მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია-ვენახი (ნაწილი III)

ეკლესია-ვენახი (ნაწილი III)


11-01-2016, 00:01

 

  როდესაც ვაზი ფესვებით ერთნაირი თვისების მქონე ნივთიერებებს ეძებს, იგი მათ მხოლოდ წყალთან შეზავებულს ისრუტავს.

  ასევეა ჩვენი სულებიც: კეთილი აზრებისა და სურვილების მიუხე-დავად, ვიდრე ისინი მშრალნი და მხოლოდ აზრობრივად „კეთილნი", შეუბრალებელნი, შეურწყმელნი არიან ქრისტესადმი სიყვარულით... ვერ გახდებიან ქრისტეს სხეულის მკვიდრნი. უნაყოფოა კეთილი აზრები, თუ ისინი არ არიან დაკავშირებულნი კეთილ გრძნობებთან. ეკლესია წმ. ლიტურგიაზე მდუღარების სახით ასევე უფლისადმი წამიდათა სიყვარულს განასახიერებს, როდესაც მღვდელი ბარძიმში ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს მდუღარებას ამატებს, წარ-მოთქვამს: „კურთხეულ არს მდუღარება წმინდანთა შენთა"... „მდუ-ღარება სარწმუნოებისა აღვსებად სულითა წმიდითა"... ცოტა ხანში მაზიარებელნი გრძნობენ ამ „მდუღარებას" ქრისტეს სისხლში - ეს იმის სიმბოლოა, რომ ღმერთთან ერთობა შეუძლებელია მხურვალე რწმენის, ანუ მხურვალე სიყვარულის გარეშე.

   ... „კურთხეულ არს მდუღარება წმინდანთა შენთა" „რამეთუ არარაი სხუაი დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტეს იესუ და ესეცა ჯუარ ცმული" (1 კორ. 2.2) ... „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ არამედ ცხოველ არს ჩემში ქრისტე" (გალ. 2, 20). „რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი" (მათ. 10. 39) ... „რამეთუ ქრისტე იესუს მიერ არცა წინადაცვეთილებაი, არამედ სარწმუნოებაი, სიყვარული-საგან შეწევნილი" (გალ. 5. 6) ... „სიყვარული არასადა დავარდების, გინა თუ მეცნიერებანი განქარდნენ!" (1 კორ. 13. 8) ... - ყოველივე იმაზეა ნათქვამი, თუ როგორ ვიყოთ ქრისტეს სხეულში, როგორ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, როგორ გავხდეთ ნაწილნი ღმერთკაცობრივი ორგანიზმისა, როგორ ვიქცეთ „ვენახის რტოდ" და გამოვიღოთ მრავალი მაყოფი.

   თავისთავად ირკვევა: როდესაც სულები სიყვარულით ერთიანდ-ებიან ერთ ცოცხალ ორგანიზმში უარყოფენ საკუთარ მეს და მო-იხვეჭენ ახალ კათოლიკე - ცხოვრებას ქრისტეს სხეულში, მაშინ ქრისტეს სიყვარულით ისინი მადლმოსილი ერთობით შეირწყმებიან, როგორც ღმერთთან, ასევე ერთმანეთთან. წმიდა მამები ღმრთისა და მოყვასის სიყვარულს აღიარებენ წრედს, რომლისაგან სხივები ყველა მხარეს მოეფინება: რადიუსის ზოლს თუ გავყვებით ცენტრის (ღმერთის) მიმართულებით, მით უფრო ნაკლებია განყოფა სხვა სხივებთან (მოყვასთან) და ბოლოს - მის შუაგულში იგი გაუ-ჩინარდება. აი, ეს ერთიანი ეკლესიაა! და ეს ერთობა იმდენად ძლიერია რომ არ არსებობს ძალა მისი დამარღვეველი, როგორიცაა ნათქვამი ერთგული სულის მიერ: „ვინ განმაშორეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამ, დევნამ ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახვილმან?... არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არც სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ. 8. 35. 38).

   ქრისტე - ჭეშმარიტებაა. ეკლესია ქრისტეს სულით ცხოვრობს, თით-ქოსდა „სულდგმულობს" ჭეშმარიტებით ამიტომაც ვამბობთ ყველა, ვინც კი სიყვარულის სულით „შერწმული" შთაისხმება ეკლესიის სხეულში, ცხოვრობს მისი ცხოვრებით - იგი ცხოვრობს და „სუნთქავს" ჭეშმარიტებით. რომ ეკლესია კათოლიკეა და უცდომელი თავის სისავსეში, ანუ ჭეშმარიტება მისაწვდომია, როგორც მთელი ეკლე-სიისათვის, ასევე ყველა მისი ჭეშმარიტი წევრისათვის. აქ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად ვუღებთ გულს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება ცოცხლობს და განცხადდება იქ, სადაც „გულნი მათნი, თანა შეტყუებულნი სიყვარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულსავსებისა, გულისხმის-ყოფის მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი" (კოლას. 2. 2-3).

   ჭეშმარიტების ფლობა, მისი უცდომელად წარმართვა (უცდომელო-ბა) არ ეკუთვნის არც ცალკეულ პიროვნებას, არც ეკლესიის მღვდელმთავრებს და არც მღვდელმთავართა კრებას, არამედ მთლიან ქრისტეს ეკლესიას, რომელიც ავლენს თავის თავს საეკლესიო კრებაზე - ყოველ ჩვენგანს ჭეშმარიტება გაგვაჩნია იმდენად, რამდენადაც მონაწილეობას ვღებულობთ ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა გვენიჭება იმდენად, რამდენადაც უარვყოფთ საკუთარ თავკერძა განკერძოებულებას, რამდენადაც თავმდაბალი სიყვარულის მეშვეო-ბით განვეზავებით ეკლესიურ სრულყოფაში, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ენიჭება მათ, ვინც ეკლესიის სხეულთან თანხმობას საკუთარ აზრზე მაღლა აყენებს. ეკლესიაში არ არსებობს ვიღაც განყენებულად მდგარი ჭეშმარიტების ავტორიტეტი. გაფიქ-რებაც კი იმისა, რომ ვიღაცას მიეწერა სხვა ადამიანების სინდისისა და რწმენის ზემოდან დამყურე ავტორიტეტის სახელი, არის უარყოფა ქრისტეს ეკლესიისა. არა! ქრისტეს ეკლესიაში არ არის ასეთი მკრეხელური, ღმრთისმგმობური, არაქრისტიანული, შებღალული და უზნეო საწყისი, რასაც ეწოდება „ავტორიტეტი სინდისისა და რწმენის საკითხში". მთლიანად ის, ქრისტეს ეკლესია, უცდომელია: იგი თვითონ ღებულობს მხოლოდ იმას, რაც ქრისტესთან არის შეთა-ნხმებული, ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულზე დაყრდნო-ბით... მას მართავს უზენაესი გონება, თვით სულიწმიდა, დამცველი ყოველგვარი სნეულებისაგან, რომლისგანაც არც ერთი ჩვენგანი არ არის გარანტირებული, თვით კრებაც კი არ არის მისგან დაზღვეული.2

   ავტორიტეტი ყოველთვის რაღაც გარეგნულია ადამიანთან ან ნები-სმიერ სხვა ორგანიზმთან მიმართებაში. ჭეშმარიტება კი - შინაგანი წესის მოვლენაა: ადამიანი ემორჩილება ეკლესიას არა იმიტომ, რომ იგი „ავტორიტეტია", არამედ, იმიტომ რომ იგი - ჭეშმარიტებაა! ეკლესია არ არის ავტორიტეტი დოგმატიკის საკითხში, იგი მხოლოდ ადასტურებს მას.3  ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არაა დაფუძ-ნებული ავტორიტეტზე, არამედ სიყვარულსა და თავმდაბლობაზე. თავმდაბლური სიყვარულის გარეშე ვერ მივიღებთ მონაწილეობას კათოლიკე ეკლესიაში, რადგან სიყვარულის გარეშე მისი რწმენაც კი შეუძლებელია.

   ჩვენ ასე კი არ ვამბობთ: „მწამს ეკლესიის", ანუ მწამს რასაც ეკლესია ამბობს, არამედ: „მრწამს ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" - საკუთრივ მისი არსებობის გვწამს, ვინაიდან ეს გონე-ბისთვის მიუწვდომელია, ეს ღმრთაებრივი გონების განცხადებაა დედამიწაზე. ამ გონებაში (იგივე - სულიწმიდის, ჭეშმარიტების სულის) ჩვენ ვმონაწილეობთ მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით, რომელიც გადმოედინება ეკლესიის ცოცხალ წევრებზე სულიწმიდის მიერ (რომ. 5. 5). ამ სიყვარულის გარეშე შეუძლებელია გვწამდეს, ვერ შევიცნობთ ვერავითარ ჭეშმარიტებას.4

   სწორედ - თავმოყვარეობა, ეგოიზმი, თვითდაჯერებულება, საკუთარ მოსაზრებებზე მინდობა - ქრისტიანს აყენებს უცხო, ცივ, უსიცოცხლო მდგომარეობაში, თითქოს კუმშავს და ახმობს იმ სადინარებს, რო-მელთა მეშვეობითაც მაცოცხლებელი სითხე მიედინებოდა „ვენახის რტოებში". რის გამოც იგი ხმება და კვდება, თუმცა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ცოცხალია; გაზაფხუ-ლზე კი კვირტის გამოღების მოლოდინშიც კი ვიქნებით. მაგრამ დამდეგი გაზაფხული გამოავლენს მასში შესუდრულ სიკვდილს.

 

 


2ამის შესახებ იხილე მ. ნოვოსელოვი „წერილები მეგობრებს"11, გვ. 136-137.

3იხილე წიგნი „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დასავლე-თისაკენ მიმართული" პროტოდიაკონი გერმანი (ივანოვი-მეცამეტე). მიუხენი, 1994, გვ. 134.

4იქვე, მ. ნოვოსელოვთან მე-11 წერილი.

 

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება