მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამართლის რელიგიურ - ზნეობრივი საფუძვლები

სამართლის რელიგიურ - ზნეობრივი საფუძვლები


7-01-2016, 00:01

 

 

   როდესაც ვსაუბრობთ სამართალზე, მრავალი შეკითხვა იბადება. როგორი იყო პირველი ადამიანების სამართალი? როგორი ცვლილებები განიცადა მან? რამ გამოიწვია ეს ცვლილებები? როგორ სამართალთან გვაქვს საქმე დღეს? და ბოლოს, როგორ მიმართებაშია ქრისტიანული სამართალი თანამედროვე სამართალთან?

   პირველი კანონმდებლობა ადამიანს ჯერ კიდევ სამოთხეში მიეცა: „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო" (დაბად. 2. 16-17). ადამიანის დაცემის შემდეგ, რაც უკვე ადამიანის მიერ ღვთაებრივი კანონის დარღვევაა, კანონი ჩარჩოში მოექცა. მაგრამ მისი შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ღმერთთან ერთობაც და საკუთარ სინდისთანაც.

   დროთა განმავლობაში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ადამიანის დაც-ემული ბუნება არ ღებულობდა ღვთაებრივ კანონებს მთელი სისრულით. ეს კარგად ჩანს მაცხოვრის საუბრიდან განქორწინების შესახებ. მოსე, როგორც ვიცით, თანამემამულეთ აძლევდა გან-ქორწინების უფლებას „გულფიცხელობის" გამო, „ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო" - ამბობს მაცხოვარი. იმიტომ რომ ქორწინების შემდეგ ისინი „არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც" (მათ. 18. 3-8). მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანური კანონები არა ნაწილობრივ, არამედ სრულიად უგულებელყოფენ ღვთაებრივ კანონებს, მაშინ ეს კანონები ჩვენთვის უკანონობა ხდება, როგორ მზაკვრულადაც არ უნდა ინიღბებოდეს ის. მაგალითად, მოსეს ხუთწიგნეულის მიხე-დვით მრუში მკვლელობებით ისჯებოდა. (გამოსვლ. 22. 19); (ლევ. 20, 10). ხოლო თანამედროვე საზოგადოებაში ეს ფაქტი საერთოდ არ განიხილება, როგორც კანონის დარღვევა. იგივე შეიძლება ითქვას ჯადოქრობაზე, რომელიც ასევე უდიდესი ცოდვაა, დღეს ის განიხილება როგორც ავადმყოფის ფსიქოპატიური გამოვლენა „და ამიტომ არ ისჯება კანონით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანური კანონი არ შეიცავს ღვთაებრივ კანონს მთელი სისრულით, მაგრამ იმისათვის, რომ დარჩეს კანონად ის აუცილებლად ღვთაებრივი პრინციპების შესატყვისი უნდა იყოს და არ ეწინააღმდეგებოდეს მათ. ამიტომაც დღემდე მრავალ ქვეყანაში სამართლისადმი გარეგნულად წმიდა დამოკიდებულება შენარჩუნდა. ბიბლიაზე დადებული ფიცი სასამართლო პროცესებზე - ამის ბრწყინვალე მოწმობაა.

   XVII – XX ს. ევროპული ადამიანის მსოფლმხედველობის ცვლილ-ების შედეგად, ახალი, ეგრეთ წოდებული პოზიტიური სამართალი შეიქმნა, რომლის თანახმადაც სამართალი - ადამიანური გამოგონებაა, კონსტრუქციაა, რომელსაც საზოგადოება თავისი ამოცანების გადა-ჭრის მიზნით ქმნის. პოზიტიური სამართლის თანახმად, სამართალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, კანონიერია. პოზიტიურ (ანუ თანამედროვე) სამართალში კანონიერია რევოლუცია, რომელიც ძალის გამოყენებით უარყოფს ძველ წესრიგს, კანონიერია ზნეობრივი ნორმების სრული უარყოფაც, თუ ეს გამართლებულია საზოგადოების მიერ. ვთქვათ, თუ თანამედროვე საზოგადოება არ მიიჩნევს აბორტს ბავშვის მკვლელობად, სამართლის თვალსაზრისითაც ის არ ითვლება კანონის დარღვევად.

   პოზიტიური სამართალი ნაციონალურ წეს-ჩვეულებას მხოლოდ გა-რეგნულ მნიშვნელობას ანიჭებს. ანუ არ მიიჩნევს მას საზომის იმ ფორმად, რომლითაც შეიძლება გასამართლდეს ადამიანი, საზოგა-დოება.

   საქართველოს კანონმდებლობა მრავალი საუკუნის მანძილზე ინარ-ჩუნებდა ქრისტიანულ - ზნეობრივ წეს-ჩვეულებებსა და კანონებს, რომელიც მიიღო გაქრისტიანების დროს, ეკლესიური კანონები შერწყმული იყო ნაციონალურ სამართალთან. ხშირ შემთხვევაში, მრავალ უკანონობას საულიერო პირები რჯულის კანონის მიხედვით ასწორებდნენ. მაგრამ ამგვარი ნაციონალური კანონმდებლობა XIX-XX ს. დასაწყისში იქნა განადგურებული. ქართული სახელმწიფო უკანონობის მორევში გადაიჩეხა, რამაც მილიონობით მსხვერპლი, პიროვნების არნახული დაცინვა, პოლიტიკური და პირადი უფლე-ბების შელახვა გამოიწვია.

   მაცხოვარმა იესო ქრისტემ, მოგვიწოდა რა არა ამა სოფლის მეუფე-ბისაკენ, მსოფლიო ორ ნაწილად დაჰყო. ერთი ნაწილი ბოროტებასა ზედა დევს, და მეორე ეკლესია - ქრისტეს სხეულია.

   ქრისტიანობაში ეკლესიის შინაგანი კანონი დამოუკიდებელია ამა სოფლის სულიერი მდგომარეობისაგან, და მეტიც, ეწინააღმდეგება მას (მათ. 5. 21-47). მაგრამ ეს წინააღმდეგობა არა კანონის დარღვევა, არამედ შესრულებაა იმ ღვთაებრივი სამართლისა, რომელიც უგუ-ლებელყო კაცობრიობამ დაცემის შემდეგ.

   თუ სხვა რელიგიების კანონმდებლობები (ტორას კანონი, კორუფ-ციური ნორმები) მოცემული ღვთისგან განდგომილი კაცობრიო-ბისათვის, სოციალურია და შეიძლება სამოქალაქო სამართლის ნაწილს წარმოადგენს, ქრისტიანული სამართალი პრინციპულად ზესოციალურია. ანუ ის შეუძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენდეს, იმიტომ რომ მსოფლიოზე გამარჯვების გარეშე, ეკლესიის სამართალი ვერ იქცევა მსოფლიო სამართლად.

   ქრისტიანული სოციალურ-სახელმწიფოებრივი ეთიკა ადამიანს თავ-ისუფალ ნებას უტოვებს, რომლისგანაც, საბოლოოდ დამოკიდებულია ადამიანის ცხონებისა თუ წარწყმედის საკითხი. როდესაც ბიზანტიის მონოთელიტმა იმპერატორმა კონსტანტმა მოსთხოვა ნეტარ მაქსიმეს მართლმადიდებლური შეხედულებების უარყოფა, ნეტარმა მამამ უპასუხა: „რასაც მიბრძანებს მეფე იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც ამ სოფელთან ერთად კვდება სიხარულით შევასრულებ". ხოლო სულიერ საკითხებში წმიდა მამა მტკიცე დარჩა და არ დაემორჩილა მეფის ნებას, რის გამოც საშინლად აწამეს, და რისთვისაც დაიმსახურა სახელი - აღმსარებელი.

   ადამიანთა უფლებების თანამედროვე გაგებით, ადამიანი როგორც „ღვთის ხატი" პრაქტიკულად შერწყმულია თვითდაჯერებულ, თვი-თნება ადამიანთან. მაგრამ ღვთის გარეშე მხოლოდ დაცემული და ღრმად გახრწნილი ადამიანი არსებობს, რომელიც ერთობ შორს იმყოფება საწადელი ქრისტიანული სრულყოფისაგან. და ამიტომ, ამგვარი უღმერთო ინდივიდების უფლებებიც იოლად ირღვევა სახელმწიფოს მიერ და მხოლოდ არაფრისმთქმელ აგიტაციურ ლოზუნგებად აქცევს მათ. სწორედ ამგვარი, ღვთაებრივ საფუძვლებს მოკლებული საზოგადოება ჩამოყალიბდა ბოლო საუკუნეებში უღმერ-თო ტირანების მიერ.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება