მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 3 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (+816)
3 დეკემბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (+816)2-12-2021, 16:26 |
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოსაგრეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან გულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთის ნებით, ღირსი შეიქნა წმიდა სამების სადიდებელი ანგელოზთა გალობა მოესმინა. ხატმბრძოლთა ერესს უფრო ქმედითად რომ აღდგომოდა წინ, ღირსი გრიგოლი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. დედაქალაქში წმიდანს მძიმე სნეულებამ ჯანი შეურყია და, ძალებგამოცლილმა, 816 წელს სული უფალს შეჰვედრა.
„წმიდანთა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |