მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > როგორ დამოკიდებულებაშია ეკლესია სახელმწიფოსთან?
როგორ დამოკიდებულებაშია ეკლესია სახელმწიფოსთან?13-04-2016, 00:00 |
ერთ საღამოს, შემოწმების შემდეგ, მამა არსენის საწოლთან ახლოს, შეიკრიბნენ პატიმრები. ზოგი ბანქოსა და დომინოს თამაშობდა, ზოგიც უბრალოდ საუბრობდა, მაგრამ ეს საუბარი ხშირად იღებდა კამათის სახეს. ზოგჯერ კამათი დაუნდობელი ხდებოდა და არც თუ იშვიათად ჩხუბითა და კაცის კვლით მთავრდებოდა. ამჯერადაც მკაცრი კამათი წამოიჭრა თემაზე, „პატიმრების დამოკი-დებულება ხელისუფლებასთან". თხუთმეტი წუთის შემდეგ შეიკრიბა დაახლოებით ოცი ადამიანი. კამათი მძაფრ ხასიათს იღებდა. გაღიზიანებული პატიმრები არ აცლიდნენ საუბარს და ხშირად ემუქრებოდნენ ერთმანეთს. შეიკ-რიბნენ ყოფილი პარტიულები, ინტელიგენციის სხვადასხვა პროფესი-ის წარმომადგენლები, ყოფილი ვლასოველები, დეზერტირები და მკვლელები. გაისმა ყვირილი: „რისთვის ვზივართ აქ? არაფრისთვის, სად არის სამართალი? ესენი ყველა დასახვრეტია!" მხოლოდ სამი კომპარტიის წევრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც ხდება მხოლოდ გრანდიოზული შეცდომაა, რომელსაც ადრე თუ გვიან გამოასწორებენ, რომ ამ ამბების შესახებ არაფერი იცის სტალინმა, ან მას ატყუებენ. საპასუხოდ კი გაისმოდა: „გასანადგურებელია ეს პარტიულები, ჩა-მოსახრჩობი და დასახვრეტი." ზოგი იცინოდა, მაგრამ კამათი კვლავ სახიფათო რჩებოდა. ერთ-ერთმა პატიმარმა ჩაილაპარაკა: „ეკლესიები გაანადგურეს, სარწ-მუნოება შეგვილახეს". ვიღაცამ დაინახა მამა არსენი, თავის ნარზე ჩამომჯდარი, და მიმართა მას: „აბა, პეტრე ანდრიასძევ! თქვენი აზრი გვითხარით ხელისუფლების შესახებ. რა დამოკიდებულებაშია ეკლესია ხელისუფლებასთან?! მამა არსენი დუმდა, მაგრამ იგი ძალით შეითრიეს მოკამათეთა წრეში. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა: „ფიცხი და დაუნდობელი კამათი წამოიწყეთ, ძნელია ბანაკში, თანაც ყველამ ვიცით ჩვენი აღსასრული. ამიტომაც გავმკაცრდით ასე. თქვენი გაგება შეიძლება, მხოლოდ არავისი მოკვლა და განადგურება არ არის საჭირო. ყველა თქვენგანი ხელისუფლებას აგინებს. მეც მხოლოდ იმისთვის ჩამითრიეთ კამათში, რომ ერთ მხარეს გადამიბიროთ, შემდეგ კი მოპირისპირე დაა-მარცხოთ... ამბობთ, კომუნისტმა მორწმუნენი დააპატიმრეს და და-ხვრიტეს, ეკლესიები დაკეტეს, სარწმუნოება შეგვილახეს? დიახ, ზედაპირულად რომ შევხედოთ, სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ, მოდით უფრო ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი, გავიხსენოთ წარსული. ხალხში რწმენა დასუსტდა. ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი წინაპრები, დავივიწყეთ ის ტრადიციები, რაც ძვირფასი და წმინდა იყო ჩვენი ხალხისათვის. ვინ არის ამაში დამნაშავე? მთავრობა? ჩვენ გვიდევს ამაში ბრალი, ამიტომაც ვიმკით იმას, რაც დავთესეთ. გავიხსენოთ, რა მაგალითს აძლევდა ინტელიგენცია, თავადები და დიდებულები ერს. ჩვენ კი, სასულიერო პირები, ყველაზე ცუდები აღმოვჩნდით. მღვდლის შვილები ათეისტებად, ღვთისმგმობელად და რევოლუციონერებად აღიზარდნენ იმიტომ, რომ თავის ოჯახში ხედავდნენ ურწმუნოებას, ტყუილს და პირფერობას. რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა სამღვდელოებამ უფლება იწოდებოდეს ერის წინამძღვრად, მის სინდისად. ათეიზმი, ურწმუნოება, ლოთობა, გარყვნილება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა მათ წრეში. მონასტერთა სიმრავლიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია განლაგებ-ული, მხოლოდ ოთხი მონასტერი, ოპტინის უდაბნო, დივეევოს მონასტერი, საროვოს მონასტერი... დანარჩენი კი თითქმის ურწმუ-ნოთა საერთო საცხოვრებლად გადაიქცნენ, ხშირად კი მონასტრები, განსაკუთრებით დედათა, ძალიან ცუდი სახელით სარგებლობდნენ. რა უნდა ესწავლა ერს ასეთი წინამძღვრებისაგან? რა მაგალითი ვა-ჩვენეთ მათ? ჩვენ თვითონ ცუდად აღვზარდეთ ხალხი. არ ჩავყარეთ რწმენის ღრმა ფუნდამენტი. გაიხსენეთ ყოველივე ეს! ამიტომაც ხალხმა სწრაფად დაგვივიწყა ჩვენ, მათი მღვდელმსახურები, დაივიწყა რწმენა და ეკლესიების განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. ზოგჯერ კი თვითონ ედგა სათავეში ამ ბოროტებას. ამიტომაც, მე არ შემიძლია განვიკითხო ხელისუფლება. აღმოცენდა ის, რაც ჩვენ დავთესეთ, აქედან კი მომდინარეობს ყველა სხვა ბოროტება: - ჩვენი ბანაკი, ტანჯვა, უდანაშაულო ადამიანთა მსხვე-რპლი. თუმცა გეტყვით, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს სამ-შობლოში, მე მისი მოქალაქე ვარ, და როგორც სასულიერო პირი ყოველთვის ვეუბნები ჩემს სულიერ შვილებს: „უნდა დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ, ხოლო ის, რაც დღეს ხდება, ეს გრანდიოზული შეცდომაა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გამოვასწოროთ". „ჩვენი მამაო წითელი ყოფილა - თქვა ერთმა პატიმარმა. მოსაკლავი ხარ ასეთი საშინელი ქადაგებისთვის. წმინდანად მოგაქვს თავი, თვითონ კი აგიტატორად მუშაობ". - და ძალით გამოაგდეს მამა არსენი მოკამათეთა წრიდან. კამათი კვლავ გრძელდებოდა, თუმცა ზოგიერთმა თავის ნარს მია-შურა...
წიგნიდან: „მამა არსენი" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |