მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > აღზრდის შედეგი, რომელსაც არ მივყავართ განღმრთოებამდე - არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)

აღზრდის შედეგი, რომელსაც არ მივყავართ განღმრთოებამდე - არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)


4-12-2015, 00:02

 

 

   ახალგაზრდა ადამიანები დღეს ეძებენ გამოცდილებას. მათ არ აკმა-ყოფილებთ მხოლოდ მატერიალური, ნივთიერი ცხოვრება, რაციო-ნალური მიდგომა, რომელსაც მემკვიდრეობით უფროსებისაგან იღე-ბენ. ჩვენი შვილები განღმრთოებისთვის მოწოდებული ღვთის ხატები არიან. ისინი ეძებენ რაღაცას, რაც მატერიალური ფილოსოფიის ლოგიკური სქემების, ჩვენი ათეისტური აღზრდის მიღმა იმყოფება. ახალგაზრდები ეძებენ ნამდვილ ცხოვრებასთან შეხების შესაძლებ-ლობას. მათ არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ღმერთზე საუბრის მოსმენა. მათ სწყურიათ ღვთის მადლთან და ნათელთან გამოცდილება - ურთიერთობა. მრავალმა მათგანმა არ იცის, რომ ეკლესიას შეუძლია მისცეს მათ ეს, რომ ეკლესიას გააჩნია ის გამოცდილება, რომელსაც ისინი ეძებენ, ამიტომ იმყოფებიან ამაო ძიებაში, მიილტვიან იაფ-ფასიანი შემცვლელებისკენ, რათა იპოვონ ის, რაც გამოდის ლოგიკისა და განსჯის ჩარჩოებიდან.

  ერთნი იოგური ტიპის აღმოსავლური მისტიციზმისკენ იხრებიან, სხვები - ოკულტურ და გნოსტიკურისკენ, ხოლო ამ ბოლო დროს ზოგი - ღია სატანიზმისკენაც.

   მათ არ გააჩნიათ არანაირი მორალური წინაღობა, იმიტომ რომ მათი მორალი მოკლებულია ისეთ შინაარსსა და მიზანს, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას გულისხმობს, ხოლო მორალი მიზნის გარეშე სრული უაზრობა ხდება.

   ამიტომ, ანარქიზმისა და ტერორის სულ უფრო ძლიერ გამოვლინ-ებებს ვხედავთ, რითაც მრავალ ახალგაზრდას თავისი შინაგანი დინამიზმის რეალიზება სურს. ამას ისინი ვერ მიაღწევენ, ვინაიდან წილად არ ხვდათ ბედნიერება - იყვნენ განღმრთობაში განსწავ-ლულნი; ისინი მიეცნენ ყველანაირ უკიდურესობას და ძალადობას მოყვასთან მიმართებაში.

   ახალგაზრდებისა, და არა მხოლოდ ახალგაზრდების, უმრავლესობა თავისი ცხოვრების ძვირფას დროსა და ძალას არა ჩვენი მთავარი მიზნის - განღმრთოებისთვის, არამედ სიამტკბილობის ძიებისა და ხორცის მსახურებისთვის ხარჯავს. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი, თანამედროვე კერპად, „ღმერთად" გვევლინება, რის შედეგადაც სულიცა და სხეულიც იხრწნება.

   ზოგი აზრსმოკლებულ და მავნე საქმიანობას იწყებს; სხვები მანქა-ნების სრბოლებით ტკბებიან, რაც ხშირად დასახიჩრებებითა და სიკვდილით სრულდება; ხოლო მესამენი, მრავალი ხეტიალის შემდეგ, ჩვენი ეპოქის ახალ განსაცდელში - ნარკოტიკების სრულ დემონურ დამოკიდებულებაში ებმებიან.

   და ბოლოს, მრავალნი, თავიანთი მოკლე ცხოვრების მანძილზე გაწ-ბილებულნი და იმედგაცრუებულნი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სამწუხაროდ, სასოწარკვეთის ბოლო ზომას - თვითმკვლელობას მიმართავენ.

   ყველა ეს მოზარდი, რომლებიც თავინათ ცხოვრებას მსგავსი უგუ-ნურებითა და ტრაგიკულობით ასრულებენ, სულაც არ არიან ავაზაკები. ისინი ღვთისა და ჩვენი შვილებია, რომლებიც მატე-რიალისტური და თვითკმაყოფილნი გარემოთი იმედგაცრუებულნი არიან. ისინი ვერ პოულობენ მარადიულსა და ჭეშმარიტ მიზანს, რისთვისაც შეგვქმნა ღმერთმა; რაც ვერ მივეცით ჩვენ მათ.

   თანამედროვე ახალგაზრდები ვერ იაზრებენ, რომ ცხოვრების ნამ-დვილი მიზანი - განღმრთოებაა. ამიტომ ვერ პოულობენ სიმშვიდეს ვერაფერში და სასოწარკვეთილნი იგდებენ თავს საფრთხეში, რაზეც ვისაუბრეთ.

  დღეს ჩვენი ეკლესიის მრავალი მოძღვარი: მღვდელმთავრები, მღვდლები, მოძღვრები, ერისკაცი ძმები, უანგარო სიყვარულით აღძრულნი, ყოველდღიურად შრომობენ, რათა ჩვენი ახალგაზრდობა ჭეშმარიტი მიზნისკენ წარმართონ. ჩვენ მადლიერნი ვართ მათი თავდაუზოგავი, ღვთისსათნო შრომის გამო, რომლის წყალობითაც, ღვთის მადლით, იკურნება და იწმინდება ადამიანთა სულები, რისთვისაც ჯვარს ეცვა ქრისტე.

   ეკლესიის ამ უზარმაზარ ღვაწლში თავისი მდაბალი წვლილი ათო-ნის წმინდა მამამაც შეიტანა. ღვთისმშობლის ბაღი, განწმენდისა და მდუმარების ჭეშმარიტად განსაკუთრებული ადგილია, სადაც ნაგემია განღმრთოების ღმერთთან ურთიერთობის მადლი. ათონი ფლობს ღვთის მადლისა და ნათელის დინამიურ გამოცდილებას. ამიტომ, მრავალი ჩვენი ახლობელი, მეტწილად ახალგაზრდები, ყოველი მოლოცვის დროს ან მასთან მჭიდრო კავშირით, იღებენ შეწევნას, ძლიერდებიან, აღორძინდებიან ქრისტეში. ამგვარად, ისინი ღვთი-საგან იღებენ სიხარულს ცხოვრებაში და სწავლობენ იმას, თუ რა არის სულიერი ღვაწლი; სწავლობენ, რაგვარ სიხარულსა და ცხოვრების არსს ანიჭებს ის თვით ჩვენს ყოფიერებას. ამგვარად იხვეჭენ ღვთი-საგან მომადლებულ განღმრთოების ნიჭს.

   დაე, ეკლესიის მოძღვრებს ნუ დაგვავიწყდება, რომ ღვთისმეტყვე-ლების, ისეთი ცხოვრების წესით, რომლის წყალობითაც ახალგაზრდა ადამიანებს და ყველა ჩვენგანს, სინანულითა და ღვთის მცნებების შესრულებით, ყოველდღიური ღვაწლით, ღვთის მადლით, მასთან ერთობით, ამ მადლით ტკბობის შესაძლებლობა გვეძლევა. მოვ-იხვეჭოთ უდიდესი სიხარული ამ ცხოვრებაში, ხოლო საიქიოში - მარადიული ბედნიერება და ნეტარება.

   მადლობა შევსწიროთ ღმერთს განღმრთოებისა და ჭეშმარიტი სიყვა-რულის მონიჭების გამო. ღვთის სიყვარულს ვუპასუხოთ ჩვენი სიყვარულით. უფალს ჩვენი განღმრთოება სწადია. ამისთვის ის ერთხელ გახდა ადამიანი და მოკვდა ჯვარზე, რათა ანათოს მზის მსგავსად მზეებს შორის, ვით ღმერთი ღმერთებს (მადლით) შორის.



არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი) 

Xareba. net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება