მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ვინც გულითადად ზრუნავს ცხონებაზე, მას ვერაფერი დააბრკოლებს - წმიდა იოანე ოქროპირი

ვინც გულითადად ზრუნავს ცხონებაზე, მას ვერაფერი დააბრკოლებს - წმიდა იოანე ოქროპირი


4-01-2016, 00:00

 

  ვინც გადაწყვეტს ყურადღებით და ფხიზლათ იყოს და სულის ცხონებაზე გულითადად იზრუნოს, მას ვერაფერი დააბრკოლებს. თუ უზრუნველობაში მყოფნი ნაკლებმნიშვნელოვანი საგნებიდანაც ვღე-ბულობთ ზიანს, ფხიზლათ მყოფთ მანკიერებისაკენ ათასმა კაცმაც რომ გვიბიძგოს, ჩვენს გულმოდგინებას ვერაფერი შეასუსტებს. ასე, რომ, სხვას ნურავინ დაადანაშაულებთ, ყველაფერი საკუთარ უდ-ებებას მიაწერეთ. ნურავინ იფიქრებს, რომ ეშმაკს შეუძლია ჩვენი შეჩერება სათნო ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე. ის უდარდელებს აცდუნებს და ხიბლავს, მაგრამ ძალით ვერაფერს გვაიძულებს. ამას ცხოვრებაც გვიდასტურებს. კერძოდ, როცა ფხიზლად ყოფნას გადავწყვეტთ, ისეთ სიმტკიცეს ვიჩენთ, უპატიოსნო შეგონებებს არაფრად არ ავყვებით და ბოროტ რჩევებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ხოლო როცა უდარდელად ვცხოვრობთ, რჩევისა და ცდუნების გარეშეც მივიჩქარით უპატიოსნობისაკენ. ეს რომ ჩვენს ნებაზე და ჩვენი სულის ძალაზე არ იყოს დამოკიდებული და ღმერთს ჩვენი ბუნება თავისუფალი არ შეექმნა, მაშინ ყველა ადამიანი, როგორც ერთნაირი ბუნების და უძლურების მქონე, კეთილი ან ბოროტი იქნება, ხოლო როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მსგავსი ბუნების მქონენი და ჩვენსავით ვნებებით აფორიაქებულნი ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ, არამედ საკუთარ ბუნებას ნათელი გონებით მართავენ, უწესო ქცევებს თოკავენ, გულისწადილებს ალაგმავენ, მრისხანებას სძლევენ, შურს გაურბიან, ზიზღს ანადგურებენ, ფულის სიყვარულს იძულებენ, მიწიერ დიდებაზე არ ზრუნავენ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას არ უფრთხილდებიან, არამედ ჭეშმარიტი დიდებისაკენ მიისწრაფიან და ყველაფერ წარმავალს უფლის დიდებას ამჯობინებენ, განა ნათელი არ არის, რომ ისინი ღვთის მადლის შეწევნით ამას საკუთარი გულმოდგინებით აღწევენ და ჩვენ კი პირიქით, საკუთარი თავისთვის ზეციური კეთილმოსურნეობის წართმევით ჩვენს ცხოვრებას ვღუ-პავთ?

   ამიტომ გემუდარებით, ეშმაკი კი არა, ყოველთვის საკუთარი უდა-რდელი ნება დავადანაშაულოთ. ამას ეშმაკის გასამართლებლად კი არ ვამბობ, რამეთუ "ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინამცა შთანთქა" (1 პეტრე; 5,8), არა, მე მინდა უფრო ფრთხილად ვიყოთ, საკუთარი თავი უდანაშაულო ნუ გვეგონება, როცა ასე იოლად ვვარდებით ცოდვებში, და უდიდესი უმადურობის გამომხატველ შეკითხვას ნუ დავსვამთ: ღმერთმა ჩვენს საცდუნებლად და წარსა-წყმედად დატოვა ეშმაკი?

   შენ ასე იმსჯელე: ღმერთმა ის იმისთვის დატოვა, რომ მტრის თავ-დასხმის მოლოდინითა და შიშით გამოფხიზლებულები განუწყვე-ტლივ ვმღვიძარებდეთ.

   ნუ გიკვირს, რომ ღმერთმა ეშმაკი ჩვენს ცხონებაზე ზრუნვის გამო, ჩვენი უდებების გასაფანტავად დატოვა და მოგვცა საბაბი გვირგვინის მისაღებად. მან თვით გეჰენია იმისათვის შექმნა, რომ სასჯელი შიშმა და ტანჯვის აუტანელმა სიმძიმემ ცათა სასუფევლისათვის აღგვა-გზნოს.

  ხედავ ღვთის ყოვლადბრძნულ კაცთმოყვარებას? ის ყველა ზომას ღებულობს თავისი ქმნილების არა მარტო გადასარჩენად, არამედ გამოუთქმელი სიკეთის ღირსსაყოფადაც! მან თავისუფალი ნება გვიბოძა, ჩვენს ბუნებასა და სინდისში კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჩადო, ეშმაკის არსებობა დაუშვა და გეჰენიით გვემუქრება, რომ გეჰენიაში არ მოვხვდეთ, არამედ სასუფეველი დავიმკვიდროთ. ამ მიზნით მან "თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო" (ფილიპ. 2,7) - ცხრა თვე ქალის სხეულში იმყოფებოდა, იშვა ქა-ლწულისაგან, მარიამის დამწინდველ იოსებს მამად აღიარებდა, წინადაიცვითა და მსხვერპლი შესწირა, შიოდა, სწყუროდა, იღლებოდა და ბოლოს სიკვდილიც განიცადა, სიკვდილი არა ჩვეულებრივი, არამედ ყველაზე სამარცხვინო - ჯვარზე სიკვდილი. ეს ყველაფერი ჩვენი ცხონებისათვის დაითმინა. არაფრისაგან ყველაფრის შემო-ქმედმა, "რომელი მოხედავს ქვეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრ-წუნებული" (ფს. 103,32). დიდების ელვარება, რომელიც ქერუბიმ-თათვისაც თვალშეუდგამია, რომლისაგანაც სახეს ფრთებით იფარავენ, იმ საოცრებას გვიდასტურებს, განუწყვეტლივ რომ აქებენ ანგელოზები და მთავარანგელოზები. ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის სწორედ მან კეთილინება განკაცება და ჭეშმარიტი ცხოვრების გზა გაგვიხსნა, საკმარისი სწავლება მოგვცა იმით, რომ თავად განვლო ეს გზა.

   როგორ უნდა ვიმართლოთ თავი, როცა ჩვენი ცხონებისათვის ამდ-ენი რამ გაკეთდა, ხოლო ჩვენ ყველაფერ ამას წყალში ვყრით და ჩვენივე უზრუნველობით ვერ ვცხონდებით? ამიტომ, გემუდარებით, ფხიზლად ვიყოთ და ნუ ავყვებით განუსჯელად სხვათა რჩევებს, ყოველდღიურად გამოვიკვლიოთ ჩვენი საქმეები - რა შევცოდეთ და კეთილი რა ვქმენით. და გამოვსწორდეთ, რათა მოვიხვეჭოთ ღვთის წყალობა, სათნო ვეყოთ უფალს და ცათა სასუფეველი დავიმ-კვიდროთ.

 

 

წმ. იოანე ოქროპირი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება