერატორად გვევლინება მოდერნიზაცია, რომელმაც კომპრომისების მეშვეობით უნდა დაარე-გულიროს რელიგიური, ნაციონალურ-კულტურული, სახელმწიფო-ებრივი და სხვა პრობლემები, რაც ყოვლად მიუღებელია მართლმა-დიდებელი ქრისტიანისათვის.
 
 
 
 
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
1. Н. Новоселов. Письма к Друзьям.
2. С. Булгаков. Церковь и демократия. М. 2001.
3. К. Победонощев. Великая ложь нашего времени. М. Сб.
4. Т. Гоббс. Сочинения. Т.2. გვ. 167.
5. ჟურნ. უფლის ციხე. ზ. აბაშიძე. თბ. 2011.
6. Ж.Ж. Руссо. Избранные сочинение. Т.1. გვ. 686.
7. გ.აროშვილი. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ.1. გვ. 275.
8. Православная Церковь о революции, демократии и социализме. М. „Дарь" 2007.
9. ჟურ. უფლის ციხე. გვ. 47.
10. იქვე. გვ. 45.
11. იქვე. გვ. 49.
12. დ.ჯინჭარაძე. შეიცანი ჟამი. 2005. თბ. გვ. 31.
13. Св. Николай (Велимирович)ю Избранное. М. გვ. 559.
14. Блаж. Иустин (Попович). Собрание Творений. М. 2006ю გვ. 337.
15. გაზეთი „ხარება". 2001 #7.(20).
 
 
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  
 

უკან დაბრუნება